Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Liberty Bank

Liberty Bank
რეიტინგი:
3

ლიბერთი ბანკი

ლიბერთი ბანკი (წარსულში - საქართველოს სახალხო ბანკი) საქართველოში სიდიდით მე-3 ბანკია და ის წარმოადგენს კერძო კომპანიას. ლიბერთი ბანკი არის 1994 წელს პრივატიზებული „აგრომრეწბანკის“ იურიდიული მემკვიდრე. მას გააჩნია საქართველოში ფილიალებისა და სერვის-ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი. საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების საფუძველზე, პენსიონერებისთვის პენიის გაცემა ხდება ლიბერთი ბანკის გავლით.

ანაბრები

ბანკი ძირითადად ორიენტირებულია ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, ამიტომ მას აქვს სერვისების ფართო არჩევანი ფიზიკური პირებისთვის. ერთ-ერთი ასეთი სერვისია ანაბრები, რომლების ძირითადი სამი ვარიანტი არის შემოთავაზებული:

  • ვადიანი ანაბარი - ანაბრის გახსნა ლიბერთი ბანკის კლიენტებისთვის შესაძლებელია დამატებითი საფასურის გარეშე, ხოლო მისი ვადა დამოკიდებულია ვალუტაზე. ლარსა და აშშ დოლარის შემთხვევაში, ის მერყეობს 3-დან 24 თვემდე, ხოლო ევროს შემთხვევაში მინიმალური ვადა არის 6 თვე. ანაბარზე თანხის დამატება გახსნის შემდეგ შეუძლებელია, ხოლო დარიცხული პროცენტი დამოკიდებულია ანაბრის ვადაზე.
  • შემნახველი ანაბარი - შემნახველი ანაბრის პირობები საკმაოდ მოქნილია, მისი გახსნა უფასოა და ამისთვის მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ოთხ ვალუტაში - ლარი, დოლარი, ევრო და გირვანქა სტერლინგი. თქვენ არ ხართ შეზღუდული თანხის შეტანასა და გამოტანაში. სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლოს, ხოლო წლიური ეფექტური სარგებელი ვალუტების მიხედვით შემდეგნაირად არის განაწილებული: ლარი - 7.47%, დოლარი - 1.52%, ევრო - 0.25%, გირვანქა სტერლინგი - 0.10%.
  • დაგროვებადი ანაბარი - იხსნება უფასოდ და მინიმუმ 5.00 ლარით, თანხის შეეტანა მასზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პროცენტი ირიცხება ანაბრის ვადის ბოლოს. პროცენტი დამოკიდებულია ანაბრის ვადასა და ვალუტაზე (ლარი, დოლარი ან ევრო). ყველაზე მაღალი პროცენტის მიღება შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანაბრის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში ანაბრების დასაზღევად, რაც უფრო უსაფრთხოს ხდის ამ ბანკში ანაბრის გახსნას.

დატოვე კომენტარი


Loading...