პირადი კაბინეტი
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ ავირჩიოთ მიკროსაფინანსო კომპანია?

მიკროკრედიტები (ანუ მიკროსესხები) არის მცირე მოცულობის სესხები, რომლებსაც გვთავაზობს მიკროსაფინანსო კომპანიები. ასეთი სესხების დაფარვის ვადა, როგორც წესი, არ აღემატება ერთ თვეს, თუმცა ზოგი მიკროსაფინანსო უფრო გრძელვადიან სესხებსაც სთავაზობს მომხმარებელს. რაც შეეხება სესხის თანხის ოდენობას, პირველადი სესხის შემთხვევაში, ის როგორც წესი მერყეობს 100 ლარიდან 300 ლარამდე.
თუ კი მსესხებელმა გადაწყვიტა, რომ მიიღოს მიკროსესხი, მას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არ არის მეგობრებისგან ან ნაცნობებისგან სესხება. ეს არის ისეთივე სესხი, როგორც ბანკის კრედიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა იქნას დაფარული დროულად. ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაწესებულია ისეთივე სანქციები, როგორც ბანკში კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში.

მიკროსაფინანსო კომპანიების მომსახურება

დღესდღეობით მიკროსაფინანსო კომპანიები კლიენტს სთავაზობენ ფულის მიღებას სხვადასხვა ხერხით, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება ხელსაყრელი. მიკროსაფინანსო კომპანიებს გააჩნია ფასდაუდებელი უპირატესობები:

  • განაცხადის სწრაფი განხილვა, რომელიც ხდება ონლაინ ან კომპანიის ოფისში;
  • მიკროსესხის პასპორტით გაფორმების შესაძლებლობა;
  • სესხზე განაცხადის განხილვა ისეთი კლიენტების შემთხვევაშიც, რომელთაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია გააჩნიათ.

რომელი მიკროსაფინანსო ავირჩიოთ?

ასეთი ორგანიზაციების ერთმანეთთან კონკურენცია თითოეული კლიენტისთვის ძალიან მაღალია. ამ ფაქტისგან შეგიძლიათ დიდი სარგებელი მონახოთ, რადგან მიკროსაფინანსო კომპანიები კი არ განაგებენ, საიდაც ავიღოთ მიკროსესხი, არამედ კლიენტი თავად ირჩევს, რომელ ორგანიზაციას მიმართოს ამისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიკროსესხის მისაღებად აუცილებელია აირჩიოთ ისეთი კომპანია, რომ მისი პირობები გაწყობდეთ და ადგილი არ ჰქონდეს კომპანიის მხრიდან ტყუილს.

  1. პირველ რიგში, საქართველოში მოქმედებს ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელიც გვთავაზობს მიკროსესხებს. თითოეული მიკროსაფინანსო, რომელიც მუშაობს ოფიციალურად , არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას გააჩნია საიდენტიფიკაციო კოდი. როგორც წესი, ეს კოდი განთავსებულია ამ კომპანიის ვებგვერდზე. სხვა შემთხვევაში, ამ კოდის თქმა უნდა შეეძლოს მის წარმომადგენელს, თუკი თქვენ მას ამას მოსთხოვთ. ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ თქვენ ოფიციალური კომპანიისგან აიღებთ მიკროსესხს, მაშინ თქვენი უფლებები იქნება დაცული სახელმწიფოს მიერ.
  2. გარდა ამისა, ნებისმიერ სერიოზულ კომპანიას გააჩნია საკუთარი ვებგვერდი. ეს არ არის მხოლოდ მოდური ტრენდი, არამედ ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს კომპანიასთან დაკავშირება. ამ საიტზე უნდა იყოს მითითებული ყველა აუცილებელი რეკვიზიტი და მისამართო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის არ მქონე კომპანიას სჯობს არ მიმართოთ სესხისთვის.
  3. და ბოლოს, გამოხმაურება არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის მიკროსაფინანსო კომპანიებისთვის. ამიტომ, სანამ თქვენ გადაწყვიტავთ მიმართოთ ამა თუ იმ მიკროსაფინანსოს კრედიტისთვის, სასურველია, რომ წაიკითხოთ ამ კომპანიის სხვა რეალური ადამიანების გამოხმაურება და შეფასება, რომლებმაც უკვე გამოიყენეს აღნიშნული კომპანიის მომსახურება.

რომ დავასკვნათ, ეს სამი ფაქტორი საკმარისია, რათა თქვენ სწორად აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო მიკროსაფინანსო კომპანია. ჩვენ კი გირჩევდით, რომ მიმართოთ ერთ-ერთ გამოცდილ და შემოწმებულ მიკროსაფინანსო კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილია შემდეგ ჩამონათვალში