Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

Terabank

Terabank
რეიტინგი:
3

ტერა ბანკი

ბარათები

ტერა ბანკში ანგარიშის გახსნისას შესაძლებელია ხუთი ტიპის ბარათის მიღება. ბარათების ტიპები და მათი მოკლე აღწერა:

  • ვიზა კლასიკი - ამ ბარათის გამოყენებით შესაძლებელია ტრანზაქციების უმეტესობის გამოყენება, მათ შორის გადახდა საზღვარგარეთ. ბარათის მიღების საფასური უდრის 30 ლარს.
  • ვიზა გოლდი - ვიზა გოლდით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი აგროვებს ქულებს, რომლებსაც უწოდებენ „ტერაბაიტებს“. ტერაბაიტების შეგროვების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი გადაცვლა კომუნალურების გადახდაში და სხვა სერვისებში. ტერაბაიტების დარიცხვა ხდება ხუთლარიანი ტრანზაქციიდან დაწყებული (1 ტერაბაიტი) ათასლარიან ტრანზაქციამდე (996 ტერაბაიტი). 300 ტერაბაიტი უდრის ერთ ლარს. ვიზა გოლდის მიღების სტანდარტული საფასური შეადგენს 100 ლარს.
  • ვიზა პლატინუმ - ბარათის მოცემული ტიპის მთავარი უპირატესობაა ინდივიდუალური სერვისი და VIP მომსახურება, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად გულისხმობს ინდივიდუალურ ლიმიტებს კრედიტებზე.
  • მასტერქარდ სტანდარტი - ბარათი ფუნქციურად ჰგავს ვიზა კლასიკს და მისი მიღების საფასური ასევე 30 ლარს შეადგენს. ბარათის უფასოდ მიღება შესაძლებელია, თუ თქვენ გახსნით ვადიან ანაბარს 10,000 ერთეულამდე. გარდა ამისა, ამ ბარათზე გექნებათ ოვერდრაფტ მომსახურება.
  • მასტერქარდ გოლდი - ეს ბარათი მოგცემთ საშუალებას გადაიხადოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მიიღოთ ფასდაკლებები მრავალ სავაჭრო ობიექტში.

ფილიალები და ბანკომატები

ბანკს აქვს ფილიალები საქართველოს რვა სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, გორი, დედოფლისწყარო, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ფოთი და ქუთაისი), ამავდროულად მათგან ყველაზე მეტი მდებარეობს თბილისში და ისინი საკმაოდ კარგად არის განაწილებული ქალაქის სხვადასხვა უბანში. ჯამში თბილისში ტერა ბანკის 14 ფილიალი არსებობს, მათ შორის ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ავლაბრის და გლდანის ფილიალები. თბილისის შემდეგ ფილიალების სიხშირით ბათუმი გამოირჩევა, სადაც შეგიძლიათ ესტუმროთ ტერა ბანკის სამ ფილიალს.

თბილისში ბანკს გააჩნია 35 ბანკომატი, მათი დიდი ნაწილი ფილიალებში მდებარეობს, თუმცა ზოგიერთ ბანკომატს ქუჩაშიც შეხვდებით. გარდა ამისა, ტერა ბანკს განთავსებული აქვს 22 ბანკომატი ქვეყნის რეგიონებში.

დატოვე კომენტარი


Loading...