Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Isbank

Isbank
რეიტინგი:
3
მხარდაჭერის სამსახური: 
995 322 44 22 44

ბანკის მსოფლიო ქსელი

1924 წელს დაფუძნებული იშბანკი დღესდღეობით ფარავს თურქეთის უდიდეს ნაწილს 1400-მდე სერვის ცენტრით. გარდა ამისა, იშბანკს გააჩნია ფილიალები ბევრ უცხოურ ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთი, კოსოვო, ერაყი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და სხვა. ხოლო ბანკის შვილობილი კომპანიები მოიცავს საქართველოს, გერმანიასა და რუსეთს, რაც ჯამში კიდევ 18 ფილიალს ითვლის.

სესხები ფიზიკური პირებისთვის

ფიზიკური პირებისთვის იშბანკი სთავაზობს ოთხი ტიპის სესხს:

  • იპოთეკური სესხი - 5,000 ლარიდან 750,000 ლარამდე ვადით 120 თვემდე;
  • სამომხმარებლო სესხი - 1,500 ლარიდან 150,000 ლარამდე ვადით 60 თვემდე;
  • ავტოსესხი - 75,000 ლარამდე ვადით 36 თვემდე;
  • სახელფასო ოვერდრაფტი - 15,000 ლარამდე ვადით 12 თვემდე.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ იშბანკში მივიღოთ სესხი?

  • იშბანკის საქართველოს ფილიალში სესხის მისაღებად აუცილებელია მსესხებელს ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა და ის იყოს სრულწლოვანი.
  • მსესხებელს უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, ხოლო მისი მინიმალური ხელფასი მერყეობს 350 ლარიდან 1,000 ლარამდე სესხის ტიპის მიხედვით.
  • იპოთეკური და ავტოსესხის შემთხვევაში, აუცილებელია მსესხებლის თანამონაწილეობა. იპოთეკის შემთხვევაში, ის საშუალოდ 20%-ით განისაზღვრება, ხოლო ავტოსესხის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 30%-ს.

ეროვნული ვალუტის გარდა, ოთხივე სესხი გაიცემა ეკვივალენტში აშშ დოლარსა ან ევროში. სესხზე განაცხადის შევსება და მისი მიღება ხდება იშბანკის ფილიალებში. იშბანკის ქსელი მოიცავს თბილისის ფილიალს (აღმაშენებლის გამზირზე) და ბათუმის ფილიალს (რუსთაველის გამზირზე).

ანაბრები ფიზიკური პირებისთვის

იშბანკი გასცემს ორი ტიპის ანაბარს:

  • ვადიანი ანაბარი - მინიმუმ 500 ლარით ვადით 24 თვემდე;
  • სადეპოზიტო სერტიფიკატი - მინიმუმ  5,000 ლარით ვადით 6 თვიდან 36 თვემდე.

ორივე ტიპის ანაბრის გახსნა უფასოა, ხოლო ვალუტა არის ლარი. დარიცხული პროცენტი დამოკიდებულია გახსნის ვადასა და თანხის რაოდენობაზე (თანხის დამატება ან შემცირება ორივე შემთხვევაში შეუძლებელია). სარგებლის პროცენტის გატანა შესაძლებელია ყოველთვიურად ან დანიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ.

დატოვე კომენტარი


Loading...