+995 322 470017 10:00-დან 22:00 საათამდე
პირადი კაბინეტი
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

კითხვები და პასუხები

ვის შეუძლია სესხის აღება

აუცილებელი მოთხოვნები მსესხებლისადმი
სესხი გაიცემა სრულწლოვან მოქალაქეზე, 20 წლის ასაკიდან ზევით.
როგორ გავიგო, კრედიტს მომცემენ თუ არა?
საჭიროა განაცხადის შეტანა სესხის აღების თაობაზე. 5 წუთის განმავლოვაში სისტემა იღებს გადაწყვეტილებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სმს მითითებული უნიკალური კოდით.
რომელ ქალაქში არის შესაძლებელი კრედიტის აღება?
ორგანიზაცია მანიმენი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განაცხადის შეტანა შეიძლება ნებისმიერი დასახლებული პუნქტიდან, სადაც არის ინტერნეტი. ასევე, შესაძლებელია სმს სერვისით სარგებლობა და კრედიტის აღება ინტერნეტის გარეშე, სმს-ის საშუალებით.

განაცხადის გაფორმება და გადაწყვეტილების მიღება

რა ასაკიდან შემიძლია სესხის აღება?
სწრაფი სესხი 20 წლის ასაკიდან შეგიძლიათ აიღოთ.
ტელეფონზე კოდი მესიჯით არ მიმიღია
თუ მესიჯი არ მიგიღიათ 15 წუთის განმავლობაში, საჭიროა ტელეფონის გადატვირთვა. თუ ამის შემდეგაც მესიჯი არ მოგივათ - განაცხადის ფორმაში გამოიყენეთ ოფცია „კოდის მიღება ხელმეორედ“. პრობლემის განმეორების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე support@moneyman.ge თქვენი მობილურის ნომრის და მობილურის ოპერატორის მითითებით.
როგორ ჩავწერო ჩემი მისამართი?
გრაფაში „დასახლებული პუნქტი“ ვწერთ ქალაქის, სოფლის ან რაიონის დასახელებას. გრაფაში „ქუჩა“ ვწერთ იმ ქუჩის სახელს რომელ ქუჩაზეც ვცხოვრობთ. გრაფაში „სახლი“ ვწერთ საცხოვრებელი შენობის, კორპუსის ნომერს. გრაფაში „ბინა“ ვწერთ ბინის ნომერს. კერძო სახლის მისამართის შემთხვევაში გრაფებში „სახლი“ და „ბინა“ ვწერთ ერთი და იგივე ნომერს.
რას ნიშნავს ფაქტიური და იურიდიული მისამართი?
იურიდიული მისამართი - მისამართი რომლის მიხედვითაც არის წარმოებული რეგისტრაცია, ჩვეულებრივ ეს მისამართი წერია თქვენს პირადობის მოწმობაზე ან ID ბარათზე როგორც „დაბადების ადგილი“. ფაქტიური მისამართი - მისამართი სადაც ამჟამად ცხოვრობთ. ზოგჯერ ფაქტიური და იურიდიული მისამართი ემთხვევა ერთმანეთს.
რა არის დოკუმენტის ნომერი? პერსონალური ნომერი?
დოკუმენტის ნომერი - თქვენი პირადობის მოწმობის ან ID ბარათის ნომერი, რომელიც წერია თქვენი სურათის ქვემოთ და იწყება ქართული ასეთი (პირადობის მოწმობის შემთხვევაში), ან შეიცავს ლათინურ ასოებს (ID ბარათის შემთხვევაში). პერსონალური ნომერი - ეს არის თქვენი 11 ნიშნა პირადი ნომერი (შედგება მხოლოდ ციფრებისგან).
რეგისტრაციის დროს სახელი, გვარი, პირადი ნომერი არასწორად ჩავწერე, როგორ მოვიქცე?

თუ არ გახსოვთ მეილი და პაროლი, პირად კაბინეტში წვდომა შეგიძლიათ მობილურის საშუალებითაც აღიდგინოთ. აღდგენის ველში მიუთითეთ მობილურის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირებული ბრძანდებით და პაროლს სმს-ის სახით მიიღებთ.

თუ სხვა ცვლილებების განხორციელება გსურთ, ჩვენ ელ-ფოსტაზე support@moneyman.ge გამოგვიგზავნეთ თქვენი პირადობის მოწმობის ან ID ბარათის დასკანერებული ვერსია (მხოლოდ დედანის სკანირებული ვერსია მიიღება), და ოფიციალურად, წერილით მოგვმართეთ რა ცვლილების განხორციელება გსურთ. ან მობრძანდით ჩვენს ოფისში პირადად და ადგილზე მოხდება ინფორმაციის ჩასწორება.

კომპიუტერზე არ მაქვს ქართული შრიფტი, ვერ გავდივარ რეგისტრაციას, რომ გითხრათ მონაცემები თქვენ ვერ შეავსებთ ჩემ მაგივრად?

ჩვენ არ გვაქვს უფლება თქვენ მაგივრად შევავსოთ განაცხადი. გთხოვთ ისეთი კომპიუტერით შეავსეთ განაცხადი, რომელზეც იქნება ქართული შრიფტი.

ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995 322 470017 და მიიღეთ ინფორმაცია სად შეგიძლიათ განაცხადის შევსება ჩვენი წარმომადგენლის დახმარებით.

რეგისტრაცია გავიარე, ვადა მივუთითე 30 დღე, მე-14 დღეს მომდის სმს რომ გადახდის ვადა მეწურება, რა ხდება?
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს მექანიკური შეცდომა დაშვებული. რეგისტრაციისა და განაცხადის შევსების დროს, გთხოვთ, ყურადღებით მონიშნოთ თანხისა და დღეების რაოდენობა.
სესხი არ დამიმტკიცდა, ზუსტად რა მიზეზით მოხდა ეს?
სამწუხაროდ კომპანია ასეთ ინფორმაციას არ გასცემს.
შეიძლება თუ არა ტელეფონის მეშვეობით განაცხადის შეტანა?
ამისთვის უნდა აკრიფოთ www.moneyman.ge თქვენს ბრაუზერში და ქართული შრიფტის ქონის შემთხვევაში, უპრობლემოდ შეავსებთ განაცხადს!
არასწორად მივუთითე საბანკო რეკვიზიტები
საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელი, გვარი და მამის სახელი უნდა ემთხვეოდეს Moneyman -ის საიტზე მითითებულ სახელს, გვარს და მამის სახელს, წინაამღდეგ შემთხვევაში თანხა მითითებულ ანგარიშზე გადარიცხული არ იქნება. თუ განაცხადი დადასტურებული იქნება არასწორი რეკვიზიტების მითითებით, თანხა დაბრუნებულ იქნება Moneyman -ის ანგარიშზე თქვენი ბანკის მიერ 3-14 დღის განმავლობაში, რის შემდეგ ჩვენ დავხურავთ სესხს თქვენ მიერ ზედმეტი დანახარჯების გაწევის გარეშე და თქვენ შეძლებთ ახალი განაცხადის შეტანას სწორი რეკვიზიტების მითითებით
დაადასტურეს თუ არა ჩემი განაცხადი
განაცხადის სტატუსის შესახებ ინფორმაცია იგზავნება სმს კოდი თქვენს მობილურზე, რომელსაც კლიენტი უთითებს განაცხადის გაფორმებისას, ასევე ინფორმაცია განაცხადის სტატუსის შესახებ აისახება პირად კაბინეტში.
ჩემი განაცხადი დაადასტურეს, მაგრამ შემდეგ უარი მითხრეს
სავარაუდოდ ჩვენ ვერ შევძელით თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან დაკავშირება განაცხადში მითითებული საკონტქატო მონაცემების საფუძველზე და გავააუქმეთ გადაწყვეტილება სესხის გაცემის თაობაზე. გირჩევთ შეამოწმოთ მონაცემების სიზუსტე პროფილის პარამეტრებში პირად კაბინეტში
ხელმეორედ ვერ ვაფორმებ განაცხადს
თუ განაცხადის შეტანის არააქტიური ღილაკის ქვეშ არის შეტყობინება განაცხადების შეტანის ლიმიტზე, მაშინ შემდეგი განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება ბოლო განაცხადის შეტანის თარიღიდან 30 დღის მერე
როგორ უნდა გავაუქმო განაცხადი
განაცხადის გაუქმება შეგიძლიათ სცადოთ, თუ მისი სტატუსი არის „მუშავდება“ ან „გადაუწყვეტელი“. თუ განაცხადისთვს მინიჭებულია სტატუსი „აქტიურია“ ან „პროცესინგი“, მისი გაუქმება შეუძლებელია. გასაუქმებლად მოგვწერეთ მეილზე support@moneyman.ge

ფულის მიღება

ფულადი სახრების მიღების საშუალებები
ფულადი სახსრების მიღება შეგიძლიათ UniPay-ის სალაროში ნაღდი ფულით, E-money-ს ელექტრონულ საფულეზე, ბარათზე ან საბანკო ანგარიშზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://bit.ly/1URp37i
ფული არ ჩამერცხა, რაში შეიძლება მდგომარეობდეს შეცდომა?
თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე (ბარათზე) ხორციელდება 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ განაცხადში თქვენს მიერ მითითებული რეკვიზიტების სიზუსტე.ხელშეკრულება იგზავნება თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე სესხის დადასტურების სემთხვევაში.

სესხის დაფარვა

როგორ დავფარო სესხი?
ყველა მეთოდი აღწერილია ჩვენს საიტზე განყოფილებაში „როგორ დავფაროთ სესხი“.
ვერ ვიხდი სწრაფი გადახდის აპარატებიდან, შემყავს აბონენტის ნომერი და მიწერს შეცდომა დაფიქსირდაო, როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია იყოს დროებითი ტექნიკური შეფერხება. თქვენ გაქვთ ალტერნატიული საშუალებები გადასახდელად. გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია გადახდის საშუალებებზე ჩვენ ვებ-გვერდზე www.moneyman.ge, განყოფილებაში „როგორ დავფარო სესხი“.
ორი დღის წინ გადმოვრიცხე სესხის თანხა ვითიბი ბანკიდან, თანხა ჯერ კიდევ არ ზის ჩემს ანგარიშზე, სმს მომდის ვადაგადაცილებაზე და გაზრდილ თანხაზე, რა ხდება?
საბანკო გადმორიცხვით სესხის დაფარვის დროს პროგრამულად ასახვა მეორე დღისთვის ხდება, თუმცა გადახდის თარიღად ის დღე ჩაითვლება, რომელ დღესაც მოხდა საბანკო ოპერაცია. თუ კლიენტმა გადახდის დანიშნულებაში არ მიუთითა სესხის ხელშეკრულების ნომერი, მაშინ გადახდის პროგრამულად ასახვა რამდენიმე დღით დაგვიანდება.
სესხის დაფარვისას მექანიკურად იმაზე მეტი გადავრიცხე ვიდრე უნდა გადამეხადა, სად წავიდა ზედმეტად გადახდილი თანხა?
ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნება კომპანიის მიერ არ ხდება, თუმცა თქვენ მიერ შემდგომში გაკეთებულ სესხის დავალიანებას ჩამოაკლდება. ამისათვის, სესხის დამთკიცების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით და შეგვახსენეთ რომ თქვენ წინა სესხის დასაფარად ზედმეტი თანხა გაქვთ გადმორიცხული.
სრულად ჯარიმების დარიცხვის მექანიზმი აღწერილია განყოფილებაში
„მიკროსესხების გაცემის წესები“. ჯარიმების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ პირად კაბინეტში წარმოდგენილი სესხის გახანგრძლივების სერვისის გამოყენებას
შეცდომით გადავრიცხე Moneyman.ge-ს ანგარიშზე თანხა, როგორ დავიბრუნო ფული?
საჭიროა მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და მამის სახელი, საკონტაქტო ტელეფონი და შესრულებული ოპერაციის ამსახველი ქვითრის სკანი/სურათი მეილზე support@moneyman.ge და ჩვენ დაგიკავშირდებით ამ საკითხის მოსაგვარებლად
თანხა შევიტანე, მაგრამ Moneyman.ge-ს ანგარიშზე ის არ ასახულა
საჭიროა მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და მამის სახელი და გადახდის ქვითრის სკანი/სურათი მეილზე support@moneyman.ge. Moneyman.ge-ს სპეციალისტები დაგიკავშირდებიან ამ საკითხის მოსაგვარებლად.
ბარათით ვერ ვფარავ კრედიტს
დააზუსტეთ, შესაძლებელია თუ არა თქვენი ბარათის მეშვეობით ონლაინ-მაღაზიებში გადახდების განხორციელება. გამოგვიგზავნეთ შეცდომის სურათი საფოსტო მეილზე support@moneyman.ge. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხების დაფარვის სხვა მეთოდებით.
სისტემური შეცდომა გადარიცხვის განხორციელებისას
საჭიროა მეილზე support@moneyman.ge გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია თქვენი ქმედებების დეტალური აღწერით. Moneyman.ge-ს სპეციალისტები დაგიკავშირდეიან ამ საკითხის მოსაგვარებლად.

პირადი კაბინეტი

ვერ შევდივარ პირად კაბინეტში, არასწორი პაროლის შეყვანა
პაროლის აღდგენის ველში მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი ან ელ. ფოსტა რომლითაც ხართ დარეგისტრირებული და ახალ პაროლს მათი საშუალებით მიიღებთ.
ვერ ვცვლი მობილურის ნომერს პროფილის გვერდზე.
ნომრის შეცვლისათვის საჭიროა მესიჯით მიღებული დადასტურების კოდის შეყვანა. თუ თქვენ არ გაქვთ წვდომა ამ ნომერთან, მიმართეთ მხარდაჭერის სამსახურს support@moneyman.ge
როგორც ჩანს რეგისტრაცია გავლილი მაქვს დიდი ხნის წინ, მეილი და პაროლი არ მახსოვს, თავიდან ვეღარ ვრეგისტრირდები, პროგრამა მიწერს რომ ასეთი მონაცემები უკვე არსებობს, როგორ მოვიქცე?
თუ არ გახსოვთ მეილი და პაროლი, პირად კაბინეტში წვდომა შეგიძლიათ მობილურის საშუალებითაც აღიდგინოთ. აღდგენის ველში მიუთითეთ მობილურის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირებული ბრძანდებით და პაროლს სმს-ის სახით მიიღებთ.

თუ სხვა ცვლილებების განხორციელება გსურთ, ჩვენ ელ-ფოსტაზე support@moneyman.ge გამოგვიგზავნეთ თქვენი პირადობის მოწმობის ან ID ბარათის დასკანერებული ვერსია (მხოლოდ დედანის სკანირებული ვერსია მიიღება), და ოფიციალურად, წერილით მოგვმართეთ რა ცვლილების განხორციელება გსურთ. ან მობრძანდით ჩვენს ოფისში პირადად და ადგილზე მოხდება ინფორმაციის ჩასწორება.