Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

აგროსესხები - შეღავათიანი კრედიტები ფერმერებისთვის

საქართველოში ერთ-ერთი დარგი, რომელზეც ხელისუფლება დიდ ყურადღებას ამახვილებს არის აგრობიზნესი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისის გარეთ არსებული მიწების დიდი ნაწილი ფაქტობრივად გამოუყენებელია და ამ ტერიტორიებზე აგრარული საქმიანობის ამოქმედება სახელმწიფო დონის პრიორიტეტს წარმოადგენს.

თუმცა ფერმერების მხრიდან დამოუკიდებლად ამ ბიზნესის დაწყება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ფერმერისთვის რთულია სტანდარტული კრედიტის აღება, რადგან დავალიანების დაფარვა საკმაოდ მოკლე ვადებში უნდა დაიწყოს. ეს კი თითქმის შეუძლებელია, რადგან სესხის დახმარებით გაშენებული მეურნეობამ შედეგები შესაძლოა ერთი ან მეტი წლის შემდეგ მოიტანოს. ამიტომ ფერმერებისთვის აუცილებელია სხვანაირი მიდგომა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში უკვე როგორც ბანკები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იზიარებენ.

რით განსხვავდება აგროსესხი ჩვეულებრივი სესხისგან

სესხის აღება მრავალ ადამიანს სჭირდებათ, განუსხვავებლად მისი პროფესიისა ან სხვა მაჩვენებლებისგან. პროფესიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია: „რომელი პროფესია განაპირობებს მარტივ კრედიტს?“ თუმცა სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, პოტენციური მსესხებლის პროფესია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად აღებული სესხი. მაგალითად, აგროსესხის მიღებისას აუცილებელია ადამიანი იყოს ფერმერი და მაშინ მას საკმაოდ განსხვავებული პირობები ექნება.

აგროსესხის პირობები, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სესხის შემთხვევაში, განსხვავდება კრედიტორების მიხედვით. ჩვენ შევისწავლეთ საქართველოში მოქმედი ორი უმსხვილესი ბანკის და ასევე რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული აგროსესხების პირობები. პირველ რიგში, როგორც წესი, აგროსესხი ჩვეულებრივი სესხისგან განსხვავდება მიღებული თანხის უკან დაბრუნების პირველი თარიღით. გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღება ინდივიდუალური წესით, თუმცა ჯამში ხშირად ბევრად აღემატება სტანდარტულ მაქსიმალურ 11 თვეს. ანუ ფერმერს, რომელიც სესხს იღებს საკუთარი მიწის ასამუშავებლად, შეუძლია როგორც მინიმუმ ერთი წელი არ იღელოს სესხის დაბრუნებაზე და მხოლოდ მაშინ დაიწყოს თანხის უკან დაბრუნება, როდესაც ის მოგების მიღებას დაიწყებს საკუთარი მიწის ნაყოფისგან. გარდა ამისა, ფერმერებს აქვთ საგრძნობელი შეღავათები სესხის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. მას ამაში სახელმწიფო ეხმარება და ნაწილობრივ ან მთლიანად უფარავს სესხის პროცენტებს, ანუ თავად ფერმერს უწევს მხოლოდ სესხის ძირის დაბრუნება (შესაძლოა დარჩენილი უმნიშვნელო პროცენტებით). და ბოლოს, რაც მთავარია, აგროსესხის ფარგლებში ფერმერს საკმაოდ მაღალი თანხის მიღება შეუძლია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 600,000 აშშ დოლარსაც კი აღწევს.

რა პროცედურებია გასავლელი აგროსესხის მისაღებად

რასაკვირველია, აგროსესხის მიღებისას ვრცელდება ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებმაც ნებისმიერმა პოტენციურმა მსესხებელმა უნდა დააკმაყოფილოს. მათ დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში: „როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?“ ახლა კი ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ პროცედურებზე, რომლებიც კონკრეტულად აგროსესხის მსურველმა უნდა გაიაროს.

იმ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობაში, რომლებიც იძლევიან სპეციალურ აგროსესხს, არსებობს ცალკე განყოფილება, რომელიც ეცნობა აგროსესხზე მსურველების აპლიკაციებს და უტარებს მათ გასაუბრებებს. ისინი განსაზღვრავენ, აქვს თუ არა მსესხებელს საკმარისი გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, რამხელა მიწა აქვს მას უკვე მფლობელობაში და რამდენად შეეფერება მისი გეგმები კონკრეტულ რეგიონში არსებულ კლიმატურ და სხვა ბუნებრივ პირობებს. მოკლედ რომ ვთქვათ, აგროსესხის სპეციალისტები განსაზღვრავენ, რამდენად გაამართლებს ამ სესხის გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მათ რისკები მინიმუმამდე დაჰყავთ როგორც თავად საკრედიტო კომპანიასა, ასევე ფერმერისთვის.

რომ დავასკვნათ, აგროსესხის მიღება უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ონლაინ სწრაფი კრედიტის მიღება, თუმცა თუ ფერმერი წარმატებით გაივლის ყველა საჭირო პროცედურას და დააკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს, მაშინ იგი დიდ შეღავათს მიიღებს აგროსესხის სახით, რომელიც როგორ თავისი მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.