Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ ავირჩიოთ კრედიტორი

ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის შერჩევისას, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროდუქტის მწარმოებლისა თუ სერვისის მომწოდებლის შერჩევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების ყურადღებით მიღება, როდესაც საქმე ეხება ცხოვრების ისეთ სფეროს, როგორიცაა ფინანსური გადაწყვეტილებები. კრედიტორის სწორად შერჩევაზე დამოკიდებულია მომავალში ჩვენი შესაძლებლობა თავისუფლად ავირჩიოთ ცხოვრებისთვის საჭირო სხვა პროდუქტები და სერვისები.

მთლიანი ჩვენი პორტალი ზუსტად იმას ემსახურება, რომ თქვენ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. ამისთვის შექმნილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი, რომლითაც თქვენ მარტივად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. თუმცა ამ სტატიაში ჩვენ გამოვყოფთ ზოგად წესებს, რომლებიც გამოგადგებათ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც დაკავშირებულია ფულთან.

რას მივაქციოთ ყურადღება სესხის შერჩევისას?

რა თქმა უნდა, თითოეულ მსესხებელს აქვს პირადი ინტერესები და მიზნები, ამიტომ თითოეული კრედიტის აღება არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მაგალითად, თუ ვიღაცას ჰყავს მანქანა, მას შეუძლია მიიღოს ავტოსესხი, თუმცა ავტომობილის არქონის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ამის მიუხედავად, არსებობს ზოგადი წესები, რაც ნებისმიერ გარემოებაში დადებითად მიუთითებს კონკრეტული კრედიტორის არჩევაზე. ჩვენ გამოვყავით სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი სესხის გამცემი ორგანიზაციის სწორად შერჩევისთვის.

1. გამჭვირვალობა

ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის თქვენი საფულის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე შესვლისას, სანამ დაადასტურებთ სასურველ კრედიტზე აპლიკაციას, აუცილებლად გაეცანით საიტზე მოცემულ პირობებს. შეიძლება თქვენ ძალიან გეჩქარებათ თანხის მიღება, თუმცა ჯობია დაუთმოთ პირობების წაკითხვას 10-15 წუთი, ვიდრე შემდეგ თვეების განმავლობაში იხდიდეთ პროცენტს, რომლის შესახებაც არ იცოდით ან სხვა რაიმე არასასურველი შედეგი გქონდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ სესხის დეტალურ პირობებს საიტზე ვერ პოულობთ - ეს იმის ნიშანია, რომ უნდა ეძებოთ სხვა კრედიტორი. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო რეგულაციების გათვალისწინებით, ნებისმიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას განთავსებული აქვს საკუთარ საიტზე დეტალური პირობები (სხვა შემთხვევაში, ამ კომპანიას პრობლემები შეექმნებოდა სახელმწიფო სტრუქტურებთან). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პირობების სანახავად საჭიროა საიტის მეორე ან მესამე გვერდზე გადასვლა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

2. მომხმარებლების გამოხმაურებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე ხშირად ხაზი ესმევა ორგანიზაციის ყველაზე დადებით მხარეებს. თუმცა ზოგჯერ ყველაფრის გასაგებად საჭიროა მესამე პირის აზრის მოსმენაც. ამაში დაგეხმარებათ კომენტარების სექცია, რომელიც ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საიტზე აქვს განთავსებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ საიტებსა და პორტალებზე გამოხმაურებების ნახვა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პორტალები არის მიუკერძოებელი - მათზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სამართლიანი გამოხმაურებები, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ზუსტად ასეთი პირდაპირი გამოხმაურებები ნებისმიერ კომპანიაზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს პორტალზე გამოხმაურებების განყოფილებაში. მომხმარებლების კომენტარების ნახვა არის ძალიან მარტივი და ისეთ ინფორმაციას მოგცემთ, რაც შესაძლოა უშუალოდ კომპანიის საიტზე არ ყოფილიყო მოცემული.

3. ინდივიდუალური შესაბამისობა

და ბოლოს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი პირადი საჭიროებები და სურვილები. როგორ მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს ერთი კომპანიის პირობები - დაფიქრდით, რამდენად შეესაბამება ეს თქვენს შესაძლებლობებს. ამიტომ აუცილებლად შეარჩიეთ კრედიტორი თანხის ლიმიტის, მაქსიმალური ვადის და სხვა პარამეტრების მიხედვით ისე, რომ ის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის.