+995 322 470017 10:00-დან 22:00 საათამდე
პირადი კაბინეტი
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

მიკროდაკრედიტება

მიკროდაკრედიტება არის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სერვისი ფინანსური მომსახურეობის მომხმარებლებს შორის, მისი არსი მდგომარეობს კლიენტებზე მოკლე პერიოდით მცირე ოდენობის ფულადი სახსრების კრედიტის სახით გაცემაში.

მსესხებელთა უმრავლესობა, რომელიც სარგებლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურეობით, წარმოადგენს ფიზიკურ პირებს, რომლებიც იღებენ სესხებს ნაღდი ფულის სახით ტექნიკის ან სხვს საჭირო ნივთების საყიდლად, სხვადასხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყანა იყენებს მიკროდაკრედიტებას როგორც მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს. ზოგჯერ მეწარმეთათვის მიკროდაკრედიტება წარმოადგენს საკუთარი საქმის წამოწყების ან არსებულის გაფართოების ერთადერთ საშუალებას.

მიკროდაკრედიტების ისტორია

გამარტივებული წესით მცირე ოდენობების სესხების გაცემის პროცედურა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს და თავდაპირველად გულისხმობდა სახსრების გაცემას ლომბარდებში ნებისმიერი ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე (საიუველირო ნაკეთობები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. ). მიკროდაკრედიტების თანამედრობე ფორმას რაც შეეხება, ის აღარ განიხილავს უზრუნველყოფის საგნის არსებობას სესხის გაცემის აუცილებელ პირობად და გულისხმობს მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, რის შემდეგ ფულის მიღება შესაძლებელი ხდება როგორც ბარათზე, ასევე ანგარიშზე.

მიკროდაკრედიტების უპირატესობები

როგორც მომსახურეობის სახეობას მიკროდაკრედიტებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. უპირატესობებს მიეკუთვნება დროის მინიმალური დანახარჯი, თვით პროცედურის, რომელსაც დღეს კლიენტებს ბევრი ფინანსური დაწესებულება სთავაზობს, სიმარტივე. საქმე იმაშია, რომ მიკროდაკრედიტების ძირითადი მიზანია - კლიენტის ფინანსური მოთხოვნილების დაკმაყოფილება „აქ და ეხლა“. სესხის გაცემის გადაწყვეტილებას და საბუთების გაფორმების პროცედურას ესაჭიროება არა უმეტეს 30 წუთისა, ხოლო დადებითი ფინანსური ისტორიის ქონის აუცილებლობის არარსებობამ გახადა აღნიშნული მომსახურეობა მოთხოვნადი და პოპულარული მთელ მსოფლიოში. არსებული კონკურენტულმა გარემომ და როგორც შედეგი მიკროდაკრედიტების სერვისების მუდმივმა სრულყოფამ თავიდან აგვაცილეს საბანკო საკომისიები და სხვა ზედმეტი დანახარჯების გაწევა

მიკროდაკრედიტების ნაკლოვანებები

მიკროდაკრედიტების ნაკლოვანებებზე საუბრისას აღსანიშნავია მიკროკრედიტების გაცემის პირობები, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთები. ძირითადად ისინი აღემატებიან ბანკების მიერ გრძელვადიან კრედიტებზე შემოთავაზებულ პროცენტებს . ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: უპირველეს ყოვლისა, განაკვეთების გაანგარიშების დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს რისკის ფაქტორი, რომლის წინაშეც დგას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კლიენტისთვის ყოველგვარი უზრუნველყოფის საგნის წარდგენის გარეშე სესხის შემოთავაზების დროს.

კიდევ ერთი ფაქტორი არის სესხების მომსახურეობის საფასური - თითოეული კლიენტი ნიშნავს მის მოზიდვაზე და მომსახურეობის გაწევაზე დახარჯული რესურსები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, როდესაც კლიენტების რაოდენობა დიდია, დიდი რაოდენობის სესხების მომსახურეობის ხარჯები ზეგავლენას ახდენს განაკვეთების საბოლოო მნიშვნელობაზე.