Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

კრედიტის საკომისიოების ძირითადი სახეობები

აქ აღწერილია საკომისიოს ყველაზე პოპულარული სახეობები.

სესხის არჩევა – საკმაოდ საპასუხისმგებლო ღონისძიებაა, რომელიც მსესხებლისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. სამწუხაროდ საკრედიტო ხელშეკრულებას ზედმიწევნით არავინ არ კითხულობს და მასში ჩადებულ არსს არ წვდება, არამედ დოკუმენტს ზედაპირულად ეცნობა. არადა იქ შეიძლება ბევრი საინტერესო რამ ეწეროს. საბანკო დაწესებულებებს „უყვართ“ თავიანთი კლიენტების სხვადასხვა საკომისიოებით დაბეგვრა.

დაიმახსოვრეთ, რომ კრედიტი საკომისოების გარეშე – ძალიან იშვიათი მოვლენაა. თუ ბანკი ირწმუნება, რომ ასეც არის, ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება საყურადღებო მომენტები. ასეთი საკომისიოები შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობებით, სიდიდით, დარიცხვის მეთოდებით და ა. შ. საბოლოო ჯამში ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება საკმაოდ შტამბეჭდავი აღმოჩნდეს.

ასე რომ, იმისათვის რომ ავიმაღლოთ ბანკების არსებული და მომავალი კლიენტების ცოდნის დონე, ამ სტატიაში აგიღწერთ საკომისიოების 3 ყველაზე პოპულარულ სახეობას.

პირველი სახეობა – პრევენტული საკომისიოა, სომელსაც ხშირად საკრედიტო კავშირები იყენებენ. მისი არსი მარტივია: თავიდან კლიენტი ფარავს მხოლოდ დარიცხულ პროცენტებს და ამის შემდეგ იწყებს ვალის ძირის დაფარვას. ამ დროს კლიენტს ხელზე ბევრად ნაკლები თანხა რჩება, ვიდრე ის, რომელიც გაწერილია საკრედიტო ხელშეკრულებაში. ეს იმით არის განპირობებული, რომ კლიენტს თავიდანვე უწევს ყველა თავდაპირველი დანახარჯის გაწევა, რომელთაც მიეკუთვნება საკრედიტო განაცხადის დამუშავება, საკრედიტო ანგარიშის გახსნა და ა. შ. უნდა გახსოვდეთ, რომ სესხის დაფარვის პრევენტული მეთოდის დროს ზედმეტ დანახარჯების გაწევა მოგიწევთ.

ასევე არსებობს ყოველთვიური საკომისიოები, რომელიც შეიძლება სესხის დარჩენილ ან თავდაპირველ თანხას ერიცხებოდეს. მეორე ვარიანტი კლიენტისთვის არ არის მომგებიანი. ხალხს ასეთ კრედიტებში ხშირად იზიდავს დაბალი წლიური განაკვეთი, თუმცა მასში გათვალისწინებულია ყოველთვიური საკომისიოები. კრედიტის დაფარვის პერიოდის განმავლობაში პროდუქცია შიძლება ორჯერ გაძვირდეს. ტენდენცია ამ შემთხვევაში 100 % ით მუშაობს: რაც მეტია კრედიტის ვადა, მით უფრო მეტი ზედმეტი თანხის გადახდა მოგიწევთ.

საფინანსო დაწესებულებებში ყველაზე გავრცელებულია ერთჯერადი საკომისიო, რომელსაც კლიენტი იხდის სესხის გამორმების და მიღების ეტაპზე. ხანდახან ამ საკომისიოს მნიშვნელობა შეიძლება აღწევდეს დაკრედიტების მთელ ვადაზე მოსულ ჯამურ საპროცენტო დარიცხვებს.

ასე რომ, ყურადღებით უნდა იყოთ ეგრედწოდებული „უპროცენტო“ კრედიტების გაფორმების დროს. გახსოვდეთ, რომ ბანკის ძირითდი მიზანია მოგების მიღება და არა თქვენთვის დახმარების გაწევა. საფინანსო დაწესებულებების თანამშრომლები აქტიურად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობით საკრედიტო ხეშეკრულებებში სხვადასხვა საკომისიოების გაწერის დროს. ამიტომ, საკრედიტო პროგრამის არჩევისას განასაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკომისიოს.

საუკეთესო ვარიანტი იქნება თავიდანვე სრული ინფორმაციის მიღება ყველა დაფარვების შესახებ.

კომპანია მანიმენი გამჭვირვალეა კლიენტებისათვის და ატყობინებს მათ თანხას, რომლის დაფარვა მოუწევთ აღებული კრედიტის პირობებში.