Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ონლაინ-სესხის მიღება და დაფარვა

სესხის მიღებასა და დაფარვაში არსებობს რამდენიმე ეტაპი. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ კონკრეტულად თანხის მიღებასა და სესხის დაფარვის საშუალებებზე. იმისთვის, რომ სესხის მიღების და დაფარვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, სასურველია შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდები.

სესხის მიღება

როგორც წესი, მსესხებლისთვის მთავარია სესხი სწრაფად მიიღოს. არსებობს თანხის მიღების რამდენიმე სესხი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელია. საქართველოში გაცემული სესხების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში: „საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტი

1.      თანხის მიღება საბანკო ანგარიშზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე საკუთარი საბანკო ანგარიშის მითითებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თანხა ანგარიშზე. ამის შემდეგ გაქვთ თანხის გამოყენების მრავალი გზა - გადახდა ონლაინ, გადახდა საბანკო ბარათით, ბანკომატსა ან ბანკის ფილიალში თანხის განაღდება.

2.      თანხის მიღება პირადობის მოწმობით.

თუ არ გაქვთ ანგარიში ბანკში, შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი პირადობის ნომერი სესხის აღებისას და შემდეგ კონკრეტულ ბანკში საკუთარი პირადობის წარდგენით მიიღოთ თანხა.

3.      თანხის მიღება ფოსტით.

ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს ფოსტით ფულის მიღების ოპცია. ამ შემთხვევაში, ასევე საჭიროა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი საფოსტო განყოფილება და პირადობის წარდგენით მიიღებთ თანხას.

4.      თანხის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიგი საკუთარ მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ონლაინ გააფორმოს სესხზე განაცხადი და განაცხადის განხილვის შემდეგ, სესხის აღებაზე დასტურის შემთხვევაში, მიიღოს თანხა ამ ორგანიზაციის ოფისში.

5.      თანხის მიღება UniPay ოფისში.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებობს არაერთი UniPay ოფისი. ბევრი მიკროსაფინანსო კომპანია თანამშრომლობს ამ საფინანსო ორგანიზაციასთან და თქვენ სესხის მიღებისას შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ თანხის მიღების ეს საშუალება.

სესხის დაფარვა

თითოეული კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელმა დროულად და სრულად დაფაროს დავალიანება. იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდება ეს ზოგჯერ, წაიკითხეთ სტატიაში: „რატომ ვერ ფარავს მოსახლეობა ვალებს?“ იმისთვის, რომ მსესხებელმა სწრაფად დაფაროს სესხი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მას სთავაზობს სესხის დაფარვის მრავალ საშუალებას.

1.      სესხის დაფარვა საბანკო ანგარიშით.

ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გააჩნია მინიმუმ ერთ ბანკში საბანკო ანგარიში (ხშირ შემთხვევაში, საბანკო ანგარიში გახსნილი აქვთ რამდენიმე ბანკში). ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მათი ანგარიშის ნომერი და საბანკო ფილიალიდან, ონლაინ/მობაილბანკით, სწრაფი გადახდის საშუალებით დაფაროთ სესხი.

2.      სესხის დაფარვა სწრაფი გადახდის ტერმინალიდან.

ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის დასაფარად არ არის აუცილებელი მათი საბანკო ანგარიშის ცოდნა. სხვადასხვა სწრაფი გადახდის ტერმინალში შესაძლოა ჩამონათვალში იყოს ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ამის შესახებ, ინფორმაცია იხილეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ან ჩვენს პორტალზე მოცემულ რეიტინგში.

3.      სესხის დაფარვა პირადი კაბინეტიდან.

ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე არსებობს პირადი კაბინეტის განყოფილება. თქვენ შეგიძლიათ ამ საიტზე არსებულ პირად ანგარიშზე ჩარიცხოთ თანხა და ამრიგად დაფაროთ სესხი.

4.      სესხის დაფარვა Emoney-ის გამოყენებით.

თუ თქვენ გაქვთ Emoney ანგარიში, შეგიძლიათ მისი გამოყენებით დაფაროთ სესხი. Emoney არის ელექტრონული საფულე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კომუნალური და სხვა გადასახადების დასაფარად.

5.      სესხის დაფარვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში.

და ბოლოს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გააჩნია ოფისი, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ მათ საიტზე მითითებულ მისამართზე და ადგილზე დაფაროთ სესხი. როგორც წესი, ამისთვის დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.