Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

რა ასაკშია მარტივი კრედიტის მიღება?

კრედიტის მიღებისას გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. ზოგიერთი ფაქტორი დამოკიდებულია ჩვენზე - მაგალითად, ჩვენი საკრედიტო ისტორია, განაცხადის შევსების სიზუსტე და სხვა. თუმცა არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებსაც ჩვენ ვერ შევცვლით - ჩვენი ასაკი, სქესი და ა.შ. ამის მიუხედავად, ყოველთვის შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. მაგალითად, ისეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კრედიტზე განაცხადის გაფორმება, რომლის მოთხოვნებიც ემთხვევა ჩვენს შესაძლებლობებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს სტატიას: „როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?

მოცემულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულად ასაკის ფაქტორს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რადგან დაბადების თარიღის მითითებას განაცხადის შევსებისას მსესხებელს სთხოვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ ვუპასუხებთ ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რამდენად ხშირად აქცევენ მსესხებლები ყურადღებას ასაკს, რომელი ასაკს აქვს ონლაინ სესხის მიღების თვალსაზრისით უპირატესობა და რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ასაკი არ გვიწყობს ხელს.

რატომ მეკითხება კრედიტორი ასაკს?

ონლაინ კრედიტის მისაღებად აპლიკაციის შევსებისას ერთ-ერთ პირველივე ხაზში ჩვენ გვიწევს ჩვენი ასაკის მითითება. ეს ხდება რამდენიმე მიზეზით - პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს სრულწლოვანი, რადგან ეს დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. გარდა ამისა, დაბადების თარიღის მეშვეობით უფრო მარტივად ხდება ადამიანის იდენტიფიკაცია.

როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლები ან ავტომატური პროგრამა განიხილავენ თქვენს განცხადებას, ისინი ასაკის მიხედვით სწრაფ სესხზე კანდიდატებს „ახარისხებენ“ - თუ თქვენ ხვდებით კატეგორიაში დაახლოებით 30-დან დაახლოებით 60 წლამდე, მაშინ თქვენს ასაკს ყურადღებას აღარ აქცევენ. ხოლო თუ თქვენი ასაკი უფრო დაბალი ან უფრო მაღალია, მაშინ თქვენ მოხვდებით „რისკ ჯგუფში“ და თქვენს განცხადებას კიდევ უფრო დიდი ყურადღებით განიხილავენ. ამისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში - სტაბილურობა. როდესაც ადამიანი არის 20-22 წლის, არსებობს სტერეოტიპი, რომ ის არ არის სტაბილური, შეიძლება არც ჰქონდეს შემოსავალი ან თუ აქვს - შესაძლოა ის ნებისმიერ დროს დაკარგოს. მეორე მხრივ, თუ ადამიანი არის საპენსიო ასაკის, მას კრედიტის მიღებაში სხვა სირთულეები უჩნდება. ამ ასაკის ხალხის ერთადერთ შემოსავალს ხშირად მხოლოდ პენსია შეადგენს. მართალია, ეს საკმაოდ სტაბილური შემოსავალია, თუმცა საქართველოს რეალობაში საკმაოდ მწირი ოდენობის. ამის გამო კრედიტორს აქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, მოახერხებს თუ არა პენსიონერი კრედიტის დაფარვას. გარდა ამისა, არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების საშიშროება, როდესაც ადამიანი შესაძლოა დიდი ხნით მოხვდეს საავადმყოფოში ან საერთოდ გარდაიცვალოს. მაშინ კრედიტორს გაუჩნდება შთამომავლების ძებნის პრობლემა. ამის მიუხედავად, კრედიტის მიღების შანსები აქვს თითქმის ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

რომელი მიკროსაფინანსო კომპანია ავირჩიო?

ჩვენ შევისწავლეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნები და მოვიყვანეთ რამდენიმე კომპანიის მაგალითი, რომელთაც კლიენტების შედარებით ფართო სპექტრი აქვთ ასაკის თვალსაზრისით.

  • Lendo.ge – ეს კომპანია გასცემს კრედიტს პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 21 წელს. ამ შემთხვევაში უფრო მეტად გაუმართლათ ასაკოვან ადამიანებს, რადგან კრედიტის მიღება მათ შეუძლიათ 75 წლის ასაკამდე.
  • Credia.ge – კრედიას შემთხვევაში ახალგაზრდებს ცოტა მეტი ლოდინი მოუწევთ, რადგან ისინი სესხს მხოლოდ 22 წლიდან მიიღებენ. რაც შეეხება პენსიონერებს, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში მაქსიმალური ასაკობრივი ლიმიტი განსაზღვრული არ არის.
  • Kimbi.ge – ამ შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ ადრე კრედიტის მიღება - 20 წლიდან. რაც შეეხება მაქსიმალურ ასაკს, ის უდრის 60 წელს.
  • Netcredit.ge და Grandoo.ge – ორივე კომპანია სთავაზობს კრედიტებს მომხმარებლებს, რომელთა ასაკიც განისაზღვრება 20 წლიდან საპენსიო ასაკამდე. საპენსიო ასაკი საქართველოში განსხვავდება სქესის მიხედვით. მამაკაცის შემთხვევაში ის შეადგენს 65 წელს, ხოლო ქალის შემთხვევაში - 60 წელს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი შანსების გაუმჯობესება ასაკის მიუხედავად. მაგალითად, თუ ხართ ძალიან ახალგაზრდა - კრედიტის მიღებაში საგრძნობლად ხელს შეგიწყობთ სტაბილური სამსახურის ქონა (მაგალითად, თუ დიდი ხანი ერთ კომპანიაში მუშაობთ). ასევე საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში, თქვენს შანსებს გაზრდის პენსიის გარდა შემოსავლის წყაროს არსებობა. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ გაიგეთ სტატიაში: „ვის შეუძლია სესხის მიღება?