+995 322 470017 10:00-დან 22:00 საათამდე
პირადი კაბინეტი
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 1800 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

კონკურსი „მე რომ 1,000 ლარი მქონდეს“

 
 
 

კონკურსი „მე რომ 1,000 ლარი მქონდეს“

მიმოხილვა:

ონლაინ სესხების კომპანია „მანიმენი“ აცხადებს ორიგინალური იდეის კონკურს მხოლოდ ახალი მომხმარებლებისათვის. აიღეთ სესხი „მანიმენში“ 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითობა და გონიერება, მოგვწერეთ ისტორია, თუ როგორ გამოიყენებდით დამატებით თანხას „მე რომ 1,000 ლარი მქონდეს“და გამოგვიგზავნეთ მეილზე marketing@moneyman.ge

 

კონკურსში ჩართვის შემთხვევაში, მონაწილეები ვალდებული არიან დაემორჩილონ კონკურსის წესებს.

წესებისა და ინსტრუქციის დარღვევის შემთხვევაში, მანიმენის ადმინისტრაცია, შეხედულებისამებრ, ნებისმიერი მონაწილის დისკვალიფიკაციის უფლებას იტოვებს.

მონაწილეობის უფლება:

კონკურსი ღიაა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის, რომლებიც აიღებენ სესხს 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით „მანიმენში“.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ კომპანია „მანიმენის“თანამშრომლებს, მათ ოჯახისწევრებს და ნათესავებს.

მითითებები განაცხადის წარდგენაზე და მონაწილეობის მიღებაზე:

კონკურსი იწყება  2015 წლის 11 თებერვალს და სრულდება 2015 წლის 31 მარტს 18:00 საათზე. საკონკურსო ისტორიის გადმოგზავნის ვადა სრულდება  2015 წლის 31 მარტს 15:00 სათზე. დაგვიანებით წარმოდგენილი ნამუშევრები არ განიხილება.

ყველა განაცხადი მონაწილეობის მიღების თაობაზე ელექტრონულად უნდა წარედგინოს მანიმენის მარკეტინგის განყოფილებას მეილზე marketing@moneyman.ge. განაცხადები უნდა შეიცავდეს: ავტორის სრულსახელსა და გვარს, პირად ნომერს.

განაცხადში გადმოგზავნილი უნდა იყოს ორიგინალურად აღწერილი ისტორია „მე რომ 1,000 ლარი მქონდეს.“

კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა.

კონკურსის მიზანია მანიმენის ახალი მომხმარებლების წახალისება და მათ მიერ აღებული სესხის სარგებლიანობის გაზრდა.

 

გამარჯვებულის და პრიზის გამოვლენა:

 

შემოსული მასალები გამოქვეყნდება მანიმენის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/MoneyMan.ge.

გამარჯვებულს გამოავლენს კომპანიის ადმინისტრაცია. გადაწყვეტილება საბოლოოა და არანაირი შემდგომი კორესპონდენცია არ იქნება გათვალისწინებული.

გამარჯვებული ნამუშევრისთვის დაწესებულია პრიზი ათასი (1000) ლარი. გამარჯვებული ინფორმირებული იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მისი ვინაობა გამოცხადდება მანიმენის Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/MoneyMan.ge.

დისკვალიფიკაცია:

მანიმენი არ არის პასუხისმგებელი, დაკარგულ, არასრულყოფილ, დაგვიანებულ, წესებთანშეუსაბამო, ან სხვა მიზეზებით გამოუყენებად განაცხადებზე, მათ შორის კომპიუტერის, ინტერნეტის ან ელექტრონული პრობლემების გამოშექმნილი შეუსაბამობის გამო.

მანიმენი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კონკურსი და დააჯილდოვოს გამარჯვებული ალტერნატიულიგზით, თუ მანიმენის მიერაღმოჩენილი იქნება თაღლითობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები, მათ შორის წარდგენის ვადისგასვლის შემდეგაც.

ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, აიღეთ პირველი სესხი დღესვე, აისრულეთ სურვილები და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში მანიმენის საჩუქრის მისაღებად!

 გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით!