+995 322 470017 10:00-დან 22:00 საათამდე
პირადი კაბინეტი
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 1800 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Online Finance“-ის სესხების გაცემის და მომსახურების წესები.

წინამდებარე წესები შემუშავებულია შპს „მანი მენ“-ს (შემდგომში -საზოგადოება) და ფიზიკურ პირს, მსესხებელს (შემდგომში- კლიენტი) შორის წარმოშობილი ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, კლიენტისათვის სესხის გაცემასთან დაკავშირებით.

წესები მოიცავს უფლებების და მოვალეობების ჩამონათვალს სესხის ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე სესხის ხელშეკრულების პირობების სათანადო შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციას.

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

1.1.გამსესხებელი - შპს „ონლაინ ფაინენს“ ს/ნ 401996998, მის: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, მე-3 სართული, ოთახი №310, ელექტონული ფოსტის მისამართი: info@moneyman.ge);

1.2.  მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხის თანხას ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

1.3. სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის გაფორმებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ ხდება მისი შინაარსის გაცნობის შედეგად, ელექტრონული ფორმით, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას, ხოლო ამის შედეგად მსესხებელი იზღუდება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.
1.4.  შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის  პირობების საკუთარ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;
1.5. სესხის გაცემის სახელშეკრულებო პირობები - გამსესხებლის ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული სესხის გაცემის სახელშეკრულებო პირობა, სესხის პაკეტის, თანხის ოდენობის, საპროცენტო სარგებელისა და ვადის შესაბამისად. 
1.6. ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ  პირობებზე დათანხმების ფაქტი;
1.7. აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;
1.8. ელექტრონული დასტური - გამსესხებლის ვებ გვერდზე www.moneyman.ge სესხის განაცხადის შევსება და ველის „ვადასტურებ, რომ გავეცანი www.moneyman.ge - ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნა.
1.9. პროცენტი (საკომისიო) - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის  თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად;
1.10. პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;
1.11. პირგასამტეხლო – მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს გადასახდელი თანხის 2% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდა მსესხებელს არ ათავისუფლებს არსებული დავალიანების ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდისაგან. ამავე დროს მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას; 
1.12. ჯარიმა – მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული ფულადი თანხა;
1.13. მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ განაცხადში ან სხვა საბუთში, ან  რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა; 
1.14. იდენტიფიკაცია - გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);
1.15. მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ პირგასამტეხლოს, დარიცხულ პროცენტსა და სესხის თანხას, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;
1.16. სესხის დაბრუნების თარიღი - სესხის დაბრუნების ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება;
1.17. სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებ-გვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;
1.18. გადავადება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება;
1.19. გამსესხებლის ვებგვერდი - www.moneyman.ge;
1.20. პერსონალური კოდი - მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

1.21. გაფრთხილება - გამსესხებელი აფრთხილებს მსესხებელს, რომ ბანკმა მსესხებლის მიერ თანხის ანგარიშიდან მოხსნის შემთხვევაში შეიძლება დაუკავოს საკომისიო.

1.22. გაანგარიშების მეთოდი - სესხის თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწყება თანხის გაგზავნიდან მომდევნო დღეს და გაანგარიშება გრძელდება 365/366 დღეზე.

 

2. საერთო დებულებები

 

2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი პირი ადასტურებს შემდეგს:

ა) არის ფიზიკური პირი  20-დან  65 წლამდე;
ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
დ) აქვს ან არა აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;
ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;
ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. მსესხებელი ასევე თანახმაა, განმეორებითი სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებამდე გამსესხებლის მიერ მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის მოძიება. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
2.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური საბანკო ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში.

3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა
3.1.   სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის „ვადასტურებ, რომ გავეცანი www.moneyman.ge - ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ  სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).
3.2.   იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.
3.3.   გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის  თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

3.4 მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შპს „იუნიფეი“ (ს/ნ 401953999). გადარიცხვის ან შპს „იუნიფეი“-ს სალაროდან ნაღდი ფულის სახით, თანხის აღების მომენტიდან სესხი ითვლება გაცემულად.
3.5.   მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.
3.6.   გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს პროცენტის შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას.

4. გადახდის პირობები

4.1. სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს.
4.2. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.
4.3. გადახდები ხდება სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.
4.4. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული ხელშეკრულების ნომრის მითითება.
4.5. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად. 
4.6. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, პროცენტი, ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.
4.7. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.
4.8.მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად დაფარვა. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და გამსესხებლის მიერ დადგენილი მინიმალური ვადის პროცენტს. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს მთლიანი გადახდა ვადაზე ადრე.

4.9. სესხის თანხის გადახდა შესაძლებელია:

ა. გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;

ბ. მსესხებლის საბანკო ბარათის მეშვეობით, ინტერნეტ ექვაირინგის სისტემის გამოყენებით;

გ. PAY BOX-ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

4.10. მსესხებელი თანხმობას აცხადებს, სესხის ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად, ვადამოსული დავალიანების ფარგლებში, სესხის თანხის დაფარვა მოხდეს მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის გზით.

5. ხელშეკრულების შეწყვეტა მსესხებლის ინიციატივით

5.1. მსესხებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება მისი ძალაში შესვლიდან 1 დღის განმავლობაში თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტამდე, გამსესხებლის ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონის მეშვეობით  შეტყობინების გაგზავნით .
5.2. მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) გამსესხებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
ბ) სასესხო ხელშეკრულების ნომერი;
გ) ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ;
დ) განცხადების შედგენის დრო და ადგილი;
ე) მსესხებლის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა.
5.3. თუ მსესხებელი გამოიყენებს 5.1. პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი ვალდებულია გადაიხადოს სესხის თანხა. მსესხებელი ასევე ვალდებულია გადაიხადოს პროცენტი სესხის გამოყენების ფაქტიური ვადის მიხედვით, აგრეთვე დაფაროს გამსესხებლის მიერ გაწეული ხარჯები (არსებობის შემთხვევაში).

6. სესხის ვადის გადავადება

6.1.   მსესხებელს აქვს სესხის ვადის გადავადების შეთავაზების უფლება, ხოლო გამსესხებელს კი გააჩნია შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება. სესხის ვადის გადავადება შესაძლებელია.
6.2.   გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის ვადის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.
6.3.   გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ  მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი და გამსესხებელი თანხმდებიან შედგენილ გრაფიკზე, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს გრაფიკის შედგენის საფასურის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას; ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აქვე დაზუსტებულია, რომ ინდივიდუალური გრაფიკის შემოთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.
6.4. მსესხებლის მიერ ‘’ელექტრონული დასტურის“ გაცემა არ არის აუცილებელი, თუ მხარეები შეთანხმდებიან სესხის ვადის გადავადებაზე.
6.5. სესხის ვადის გადავადების შემთხვევაში მოქმედებს ამ ხელშეკრულებით პირველადი სესხისათვის გათვალისწინებული პირობები.

7. სხვა ახალი სესხის მიღება

7.1.   მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებ-გვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი არ საჭიროებს მსესხებლის განმეორებით თანხმობას ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიებისათვის.
7.2.   ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებ-გვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.

8. პასუხისმგებლობა

8.1.   ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8.2.   მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს.
8.3.   მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.
8.4.   სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0%–ს, ასევე გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს დაგვიანებული თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.
8.5. მსესხებლის მიერ ორ დღემდე სესხის ვადის გადაცილება იწვევს მსესხებლის ერთჯერადად დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ოცდაათ დღემდე სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს დამატებით დაერიცხება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
8.6. გამსესხებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) გადახდის დავალება მისი ანგარიშიდან სესხის ვადამოსული თანხის დავალიანების დასაფარად გადარიცხვის შესახებ.

9. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

9.1. გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან  მსესხებელზე ინფორმაცია.
9.2. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტ ინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტ ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება  ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.
9.3. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

10. ხელშეკრულების შეწყვეტა

10.1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში: 
ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;
ბ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას  ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;
გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;
დ) მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო.
ე) გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რითაც საფრთხე შეიძლება შეექმნას სესხისა და დარიცხული სარგებლის დაბრუნების/ანაზღაურების მოთხოვნას გამსესხებლის მიმართ. 
10.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

11. შეტყობინება

11.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:
ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;
ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.
11.2. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

12. უფლებამონაცვლეობა

12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან  გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა მესამე პირ(ებ)ს.
12.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს. 
12.3. ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  ყველა  უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის  უფლებამონაცვლეებზე.

13. დავების გადაწყვეტა

13.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით. 
13.2. შეთანხმების  მიუღწევლობის  შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული სამართალწარმოების წესით გადახდის ბრძანების მისაღებად და მსესხებელი წინასწარ აცხადებს უარს პროტესტის წარდგენაზე აღსრულებაში და მისი ყველა სახის შესაგებელი სადაო საკითხებთან დაკავშირებით განიხილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილია დავის განსახილველად მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ემუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.
13.3. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს დავალიანებების ამომღებ სპეციალიზირებულ კერძო იურიდიულ პირ(ებ)ს, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.

14. სხვა პირობები

14.1. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.
14.2. ეს ხელშეკრულება ეყრდნობა მხარეებს შორის მიღწეულ სრულ ურთიერთგაგებას და ვერანაირი დაპირება, პირობა, თუ მოვალეობა, იქნება ის წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე ხელშეკრულების საგანზე;
14.3. ხელშეკრულების ყველა შესაძლო დანართი შეადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მათი განმარტება და აღსრულება წარმოებს ამ ხელშეკრულების ყველა დანარჩენ პირობასთან ერთად;
14.4. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები და/ან დამატებები შესაძლებელია შევიდეს მხოლოდ წერილობით, ორივე მხარის შეთანხმებით;
14.5. ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ისინი მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი სახელით, გარიგების პირობები შეესაბამება მათი თავისუფალი ნების გამოვლენას და ემსახურება იმ მიზანს, რომ სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში დაარეგულირონ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობანი;
14.6. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულებაც.