ეს კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს ავტოლიზინგის მომსახურებას. იმისათვის, რომ მიიღოთსესხი, უნდა გააფორმოთ ფირმასთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფირმა გახდება თქვენიმანქანის დროებითი მფლობელი, თქვენ კი შეგეძლებათ მანქანის გამოყენების ჩვეულებრივ გაგრძელება. მანქანა არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვა აქტიურ ლიზინგს სესხის გაფორმების მომენტისთვის.
ჩემს პირველ მანქანას ვყიდულობდი და თანხის ნახევარი დამიფინანსა მოგომ. ასე ბევრად უფრო მარტივია ასეთი დიდი შენაძენების გაკეთება.
ეს არის ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი სესხი, რადგან ლიზინგის შემთხვევაში მაინც გავაგრძელე ჩემი მანქანის მართვა და თან ფულიც ჩამირიცხეს.
ძალიან კარგი და გამგებიანი პერსონალი მუშაობს მოგოში! ყველაფერში კარგად გამარკვიეს, ყველაფერი ადვილად და მარტივად გავიგე! 3 კვირის წინ ავიღეთ ავტოკრედიტი მოგოში და ძალიან კმაყოფილი ვართ!
ჩემი ოცნების მანქანის ყიდვაში დამეხმარა ეს კომპანია. მოგო რომ არ არსებობდეს, ძალიან გამიჭირდებოდა ახალი ფორდის ყიდვა.
Chemi mankana chemi yvelaze dzvirfasi nivtia, aramxolod ghirebulebis tvalsazrisit, aramed ubralod dzalian miyvars. Mogo iseti kompaniaa, romelsac shemidzlia vando chemi avtomobili. Amit yvelaperi natkvamia.
საზიზღარი კომპანიაა, კრედიტი არ დამიდასტურდა. ვერ გავუგე დადებით გამოხმაურებებს მოგოზე!
საერთოდ მოგო მომწონს ( გვქონდა აღებული ავტოკრედიტი მოგოში) მაგრამ ძალიან ძნელია მათ საიტში გარკვევა და გაგება თუ როგორი კომპანიაა. პირადად მე ვერკვევი ავტოკრედიტებში მაგრამ სხვებს უჭირთ ხოლმე და გამოხმაურებებს აკვირდებიან. თუმცა მოგო გამოხმაურებებში დაწერილზე უფრო კაია, ნამდვილად.
ძალიან კარგია რომ მოგოს გრძელვადიანი სესხები აქვს. მაგრამ სხვა უპირატესობა სხვა კომპანიებთან ვერ შევამჩნიე.
ამ კომპანიაში ის მომეწონა რომ არ მოითხოვს სახელფასო ამონაწერს, ამიტომაც ავირჩიე.
ერთ-ერთი მთავარი პირობა რომ არ იყოს აუცილებელი მანქანის დაზღვევა. ეს ფუნქცია გააჩნია მოგოს და ამიტომაც ავირჩიე, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
არ ამიღია სესხი მოგოში, თუმცა ერთი ძალიან საინტერესო რამ შევამჩნიე - სხვა კომპანიიდან მოგოში სესხის გადმოტანა. ძალიან დამაინტერესა და შესაძლებელია მივმართო მოგოს კიდევაც.
ბევრმა მირჩია მოგო, მაგრამ სამჯერ უარყოფითი პასუხი მომივიდა და მეოთხეჯერ დადებითი. ძალიან გამიკვირდა უარყოფითი პასუხები, ახლაც არ ვიცი მეოთხეჯერ რატომ მომივიდა დადებითი, რადგან არაფერი არ შემიცვლია...
დაბალი სესხებისთვის კარგი კომპანიაა.
საუკეთესო კომპანია! ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მანქანა ჰყავს.
ჩემთვის ზედმეტად რთული პროცედურაა მანქანით გარანტიის მიცემა. უფრო მარტივია სხვა მიკროსაფინანსოში აიღო სესხი, სადაც არ გთხოვენ არანაირ დოკუმენტს და 20 წუთში გირიცხავენ თანხას.
მანქანა რომ ვიყიდე ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის ფინანსურად, თუმცა შემდეგ ეს ჩემს სასარგებლოდაც კი გამოვიყენე და მარტივად ავიღე ავტოკრედიტი ამ კომპანიაში. ტელეფონზე ზოგჯერ არ პასუხობენ და ისე ნორმალურია.
ჩემს მანქანას ცხოვრებაში არავის არ ვანდობ, ეს რანაირი სერვისია.
გადასარევი სწრაფი სერვისია. უკეთესი იქნებოდა, რომ ბონუსების დაგროვება ყოფილიყო შესაძლებელი და მერე მათი გამოყენება რამე საჩუქრების ყიდვაზე. თუმცა ეს მომავალში შეგიძლიათ გააკეთოთ.
ინოვაციური მეთოდი კრედიტების, ძალიან საინტერესო და კარგია, ყოჩაღ
თავიდან ძალიან მეშინოდა მანქანის გარისკვა, თუმცა მეგობარმა მითხრა, რომ გამოუყენებია და არაფერი საშიში არ არის, თუ დროულად დაფარავ სესხს. ამიტომ გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს სერვისი და კმაყოფილი დავრჩი. მთავარია სესხის ვადასთან ფრთხილად იყოთ.
დატოვე კომენტარი