Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ვის შეუძლია სესხის მიღება?

ონლაინ სწრაფი სესხის ან სხვა ტიპის სესხის აღების დაგეგმვისას თითოეული მსესხებელი პირველ რიგში იწყებს მისთვის საუკეთესო შემოთავაზების ძებნას. ამ პროცესში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი სტატია: „ონლაინ სესხების საუკეთესო შემოთავაზებები“. თუმცა მეორე მხრივ თითოეული კრედიტორიც (იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი) არჩევს ისეთ მსესხებელს, რომელსაც იგი ენდობა და ჩათვლის, რომ ის დიდი ალბათობით დროულად და სრულად დაუბრუნებს გასესხებულ თანხას. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, ვის შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის მიღება.

მთავარი კრიტერიუმები

მსესხებლის შეფასების უამრავი კრიტერიუმი არსებობს. ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიხედვით და თითოეული კომპანია აწესებს მისთვის პრიორიტეტულ მაჩვენებლებს, რომელთაც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომლებიც აქტუალურია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობისთვის.

ასეთი კრიტერიუმების ნაწილი არის ჩვენზე დამოკიდებული და ჩვენ მათი შეცვლა შეგვიძლია, თუმცა ნაწილი არის მოცემულობა, რომელზეც ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ. ქვევით დეტალურად განვიხილეთ ძირითადი კრიტერიუმები, რომელთაც თითოეული მიკროსაფინანსო კომპანია სესხის გაცემისას აქცევს ყურადღებას.

ასაკი. ზოგჯერ ასაკზე შეზღუდვა განპირობებულია სახელმწიფოს კანონმდებლობით (მაგალითად, აკრძალულია არასრულწლოვნებზე სესხების გაცემა), ხოლო ზოგ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მას აწესებს შიდა მიზეზების გამო. ჩვენ გადავხედეთ მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პირობებს და გამოვყავით ზოგადი ტენდენცია. როგორც წესი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებული მინიმალური ასაკი მერყეობს 20-დან 22 წლამდე. რაც შეეხება მაქსიმალურ ასაკს - ზოგ კომპანიაში მასზე შეზღუდვა საერთოდ არ არსებობს, თუმცა ზოგიერთში ის განსაზღვრულია საპენსიო ასაკით ან 65-75 წლით.

მოქალაქეობა. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა სესხებს გასცემს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. ამისთვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენა ან მხოლოდ პირადი ნომრის მითითება. ძალიან მოსახერხებელი არის ის ფაქტორი, რომ საქართველოს მოქალაქეს ონლაინ კრედიტის მიღება შეუძლია ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან - როდესაც ის შვებულებაში ან სხვა მიზეზით საზღვარგარეთ იმყოფება.

რეგულარული შემოსავლის ქონა. ეს აღმოჩნდა ყველაზე არაერთგვაროვანი კრიტერიუმი, რადგან ზოგიერთ მიკროსაფინანსოში ძალიან მკაცრი პოლიტიკაა ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი კი საერთოდ არ ითხოვს შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს. როგორც წესი, ეს დამოკიდებულია სესხის ოდენობასა და ხანგრძლივობაზე - რაც უფრო მცირეა სასესხო თანხა და მოკლევადიანია იგი, მით უფრო ნაკლები მოთხოვნაა მსესხებლის მიმართ. მაგალითად, 20 დღით 200 ლარის სესხის მიღებისთვის დიდი ალბათობით თქვენ არ დაგჭირდებათ დასაქმების ცნობისა ან ხელფასის წარდგენა. ზოგჯერ უფრო დიდი თანხის შემთხვევაშიც, საკმარისია ოჯახის წევრისგან რეგულარული ფინანსური დახმარება ან სხვა ტიპის ბენეფიტი (მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან). უფრო მსხვილი, მაგალითად იპოთეკური, სესხის შემთხვევაში როგორც წესი აუცილებელია სამსახურიდან შემოსავლის შესახებ ცნობის წარდგენა, რადგან საუბარია უფრო დიდ თანხაზე და კრედიტორს სჭირდება იმის გარანტია, რომ თქვენ შეძლებთ სესხის დაბრუნებას.

როგორ გავაუმჯობესო ჩემი მაჩვენებელი?

მართალია, ზოგიერთი კრიტერიუმი არ არის თქვენზე დამოკიდებული (ასაკი, მოქალაქეობა და ზოგჯერ დასაქმებაც), თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის მოთხოვნებიც ემთხვევა თქვენს შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ყურადღება ენიჭება ბევრ დამატებით კრიტერიუმს - იმას, თუ როგორ არის თქვენი აპლიკაცია შევსებული (ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და შეცდომების გარეშე), ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო ისტორია. თუ თქვენ აკმაყოფილებთ მსესხებლის ძირითად მოთხოვნებს, მაშინ უკვე უნდა იზრუნოთ დანარჩენ კრიტერიუმებზე. კრედიტის მიღების ალბათობით გასაზრდელად იხილეთ ჩვენ სტატია: როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?