Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

კრედიტი ყველაზე დაბალი პროცენტით

სასურველი სესხის შერჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი მსესხებლისთვის არის ამ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს ინდივიდუალური პირობები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მოცემულია მათ საიტზე. იმის შესახებ, თუ როგორ განასხვავოთ ეს პირობები ერთმანეთისგან და გაარკვიოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი, გაეცანით ჩვენს სტატიას „როგორ ავირჩიოთ კრედიტორი“. ხოლო მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ზოგადად, თუ როგორი კრედიტების კატეგორიას აქვს სტატისტიკურად ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

რატომ განსხვავდება სესხები პროცენტების მიხედვით

დროის განმავლობაში კრედიტების საპროცენტო განაკვეთი მერყეობს საშუალოდ 1-2%-ით. ამას აქვს ბევრი გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიზეზია ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც წესი, თუ მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ სესხის მსურველი უფრო მეტია, რის შემდეგაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ხოლო თუ სესხს ნაკლები ადამიანი იღებს, საპროცენტო განაკვეთიც მცირდება. აქედან გამომდინარე, კარგი ეკონომიკური პერიოდების განმავლობაში წინდახედული სესხის აღება ყველაზე მომგებიანია.

გარდა ამისა, პროცენტის ოდენობა დამოკიდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის კონკურენციაზე. მაგალითად, საქართველოში სესხზე საშუალო პროცენტმა იკლო ზუსტად მაშინ, როდესაც გაიხსნა რამდენიმე ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. როდესაც კრედიტორები ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში მოქმედებენ - ანუ ერთმანეთს ეჯიბრებიან კლიენტების მოზიდვაში, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გაზარდონ თავიანთი მომსახურების ხარისხი და დაწიონ ამ მომსახურების ფასი (ანუ პროცენტული განაკვეთი).

როგორ გავარკვიოთ ყველაზე დაბალპროცენტიანი სესხები

ამ ამოცანაში დაგვეხმარება საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა, რომელსაც ის წლების განმავლობაში აწარმოებს. მასში მოცემულია ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა ტიპის სესხებზე. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც არის აქ გათვალისწინებული არის შემდეგი - სესხი მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი, ეროვნულ ვალუტაშია ის გაცემული თუ უცხოურში.

წლების განმავლობაში პროცენტული მაჩვენებელი იცვლება, თუმცა საშუალო ფორმულა მაინც ნარჩუნდება და ყველაზე დაბალი პროცენტიანი სესხის ტიპიც იგივე რჩება. პირველ რიგში, შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები. ამ შემთხვევაში, საშუალოდ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები უფრო ნაკლები პროცენტით სარგებლობს. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ უცხოური ვალუტა (ისეთი, როგორიცაა აშშ დოლარი ან ევრო) უფრო მყარია ეროვნულ ვალუტასთან (ლარი) შედარებით, ამიტომ კრედიტორისთვის ნაკლებ რისკს წარმოადგენს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა, რის შედეგადაც მას შეუძლია ასეთ კრედიტზე უფრო დაბალი პროცენტი დანიშნოს. ამის საწინააღმდეგოდ, მსესხებლისთვის უფრო უსაფრთხო არის ეროვნულ ვალუტაში სესხის აღება, თუმცა ამისთვის ცოტა უფრო მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს პროცენტის სახით. რიცხვების მაგალითზე, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გასული წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურ 17.3% წარმოადგენდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უფრო დაბალია და უდრის 8.9%-ს.

და ბოლოს, ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია სესხის ხანგრძლივობა. მოკლევადიან სესხებზე საშუალო მაჩვენებელი არის 16.8%, ხოლო გრძელვადიან სესხებზე ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 11.4%. აქედან ნათლად ჩანს, რომ კლიენტისთვის უფრო მომგებიანია გრძელვადიანი სესხის აღება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მოულოდნელად დაგჭირდათ თანხა, შეგიძლიათ მოკლევადიანი სესხის ნაცვლად აიღოთ გრძელვადიანი სესხი და პროცენტულად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ.

რომ დავასკვნათ, ყველაზე დაბალი პროცენტის მქონე სესხი არის გრძელვადიანი, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხი. თუმცა პროცენტული განაკვეთი არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს სესხის შესაფერისობას კლიენტისთვის. მაგალითად, სხვადასხვა უპირატესობებით სარგებლობა შესაძლებელია ერთსა და იმავე კომპანიაში სესხის რამდენჯერმე აღებით, ამის შესახებ მეტი ინფორმაცია სტატიაში: „ბონუსები განმეორებითი სესხის აღებისას“.