Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ქეთევან დარსაძე: ონლაინ-დაკრედიტება – მიკროსაფინანსო ბაზრის მომავალია

ქეთევან დარსაძე: ონლაინ-დაკრედიტება – მიკროსაფინანსო ბაზრის მომავალია

კომპანია MoneyMan.Ge-მ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების lV ყოველწლიური მიკროსაფინანსო ფორუმში, რომელიც თბილისში გაიმართა.



www.moneyman.ge - ს წარმომადგენელი გამოვიდა პრეზენტაციით „წარმატებული ონლაინ-დაკრედიტების საიდუმლო“. სპიკერმა მოგვითხრო მიკროსესხების დისტანციურად გაცემისათვის საჭირო ეკოსისტემაზე, რომელთა შორის არის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხისა და მოხმარების ზრდა, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა საკრედიტო ისტორიების ბიუროს სახით, საგადახდო სისტემები და ასევე საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ორგანიზაციას მიკროსაფინანსო სფეროში ონლაინ მოღვაწეობის იურიდიულ უფლებას აძლევს.

ონლაინ-დაკრედიტების წარმატებაში საკვანძო როლს თამაშობს მოზიდვის არხების ეფექტური მართვა, სესხზე განაცხადების დამუშავების შედეგიანი სისტემა, საბაზრო პირობებზე მორგებული სქორინგის მოდელი, ფროდისთვის წინააღმდეგობის გაწევის სისტემა და კლიენტებზე ამომწურავი ინფორმაციის დიდ მასებზე დაფუძნებული CRM.

ონლაინ-დაკრედიტების სფეროში მომუშავე კომპანიის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ის გახადოს თავისი სერვისი მოსახერხებელი, სწრაფი და ხელმისაწვდომი. დისტანციური სესხების გაცემების უპირატესობები სრულად არის რეალიზებულიMoneyMan.Ge-ზე. დანახარჯების მინიმიზაცია ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს მსესხებლებსტრადიციულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები შესთავაზოს. სესხზე განაცხადის განხილვის სიჩქარე უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გაცემას რამოდენიმე წუთში. ფართო პარტნიორული პროგრამა სესხის მიღების და დაფარვის საშუალებების მაქსიმალურად ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას გვაძლევს (საბანკო ანგარიში და ბარათები, ასევე ნაღდი ფული საგადახდო სისტემების გამოყენებით).

MoneyMan.Ge-ს წარმომადგენელისგამოსვლამ აუდიტორიის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, რაზეც პრეზენტაციის შემდგომ სპიკერისათის დასმული უამრავი შეკითხვაც მეტყველებს.

„ონლაინ-დაკრედიტება – მიკროსაფინანსო ბაზრის მომავალია. დღეს სეგმენტი ტრადიციულ ოფლაინ სექტორზე ბევრად სწრაფად ვითარდება. თუ გუშინ ძნელი წარმოსადგენი იყო სასესხო სახსრების მიღების შესაძლებლობა ორგანიზაციის ოფისში მიუსვლელად, დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ საჭირო თანხები სახლიდან გაუსვლელად სწრაფად და უსაფრთხოდ. ხვალ კი ონლაინ სესხები - ს მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ პატარა და საშუალო ბიზნესის საწარმოებიც“ - განაცხადა MoneyMan.Ge-ს დირექტორმა ქეთევან დარსაძემ.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების lV ყოველწლიურ მიკროსაფინანსო ფორუმზე, რომელიც Uniglobal-ის ორგანიზებით ჩატარდა, სიტყვით გამოვიდნენ ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების, ბანკების, პატარა და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ა.შ.