Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Finca

Finca
რეიტინგი:
3

ფინკა ბანკი

ბანკის განვითარების ისტორია

ფინკა ბანკი საქართველო არის არსებულ საერთაშორისო პლატფორმაზე აშენებული კომპანია, რომელსაც უკვე გააჩნია 20-წლიანი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში. ფინკა ბანკი საქართველო არის FINCA Impact Finance Network-ის წევრი, რომელიც აერთიანებს 20 მიკროსაფინანსო და საფინანსო დაწესებულებას, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძირითადად დაბალშემოსავლიან მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რათა მათ მოახდინონ ინვესტიცია საკუთარ მომავალში.

სესხები ფიზიკური პირებისთვის

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკს აქვს შემდეგი საკრედიტო შემოთავაზებები:

  • სწრაფი სესხი - ვადით 24 თვემდე, ხოლო თანხობრივი ლიმიტით 1,000 ლარიდან 4,000 ლარამდე. ამავდროულად შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით 11 თვის განმავლობაში;
  • სამომხმარებლო სესხი - ვადით 60 თვემდე, სესხის მოცულობა შეიძლება იყოს 1000 ლარიდან 30,000 ლარამდე. უზრუნველყოფა საჭიროა მხოლოდ 10,000 ლარზე მაღალ თანხაზე;
  • საკრედიტო ლიმიტი - ბარათზე დაწესებული ოვერდრაფტი ოდენობით 500-დან 4,000 ლარამდე. გამოყენების ვადა 24 თვემდე;
  • ავტოსესხი - შეუზღუდავი მიზნობრიობის სესხი, რომლის მისაღებად საჭიროა ავტომანქანით უზრუნველყოფა. ვადა 12 თვიდან 36 თვემდე, ხოლო თანხის ლიმიტი მერყეობს 3,000 ლარიდან 25,000 ლარამდე;
  • სესხი ფულადი გზავნილებით - საქართველოს ეკონომიკურ რეალობაზე მორგებული ინოვაციური შემოთავაზებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოჯახის წევრები საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებით ეხმარებიან. სესხი შეიძლება იყოს 1,000 ლარიდან 30,000 ლარამდე მაქსიმუმ 24 თვით.

მსესხებელი უნდა იყოს:

  • საქართველოს მოქალაქე
  • მინიმუმ 18 წლის
  • ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი (შრომითი ანაზღაურება ან რეგულარული ფულადი გზავნილები)

სესხები იურიდიული პირებისთვის

ბანკი აქტიურად მუშაობს კერძო კომპანიებთან, განსაკუთრებით კი სასოფლო-სამეურნეო სფეროში. მათთვის ბანკს აქვს მრავალი შემოთავაზება, მათ შორის:

  • ბიზნეს სესხი და აგრო სესხი - 4,001 ლარიდან 60,000 ლარამდე 60 თვემდე;
  • აგრო განვადება - 50 ლარიდან 4,500 ლარამდე 24 თვემდე;

ბიზნეს ოვერდრაფტი - 100 ლარიდან 6,000 ლარამდე ვადით 1 თვემდე წინა სესხის ვადიდან.

დატოვე კომენტარი


Loading...