+995 322 470017 10:00-დან 22:00 საათამდე
პირადი კაბინეტი
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 1800 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ვალი და ვადაგადაცილებული სესხები

რა უნდა მოიქმედოთ მაშინ, როდესაც დაგავიანდათ და დათქმულ ვადაში კრედიტის დასაფარად საჭირო თანხა ვერ შიტანეთ.

სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, ყველა მსესხებელი დარწმუნებულია, რომ უპრობლემოდ შეძლებს მის დაფარვას. ეს გამომდინარეობს ფულის ნაწილობრივი დაფარვის პრინციპიდან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფულადი სახსრები იქნება საკმარისი.

მაგრამ ნებისმიერი მსესხებლის გეგმებმა შეიძლება ცვლილებები განიცადოს – ერთი დაკარგავს სამსახურს, მეორეს შეუმცირებენ ანაზღაურებას, მესამე ავად გახდება და ა.შ. ამის შედეგად აღებულ კრედიტზე ჩნდება ვალი.

საკრედიტო ვალების პრობლემის შესწავლით დაკავებული ეკონომისტების მიერ გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ არაკეთილსინდისიერი მსესხებლების პროცენტი მცირეა და 30%–ს არ აღემატება. დანარჩენი მოქალაქეების შემთხვევაში საკრედიტო ვალის გაჩენის ძირითადი მიზეზი არის რთული ფინანსური სიტუაციის წინაშე აღმოჩენა შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებების გამო. სამსახურის დაკარგვა, ავადმყოფობა, სავალუტო ბირჟის არამდგრადობა – იმ მიზეზების არასრული სიაა, რომელთა გამოც კლიენტები არასასურველ საკრედიტო ისტორიაში ჩნდებიან.

ბანკების ლოიალურობა დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუ კრედიტზე ვადაგადაცილების გაჩენის მერე მე–5 დღეზე თანხა არ შემოვა, თქვენ დაგირეკავენ საკრედიტო ორგანიზაციის თანამშრომლები და შეგახსენებენ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგებს. ეს ზარი – არა მხოლოდ შეხსენებაა კრედიტის ვადაგადაცელიბის თაობაზე, ასევე გაფრთხილებაც არის საჯარიმო სანქციების შესაძლო დაკისრების შესახებ. საჯარიმო სანქციები შეიძლება საპროცენტო განაკვეთის გაზრდაში გამოიხატებოდეს ან ფიქსირებულ თანხას წარმოადგენდეს.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმის ოდენობა შეიძლება მორიგი გადახდის ვადაგადაცილების თითოეულ დღეზე აღწევდეს 1%–ს . ასე რომ, თქვენი საკრედიტო ვალი დღითი დღე სულ უფრო და უფრო გაიზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამაფრთხილებელი ზომების დაუყოვნებლივი მიღება. დასაწყისისათვის საჭიროა ბანკის განყოფილებაში მისვლა და საკრედიტო ოფიცრისთვის ვადაგადაცილებული კრედიტის დასაფარად ზუსტი თანხის შეტყობინება. ბანკები მხოლოდ იმ მსესხებლების მდგომარეობაში შედიან, რომლებიც არ ელოდეიან ზარებს, ან კოლექტორის ვიზიტს, არამედ თვითონ აფრთხილებენ ბანკს თავისი პრობლემის შესახებ კომპრომისული გადაწყვეტილების მოსაძებნად.

თუ თქვენ ამ მომენტში ფული არ გაქვთ კრედიტის დასაფარად, შეეცადეთ შეუთანხმდეთ ბანკს კრედიტის დაფარვის ვადის გადაწევის თაობაზე. ვადაგადაცილება, თუ 5 დღეს არ აღემატება, თქვენს საკრედიტო ისტორიაზე უაქრყოფითად არ იმოქმედებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ნებისიერი დარღვევა შეიძლება გახდეს ბანკის მიერ კრედიტის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნის მიზეზი.

თუ ვადაგადაცილება შვიდ დღეს შეადგენს, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი საკრედიტო „ბიოგრაფია“ უკვე გაფუჭებულია, რაც შეიძლება გახდეს ახალი სესხის გაცემაზე უარის თქმის, ან სესხის უფრო მაღალი პროცენტის პირობეში გაცემის მიზეზი. რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს არის კრედიტ დაფარვაზე უარის თქმა. ყურმილის არ აღება, არ გამოჩენა სიტუაციის არ შეცვლის, თქვენი ვალი მხოლოდ გაიზრდება. გარკვეული პერიოდის მერე თქვენი სესხი კოლექტორულ სააგენტოზე გაიყიდება, რაც საბოლოო ჯამში ვალის სასამართლოს გზით ამოღებით დამთავრდება.