Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ID Finance–ის სასესხო პორტფელი იზრდება ყოველთვიურად საშუალოდ 15%–ით

საქართველო, თბილისი – საერთაშორისო ციფრული საფინანსო კომპანია ID Finance–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ბორის ბატინმა მონაწილეობა მიიღო 2016 წელს პოლონეთში, ვარშავაში გამართულ „Wolves“ სამიტში (Wolves Summit). კომპანია შერჩეულ იქნა 300 დამწყებ ბიზნესებს შორის და ბორისს მიეცა კომპანიის წარდგენის შესაძლებლობა.

კონფერენციაზე, თავის გამოსვლაში, ბატონმა ბატინმა წარადგინა კომპანია და მისი ძირითადი აქტივები. ID Finance ახორციელებს მომხმარებლების დაკრედიტების ციფრულ ფორმატში გარდაქმნას საქართველოში, ესპანეთში, ყაზახეთში, რუსეთსა და პოლონეთში. მისი კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრი დაარსდა ბელორუსიაში. ბორისმა ხაზი გაუსვა ID Finance–ის კონკურენტულ უპირატესობას, რაც მდგომარეობს ეფექტური ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმაში, რისკების მართვის სფეროში ძირითად ექსპერტიზაში, მაღალ CLV–სა და მასშტაბურობაში. კომპანია იყენებს სქორინგის დაპატენტებულ/საფირმო მოდელს და ახდენს პროდუქტის მაქსიმალურ ლოკალიზებას. თავისი უნიკალური მიდგომის გამო, ID Finance–ის პორტფელი დაარსების დღიდან ყოველთვიურად იზარდება საშუალოდ 15%–ით. მასშტაბური ტექნოლოგიის გამო ის უზრუნველყოფს დანერგვას მხოლოდ 3 თვეში.

MoneyMan წარმოადგენს ID Finance–ის მთავარ აქტივს. ეს არის დაკრედიტების ონლაინ კომაპნია, რომელიც ეხმარება ადამიანებს, გადაჭრან თავიანთი მოკლევადიანი ფულადი სახსრების საჭიროება, სრულიად ავტომატიზირებული სასესხო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებით, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, 7 დღე კვირაში. ის იყენებს რენტაბელურ მოდელს, რომელიც გამიზნულია ბაზრის ტოპ პოზიციებისათვის და მას უკვე ჰყავს 2,000,000–ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც ფლობს ID Finance, წარმოადგენს პირველ ავტომატიზირებულ POS-დაკრედიტების სერვისს AmmoPay. ეს პირველი მობილური გადაწყვეტა ფოკუსირებულია საცალო გაყიდვებზე. ის მყიდველებს აძლევს საშუალებას, ნაწილ–ნაწილ შეისყიდონ ყოველდღიური საქონელი გაყიდვების პუნქტებში, მხოლოდ თავიანთი მობილური მოწყობილობების გამოყენების საშუალებით.

კომპანიამ კონფერენციაზე განათავსა ბრენდირებული სტენდი, რომელიც პოპულარული იყო ვიზიტორებში. კომპანიის სპეციალისტებმა აჩვენეს, თუ როგორ მუშაობს MoneyMan–ის სერვისი, ასევე, ონლაინ ბიზნეს მოდელის უპირატესობები, უპასუხეს ღონისძიების მონაწილეების მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

ბორის ბატინმა, ID Finance–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა:

Wolves“ სამიტი ეხმარება არა მარტო ფინანსური ტექნოლოგიის საჭირო დონის შენარჩუნებაში, არამედ, პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიებაშიც. ჩვენ მოხარულნი ვიყავით, წარგვედგინა კომპანია ასეთ მნიშვნელოვან და სასარგებლო ღონისძიებაზე. ID Finance–ის მთავარი მიზანია, შექმნას კლიენტთა მომსახურების უნიკალური სისტემა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ მსესხებლებისა და ინვესტორების დაკავშირებას, რაც უზრუნველყოფს მაღალ სარგებელს, ფულადი სახსრების მოძრაობის სტაბილურობის წყალობით. მაშინ, როცა Moneyman ხდება საკრედიტო მომსახურების ხარისხის სიმბოლო ევროპაში, ID Finance ხდება სულ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო აქტივი“.

„Wolves“ სამიტი 2016 წარმოადგენს კავშირების ჩამოყალიბების ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიების მესამე გამოშვებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ის არის შეხვედრის ადგილი ინვესტორებისათვის, კორპორაციებისათვის და პერსპექტიული დამწყები ბიზნესებისათვის. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ ბმულზე Wolves Summit.