პაშა ბანკი დაარსებულია აზერბაიჯანში და მისი სათაო ოფისი მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში. ბანკი უკვე მრავალი წელია გასცდა თავისი სამშობლოს საზღვრებს და ის მოქმედებს ასევე თურქეთსა და საქართველოში. პაშა ჰოლდინგი არის აზერბაიჯანში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი და ძირითადად წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დაზღვევა, ქონების მართვა, ტურისტული საქმიანობა და მშენებლობა. ჯამში ჰოლდინგის სააქციო კაპიტალი ცდება 6 მილიარდ აშშ დოლარს.
პაშა ბანკის საბანკო მომსახურება რამდენიმე ტიპის კლიენტებზე ვრცელდება და მოიცავს მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოებს. ძირითადი საქმიანობის სფერო არის კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურება.
თითოეული ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე აშშ დოლარსა ან ევროში. უცხოური ვალუტით ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა შეადგენს 1,000,000 ერთეულს. დარიცხული ნომინალური და ეფექტური პროცენტი დამოკიდებულია ანაბრის ტიპზე, ვადაზე, ოდენობასა და ვალუტაზე. როგორც წესი, პროცენტი გაცილებით უფრო მაღალია მაშინ, როდესაც ანაბარი იხსნება ლარში.
ბანკი ფოკუსირებულია იურიდიულ კლიენტებზე და მას აქვს რამდენიმე შეთავაზება ბიზნეს სესხებზე. მათ შორის არის შეღავათიანი სესხი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. გარდა ამისა, სინდიცირებული სესხი რამდენიმე კომპანიისთვის, რომლებსაც სურთ ერთად მიიღონ სესხი.
სესხები განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 1,000,000 ლარს აღემატება ან არსებობს გათვლები, რომ დიდი ალბათობით ერთ წელიწადში ამ თანხას გაუტოლდება.
დატოვე კომენტარი