შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

კრედიტი საზღვარგარეთ - ფანტაზია თუ რეალობა?

ჩვენს პორტალზე წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუმცა მათ ყველას ერთი საერთო თვისება აქვთ - თითოეული მათგანი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. კომპანიების ჩამონათვალი და საუკეთესო ონლაინ კრედიტების უფრო დაწვრილებითი პირობები იხილეთ ჩვენს რეიტინგში. ასეთი მრავალფეროვანი არჩევნის მიუხედავად, ბევრ მომხმარებელს უჩნდება კითხვა - შესაძლებელია თუ არა მათთვის სხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკისა თუ მიკროსაფინანსო კომპანიისგან კრედიტის მიღება, როგორც მოკლევადიანი, ისევე გრძელვადიანი?

რატომ საზღვარგარეთ?

როგორც ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში აღვწერეთ, განვითარებულ ქვეყნებში როგორც წესი უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია კრედიტებზე, ვიდრე საქართველოში. ეს განპირობებულია სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით და სრული რეიტინგის ნახვა შეგიძლიათ სტატიაში „სად არის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი?“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე დაინტერესებულია სხვა ქვეყანაში სესხის მიღებით.

როგორ ავიღო სესხი საზღვარგარეთ?

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში ძირითადად მუშაობს ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თუმცა ყველგან არსებობს გამონაკლისები და შესაძლოა ისეთი ორგანიზაციის პოვნა, რომელიც კრედიტებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვისაც იძლევა.

თეორიულად საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სესხზე განაცხადით ნებისმიერ ასეთ ორგანიზაციას, თუმცა სესხის მიღება ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული იქნება. ამისი ძირითადი მიზეზია ის რისკი, რომელსაც ორგანიზაცია საკუთარ თავზე იღებს. თუ მოხდება შეთანხმების დარღვევა (მაგალითად, თქვენ დროულად ვერ დაფარავთ სესხს) - მაშინ დავა იქნება წარდგენილი იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ბრძანდებით, ანუ საქართველოში. ეს ართულებს საქმეს კრედიტორისთვის და დამატებით ხარჯებს ქმნის მისთვის.

რა შემთხვევაში მომცემენ კრედიტს?

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ გამოირჩევიან დიდი სურვილით, რომ საქართველოს მოქალაქეებს (ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს) მისცენ კრედიტი, მაინც არსებობს სიტუაციები, როცა დადებითი პასუხი უფრო მოსალოდნელია.

მაგალითად, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, თუმცა ცხოვრობთ სხვა ქვეყანაში, გაქვთ იმ სახელმწიფოში ბინადრობის უფლება, მაშინ თქვენი შანსები სესხის მიღებაზე საგრძნობლად იზრდება. განსაკუთრებით მაღალი შანსია, თუ თქვენ ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხის ნაცვლად იღებთ იპოთეკურ სესხს ბინასა ან სახლზე, რომელიც მდებარეობს სესხის გამცემ სახელმწიფოში. მაშინ კრედიტორს ექნება უფრო მეტი გარანტია, რომ თქვენ იმ ქვეყანაში დარჩებით კიდევ დიდი ხანი და დროულად დაფარავთ აღებულ კრედიტს.

თუ თქვენ ფიქრობთ სესხის აღებაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ ერთ-ერთ დიდი სხვაობა იქნება სესხის ვალუტა. ამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სტატიიდან: „სესხის აღება - დოლარი თუ ლარი?

ნებისმიერ ქვეყანაში სესხის აღებისას მაინც იგივე რჩება შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - საკრედიტო ისტორია, სამსახური და სხვა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ გქონდეთ სანდო შემოსავლის წყარო, დადებითი საკრედიტო ისტორია და სწორად შევსებული განაცხადი კრედიტის მიღებაზე.