შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ონლაინ სესხების საუკეთესო შემოთავაზებები

სესხის შერჩევისას არსებობს მრავალი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. შესაძლოა, რომ ერთი კრიტერიუმით, მაგალითად დამტკიცების პროცენტით, ერთი კომპანია იყოს საუკეთესო, თუმცა მასზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდეს სხვა კომპანიას. შერჩევის სტრატეგია დამოკიდებულია მსესხებლის საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენ ამოვირჩიეთ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით TOP ონლაინ სესხების შემოთავაზებები. იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა თანხისა და დაფარვის ვადის მიხედვით იცვლება, ჩვენ პირობითად ავირჩიეთ 2000 ლარის სესხები 2 თვის ვადით და ამ პირობებში შევადარეთ ერთმანეთს მიკროსაფინანსო კომპანიები. თუ ამ კომპანიების შესახებ სხვა დეტალები დაგაინტერესებთ, იხილეთ მათი დეტალური აღწერა ჩვენს რეიტინგში.

საკრედიტო განაცხადის განხილვის დრო

ხშირად ადამიანებს კრედიტი სჭირდებათ სასწრაფოდ და ყოველ წუთს აქვს მათთვის მნიშვნელობა. მართალია, საბოლოოდ თანხის მიღების დრო დამოკიდებულია ბანკში ტრანზაქციის პროცესზე (ეს უფრო სწრაფია, თუ თქვენ საბანკო ანგარიში გაქვთ გახსნილი იმავე ბანკში, რაც თქვენ მიერ არჩეულ მიკროსაფინანსო კომპანიას). თუმცა მიკროსაფინანსო კომპანიაში განაცხადის განხილვის დრო საგრძნობლად განსაზღვრავს მთლიანი პროცედურის ხანგრძლივობას. 2000 ლარის თანხის მიღება 2 თვის ვადით თქვენ ყველაზე სწრაფად შეგიძლიათ შემდეგ კომპანიებში:

 

 

  1. Solva - ამ მიკროსაფინანსო კომპანიაში განაცხადის განხილვა ხდება 5 წუთის განმავლობაში.
  2. Vivus - თუ თქვენ აირჩევთ ვივუსს, მაშინ თქვენი განაცხადის განხილვას სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდება.
  3. Zipcredit - აქ თქვენი განაცხადის განხილვას 10 წუთი დასჭირდება.

ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მრავალი კომპანია, რომელიც 15 წუთი განმავლობაში განიხილავს სასესხო განაცხადებს. თუ თქვენთვის სხვა კრიტერიუმები უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ შეგიძლიათ არ მიაქციოთ დიდი დრო 5-10 წუთს, თუმცა ესეც მომხმარებლის ყურადღებას იმსახურებს და მეტყველებს კომპანიის ორგანიზებულობაზე.

დამტკიცების მაჩვენებელი

ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი მსესხებლისთვის არის განაცხადზე დადებითი პასუხის მიღება, თუნდაც ამას მთელი 15 წუთი დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს უმეტესწილად დამოკიდებულია მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე, მის მიერ შევსებულ განაცხადზე. ამაზე დეტალურად იხილეთ სტატიაში: „როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?“ თუმცა მიკროსაფინანსო კომპანიებში შეიმჩნევა ზოგადი ტენდენციები. გთავაზობთ საუკეთესო მიკროსაფინანსო კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი დამტკიცების მაჩვენებელი.

  1. Zip Credit - ამ კომპანიამ სულ ოდნავ გაუსწრო მეორე და მესამე ადგილას მდებარე კომპანიებს და მისი სესხის დამტკიცების მაჩვენებელი უდრის 70%-ს.
  2. Solva – ეს კომპანია იყოფს მეორე და მესამე ადგილს ძალიან კარგი მაჩვენებლით 69%.
  3. Credia – თუ თქვენ გადაწყვეტთ კრედიაში სესხის აღებას, თქვენ გაქვთ 69%-იანი შანსი, რომ სესხი დაგიმტკიცდებათ.

საპროცენტო განაკვეთი

ბოლოსთვის მოვიტოვეთ ის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე მეტად აღელვებს მსესხებელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შერჩევისას. საპროცენტო განაკვეთი ფაქტობრივად განსაზღვრავს კრედიტის „ფასს“, რომლის გადახდაც თქვენ მოგვიანებით მოგიწევთ იმისთვის, რომ საჭირო დროს მიიღეთ თანხა. ამის მიხედვით არსებობს მრავალი კომპანია, რომელსაც აქვს ძალიან მისასალმებელი პირობები და რთული იყო მათგან საუკეთესოების შერჩევა, თუმცა ჩვენ მაინც გამოვყავით რამდენიმე მათგანი.

  1. Sesxiplus, Eloan, Wincredit - სამივე კომპანიას აქვს თანაბრად დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც თვიურად 0.2%-ს შეადგენს.
  2. Kimbi - კიმბი სულ ოდნავ ჩამორჩება პირველ ადგილს ასევე ხელსაყრელი 0.28%-ით.
  3. Eurocredit - საპატიო მესამე ადგილი დაიკავა ამ კომპანიამ 2%-იანი საპროცენტო განაკვეთით. 

საქართველოში არის მიკროსაფინანსო კომპანიების თავისუფალი კონკურენცია, რაც წარმოშობს სულ უფრო და უფრო მოსახერხებელ პირობებს მომხმარებლებისთვის. თუმცა სხვადასხვა კომპანიას აქვს საკუთარი ძლიერი მხარე. კომპანიისა და სესხის შერჩევა არის ინდივიდუალური საქმე და თითოეული მსესხებელი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე აკეთებს ამას. ჩვენ გაგაცანით ის მთავარი სამი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ღირს სესხის არჩევა და შემოგთავაზეთ საუკეთესო კომპანიები ამ მაჩვენებლებით.