Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

რა მოხდება, თუ არ გადავიხდი სესხს?

სესხის აღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სესხის დაფარვა. ეს არის ასევე მრავალი ადამიანისთვის ყველაზე რთული ნაწილი. არსებობს სხვადასხვანაირი შემთხვევა - ვიღაც უბრალოდ არ ფიქრობს წინასწარ იმაზე, რომ შემდეგ სესხს ვერ დაფარავს, ვიღაცის ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდა, მაგალითად, მათ დაკარგეს სამსახური. ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სტატიაში „რატომ ვერ ფარავს მოსახლეობა ვალებს?“

შემთხევების სპექტრი მრავალფეროვანია, თუმცა ყველა სიტუაციას აერთიანებს ერთი საზრუნავი - რა მოხდება, თუ არ დავფარავ სესხს? აქ გასათვალისწინებელია თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური ფაქტორები - აღებულია სესხი ბანკში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, აქვს შემოსავალი მსესხებელს თუ არა, გაფორმებულია მასზე რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონება თუ არა და ასე შემდეგ. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომელიც მრავალი სიტუაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რათა დაიცვათ თქვენი უფლებები.

იძულებითი აღსრულება

როგორც ბანკს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყება, თუ მსესხებელმა გადააცილა ვადას და არ ცდილობს სესხის დაფარვის გადავადებას. ამისთვის საჭიროა, რომ მათ განაცხადი შეიტანონ სასამართლოში. საჩივრის დადასტურებასთან ერთად შესაძლოა ყადაღა დაედოს ამ ადამიანზე გაფორმებულ ქონებას (როგორც უძრავ, ასევე მოძრავს). ასევე საფრთხე ემუქრება ამ ადამიანის ხელფასს. კრედიტორს უფლება აქვს ჩამოაჭრას მას ხელფასის მაქსიმუმ 40% სესხის დასაფარად. თუ კი პიროვნება ხელფასს ნაღდი ფულით იღებს, მაშინ მოცემული კომპანიის ბუღალტერია ვალდებული იქნება აღსრულების ბიუროში ჩარიცხოს ამ ადამიანის ხელფასის საჭირო ნაწილი.

თუ სესხის აღებულია ბანკში, მაშინ ხელფასიდან ჩამოჭრა შესაძლოა სასამართლოს განაჩენის გარეშეც, თუ მსესხებელი ხელფასს ამ ბანკში იღებს. ამის თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა სხვა ბანკში ანგარიშის გახსნა და მასზე ხელფასის გაფორმება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსესხებლის ოჯახის წევრებს, მეუღლეს ან სხვა ნაცნობებს არ ემუქრებათ საფრთხე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნათესავი ან მეგობარი გაფორმებულია, როგორც თავმდები. მაგალითად, თუ ვინმეს წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება დაიწყო და ის ცხოვრობს საკუთარი მშობლების ბინაში, ამ ბინას არაფერი არ ემუქრება, თუ ის არაა გაფორმებული კონკრეტულად მსესხებელზე.

მრავალ მსესხებელს აინტერესებს, თუ შეექმნებათ პრობლემები საზღვარგარეთ გასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ნებისმიერ კანონიერ მოქალაქეს აქვს უფლება დატოვოს საქართველოს ტერიტორია, მიუხედავად იმისა, გაშავებულია იგი რომელიმე ბანკსა ან მიკროსაფინანსოში თუ არა.

ახალი სესხის აღება

თუ თქვენ ვერ ფარავთ რომელიმე სესხს, შესაძლოა ახალი სესხის აღება. ზოგი კომპანია თანახმაა „იყიდოს“ თქვენი სესხის და შემდეგ ეს თანხა თქვენ მოგთხოვოთ. ამისთვის საჭიროა კარგი დასაბუთება, თუ რატომ შეძლებთ მომავალში ამ მეორე სესხის დაფარვას. თანხის მიღების სხვადასხვა ხერხების შესახებ შეგიძლიათ დეტალურად გაიგოთ ჩვენს გვერდზე „ფულის მიღების საშუალებები“.

თუ თქვენ ახლიდან გნებავთ სესხის აღება, გირჩევთ, რომ ჯერ მაქსიმალურად ეცადოთ დაფაროთ ძველი სესხის. მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და განსაკუთრებით ბანკები აქცევს ყურადღებას დაუფარავი სესხის არსებობას. მათ გააჩნიათ საერთო ბაზა, რომელშიც განაცხადის განხილვისას ამოწმებენ პიროვნების საკრედიტო ისტორიასა და მიმდინარე დავალიანებებს.