Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ProCredit Bank

ProCredit Bank
რეიტინგი:
3
მხარდაჭერის სამსახური: 
(995 32) 220 22 22

პროკრედიტ ბანკი

ისტორია

პროკრედიტ ჯგუფი დაფუძნებულია გერმანიაში და იგი ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მის ძირითად ფოკუსირებას წარმოადგენენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორიცაა საქართველო. საქართველოში ბანკს უკვე 20-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან ის პირველად გამოჩნდა საქართველოს საბანკო სექტორში 1999 წელს.

ბიზნეს დაფინანსება

პროკრედიტ ბანკს აქვს სესხების რამდენიმე ხაზი ბიზნესებისთვის. მათ შორისაა:

  • მოკლევადიანი ბიზნეს სესხი - მაქსიმალური დრო 6 თვემდე. თანხა დამოკიდებულია კონკრეტული ბიზნესის ბრუნვაზე. თანხისა და პროცენტების გადახდა ხდება ერთიანად ვადის ამოწურვისას.
  • InnovFin საგარანტიო პროგრამა - სესხი მცირე და საშუალო ზომის ინოვაციური კომპანიებისთვის ოდენობით 25,000 ევროდან 7,500,000 ევრომდე. უზრუნველყოფა ხდება თანხის ნახევრის ოდენობით.
  • EU4Business საგარანტიო პროგრამა - ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში შექმნილი პროგრამა, რომელიც აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესებს, სადაც 250 თანამშრომლამდეა დასაქმებული.

კორპორატიული ბარათები

მიუხედავად იმისა, რომ ბანკს ინდივიდუალური მომსახურებაც აქვს, მაინც ბანკი ორიენტირებულია ძირითადად ბიზნეს კლიენტებზე. პარტნიორ კომპანიებს ბანი სთავაზობს სამი ტიპის კორპორატიულ ბარათებს, რომელთაგან ყველა იყენებს 3D უსაფრთხოების ტექნოლოგიას:

  • ვიზა ბიზნეს კლასიკი - შესაძლოა გამოყენება კომპანიის ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით, განკუთვნილია კომპანიის სხვადასხვა დონის თანამშრომლებისთვის;
  • ვიზა ბიზნეს კლასიკი პლიუს - განკუთვნილია კომპანიის ტოპ მენეჯმენტისთვის (დამფუძნებელი, დირექტორი) და გააჩნია სხვადასხვა უპირატესობა;
  • სადეპოზიტო ბარათი - ასეთი ბარათი უფრო მარტივს ხდის კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანას და მისი გამოყენება შეუძლიათ კომპანიის დისტრიბუტორებსაც, რომელთაც რეგულარულად უწევთ დეპოზიტების გაკეთება კომპანიის ანგარიშზე.

ეკოლოგიასთან დამოკიდებულება

ბანკი თავის სოციალურ პასუხისმგებლობას ძირითადად მიმართავს გარემოს დაცვის ღონისძიებებზე. ამისთვის ბანკს შემუშავებული აქვს მაქსიმალურად გარემოს დაცვასთან ჰარმონიაში მყოფი სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს სესხის გაცემისას კომპანიის გარემოს დაცვასთან ურთიერთობაზე დაკვირვებას. გარდა ამისა, პროკრედიტ ბანკს აქვს ცალკე გამოყოფილი „ეკო კრედიტების“ ხაზი, რომლითაც ხელს უწყობს ე.წ. „მწვანე“ ბიზნესებს, რომლებიც უფრთხილდებიან ჩვენს გარემოს.

დატოვე კომენტარი


Loading...