შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ბონუსები განმეორებითი სესხის აღებისას

ბევრი მსესხებელი კრედიტის აღებისას ფიქრობს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი ჯერი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მას მეორედაც დასჭირდეს სესხი. ამაში არ არის არაფერი ცუდი, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი სესხის აღებისას თქვენ დიდი ალბათობით გაცილებით უკეთესი პირობები გექნებათ. ამ სტატიაში განხილულია, რა არის განმეორებითი სესხი, რა უპირატესობები აქვს მას და როგორ შეგიძლიათ ამის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება.

რა არის განმეორებითი სესხი?

განმეორებითი სესხი არის ერთ ბანკსა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იმავე პიროვნების მიერ ხელმეორედ აღებული სესხი. განმეორებითი სესხის აღება შესაძლებელია მაშინ, როდესაც თქვენ დროულად დაფარავთ ამავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თქვენს პირველ სესხს. პირველადი სესხის აღების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში: „ვის შეუძლია სესხის აღება?

სესხის დროულად დაფარვით თქვენ  იმსახურებთ კრედიტორის ნდობას და მისთვის კეთილსინდისიერი მსესხებლების შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი მომხმარებლების მოზიდვა. სწორედ ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა უმრავლესობა განმეორებითი სესხის შემთხვევაში თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მომგებიან პირობებს. რაც უფრო მეტი სესხი გქონიათ აღებული ამ კომპანიაში, მით უფრო იზრდება თქვენი სესხის ლიმიტი და მისი დაფარვის მაქსიმალური ვადა.

განმეორებითი სესხის უპირატესობები

  • თქვენი განაცხადი უფრო სწრაფად იქნება განხილული. იმის გამო, რომ თქვენ უკვე იმყოფებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, მათ აღარ მოუწევთ თქვენი ყურადღებით შემოწმება. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებათ, მათ უკვე გააჩნიათ, ამიტომ შემთხვევების 95%-ში თქვენ უფრო სწრაფად გაიგებთ პასუხს თქვენს განაცხადზე.
  • თქვენ გაცილებით უფრო დიდი მოცულობის თანხის მიღებას შეძლებთ, ვიდრე პირველი სესხის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ვრცელდება ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, თუმცა მრავალი მათგანი ამ ბონუსს გთავაზობთ (ესეც ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შერჩევას). ბევრი კომპანია განმეორებითი კრედიტის დროს უფრო დიდ თანხას განდობთ, რადგან თქვენ ერთხელ დაუმტკიცეთ მათ, რომ შეგიძლიათ სწორად განსაზღვროთ თქვენი ფინანსები და დროულად დაუბრუნოთ თანხა.
  • თქვენ შეძლებთ უფრო გრძელვადიანი სესხის მიღებას. ეს, როგორც წესი, პირდაპირპროპორციულია კრედიტის ოდენობის გაზრდისა. რაც უფრო დიდ თანხას გაძლევთ მიკროსაფინანსო კომპანია, მით უფრო მეტ დროს იძლევა ის ამ დავალიანების დასაფარად. აქედან გამომდინარე, თქვენ უფრო წყნარად შეძლებთ თანხის გამოყენებას და შემდგომ ვალის დაფარვას და არ მოგიწევთ ბოლო ვადის მოახლოებაზე ნერვიულობა. 

რომ შევაჯამოთ, ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში იფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე და პირველი სესხისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არჩევის დროს მიაქციოთ ყურადღება იმასაც, თუ რამდენად უმჯობესდება პირობები თითოეული განმეორებითი კრედიტის შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ თქვენ აპირებთ დიდი და გრძელვადიანი სესხის მიღებას, შესაძლოა საქმე გაგიმარტივდეთ, თუ მანამდე აიღებთ უფრო მცირე სესხს და დროულად დაფარავთ მას. ამის შემდეგ მიკროსაფინანსო კომპანია უფრო დიდი ალბათობით მოგცემთ იმ დიდ თანხას, რომელიც თქვენ გჭირდებათ. იმის შესახებ, თუ რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი მოცულობის სესხი, წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში: „როგორ გამოვიყენო გრძელვადიანი სესხი?