Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ არ მოვხვდე ფინანსურ პირამიდაში?

პირადი ინვესტირების ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს ე.წ. ფინანსური პირამიდები. მათ მიერ მრავალი ფინანსური მსხვერპლის არსებობის მიუხედავად, ისინი საკუთარ აქტივობას არ წყვეტენ და კვლავ საფრთხეს უქმნიან თითოეულ მოქალაქებს, რომელიც კარგად არ ერკვევა ინვესტირებაში. ეს აუარესებს საქართველოში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში „რატომ ვერ ფარავს მოსახლეობა ვალებს?“ იმისთვის, რომ თქვენ არ გაიზიაროთ ფინანსურ პირამიდის წევრთა ბედი, ჩვენ შევადგინეთ ჩამონათვალი იმ ნიშნებისა, რომლითაც შეგიძლიათ იცნოთ ფინანსური პირამიდა და არ მოხვდეთ მასში.

რა არის ფინანსური პირამიდა?

ფინანსური (საინვესტიციო) პირამიდა არის ორგანიზაცია, რომელიც არალეგალურად ახორციელებს საინვესტიციო აქტივობას. იგი იზიდავს მომხმარებლებს მოკლე დროში სწრაფი შემოსავლების დაპირებებით. როგორც წესი, ახალ მონაწილეებს უწევთ პირველადი შენატანის გაკეთება, ხოლო შემდეგ რამდენიმე ახალი წევრის მიწვევა, რომლებიც თავის მხრივ გააკეთებენ ფინანსურ ინვესტიციასა ამ ორგანიზაციაში. შედეგად, თითოეული წინა წევრი იღებს შემოსავალს ახალი წევრების შენატანიდან, ამ შენატანის ნაწილი კი ორგანიზაციის დამაარსებელ ადამიანებთან მიდის და ისინი მდიდრდებიან. ეს არის ფინანსური პირამიდის მარტივი სქემა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციაში გარკვეული ასპექტებით განსხვავდება. ამ სტატიაში განვიხილავთ 10 ნიშანს, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ იცნოთ ფინანსური პირამიდა და მისგან თავი შორს დაიჭიროთ.

როგორ ვიცნო ფინანსური პირამიდა?

ფინანსურ პირამიდაში გაწევრიანება, როგორც წესი, ხდება ადამიანის სურვილის მიხედვით, მას ამას არავინ აძალებს. თუმცა თუ ადამიანი არ არის გარკვეული საინვესტიციო ბაზარში, მას გაუჭირდება ნამდვილი საინვესტიციო ორგანიზაციის გარჩევა ფინანსური პირამიდისგან. შემდეგ ათი პუნქტი თქვენ დაგეხმარებათ ამაში და მოგცემთ საჭირო ინფორმაციას, რათა არ გახდეთ ფინანსური პირამიდის მსხვერპლი.

1. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსგან (საქართველოს ეროვნული ბანკისგან) დეპოზიტების მიღებაზე ლიცენზიის არარსებობა.

ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც ლეგალურად იღებს ინვესტიციებს და საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება, გააჩნია უფლებამოსილი ორგანოსგან შესაბამისი ლიცენზია.

2. ორგანიზაციაში კონკრეტული საქმიანობის სახის, წესდებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის არარსებობა.

როგორც წესი, ფინანსურ პირამიდას არ გააჩნია კონკრეტული საქმიანობის არეალი, ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიციების მიღებაზე.

3. ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რაიმე ინფორმაციის არარსებობა.

ლეგალური საინვესტიციო კომპანია გამჭვირვალე პირობებში აცნობს ინვესტორებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კომპანია შესაძლოა ფინანსური პირამიდა იყოს და დიდი ალბათობით ახლო მომავალში გაკოტრდეს.

4. ინვესტიციების დაცულობის გარანტიის არარსებობა.

თუ კომპანია ასეთ გარანტიას არ იძლევა, მასში ინვესტირება ზედმეტად სარისკოა და დიდი ალბათობით წაგების მომტანი გახდება.

5. უსაფუძვლოდ მაღალი შემოსავლის დაპირებები.

თუ კომპანიის მიერ დასახელებული შემოსავლის ოდენობა ბევრად აღემატება ბაზარში არსებულ მოგების საშუალო მაჩვენებელს, ეს ორგანიზაცია დიდი ალბათობით ფინანსური პირამიდაა.

6. ბონუსების დაპირება თითოეული მოწვეულ წევრზე.

ეს ფაქტორი პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსური პირამიდის არსებობისთვის აუცილებელ პირობასთან - ახალი წევრების მოწვევა.

7. კომპანიის მფლობელისა და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.

თუ თქვენ აკეთებთ ინვესტიციას ნამდვილ კომპანიაში, მათთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს თქვენთვის მენეჯმენტის გაცნობა ან საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება.

8. მასობრივი რეკლამა ინტერნეტსა და მედიაში.

განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა რეკლამებში ხშირად არის ნახსენები „მარტივი შემოსავალი“ ან „სწრაფი გამდიდრება“ და მსგავსი ფრაზები.

9. ორგანიზაცია არ აფორმებს ხელშეკრულებას.

ნებისმიერი ლეგალური ორგანიზაციისთვის აუცილებელია ინვესტიციის მიღებისას ხელშეკრულების გაფორმება, რათა ეს ტრანზაქცია აისახოს საბუღალტრო ანგარიშში.

10. ორგანიზაცია შენატანებს არ იღებს ბანკით.

ფინანსური პირამიდები ხშირად იღებენ ინვესტიციებს ნაღდი ანგარიშსწორებით ან ონლაინ, დამაეჭვებელი ბმულების გამოყენებით.

თუ კომპანიას, რომლითაც თქვენ დაინტერესდით, ახასიათებს ჩამოთვლილთაგან რამდენიმე თვისება მაინც, მაშინ გირჩევთ სერიოზულად დაფიქრდეთ იმაზე, ხომ არ არის ეს კომპანია რეალურად ფინანსური პირამიდა.

თუ კი თქვენ დარწმუნდით ორგანიზაციის ვალიდურობაში და გინდათ გააკეთოთ ინვესტიცია, ხოლო ამისთვის გჭირდებათ სესხის აღება, შეგიძლიათ იხილოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი და გაეცნოთ მათ პირობებს. ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული ყურადღება შეგიძლიათ მიაქციოთ გრძელვადიან სესხებს.