Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

რა უნდა ვიცოდე საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ?

როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, რომელიც ფულს ეხება, კრედიტის აღების დროსაც საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება. იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით კრედიტის გაფორმება ძალიან მარტივი გახდა და თანხის მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ბევრი ადამიანი აღარ აქცევს ყურადღებას ხელშეკრულებას. საქართველოში გაცემული კრედიტების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში: „საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტი“ ახლა კი ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებაზე და იმაზე, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ბანკში კრედიტის მიღებისას

ბანკში კრედიტის მიღებისას, უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ხელშეკრულებას, რადგან ეს ხდება ადგილზე და მას დაბეჭდილი სახით აძლევენ მსესხებელს. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა სიხშირით და რა რაოდენობით გექნებათ დასაფარი სესხი. ზოგჯერ ბანკში სესხის მიმღებისთვის მოულოდნელია, როდესაც ბანკი მის ხელფასს ავტომატურად აჭრის ანგარიშიდან. მართალია, ის ნახევარზე მეტს ვერ ჩამოჭრის, თუმცა მაინც უკეთესია წინასწარ ზუსტად იცოდეთ, როგორ უნდა გადაიხადოთ აღებული სესხი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კრედიტის მიღებისას

მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ მიიღონ სესხები. ამ შემთხვევაში სასესხო ხელშეკრულება ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში, რის გამოც მრავალი ადამიანი მას ყურადღებას არ აქცევს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სესხის პირობების დეტალურად ცოდნა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხში მითითებულ საპროცენტო განაკვეთს. მართალია, მრავალ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი საიტი მთავარ გვერდზე იძლევა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ზოგიერთი კომპანიის გვერდზე შესვლისას, ნათელი არ არის, რამხელა პროცენტის გადახდა მოგიწევთ. თითოეული მიკროსაფინანსო კომპანიის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს პორტალზე მოცემულ რეიტინგში.

ნაცნობისგან სესხის აღებისას

ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების არსებობა და მასში განხილული პუნქტები მთლიანად დამოკიდებულია თქვენსა და თქვენს ნაცნობზე. ორივე შემთხვევაში - იქნებით თქვენ კრედიტორი თუ მსესხებელი - სასურველია ხელშეკრულების გაფორმება და კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება. იმის მიუხედავად, რომ თქვენ თანხას სესხულობთ მეგობრისგან, უმჯობესია მოილაპარაკოთ, როდის და რა პროცენტით დაუბრუნებთ მას ამ ფულს. ამრიგად, თქვენ თავიდან აიცილებთ გაუგებრობას და თქვენი ურთიერთობა უფრო დაცული იქნება კონფლიქტისგან.