Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?

სესხის აღება არის ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი შეთანხმება. ერთი მხრივ, მსესხებელი მისთვის საჭირო დროს იღებს სასურველ თანხას, რაც ეხმარება გარკვეული ფინანსური პრობლემის გადაჭრაში, ხოლო მეორე მხრივ კრედიტორი (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბანკი, კერძო პირი და ა.შ.) იძენს ახალ ან ინარჩუნებს ერთგულ

მომხმარებელს და საჭირო დროს დახმარების გაწევის სანაცვლოდ იღებს მოგებას პროცენტების სახით. ამ შეთანხმების ორივე მხარე ყურადღებით ირჩევს ერთმანეთს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. როგორც მსესხებელი ირჩევს ყველაზე მომგებიანი შეთავაზების მქონე კრედიტორს, რომელსაც აქვს დადებითი შეფასებების სხვა მომხმარებლისგან, ისევე კრედიტორს აქვს პარამეტრები, რომლების მიხედვით ის ირჩევს მსესხებელს და უდასტურებს მას სესხზე განაცხადს.

 

იმისთვის, რომ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ეწვიეთ ჩვენს პორტალზე განლაგებულ რეიტინგს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო ონლაინ სესხების ჩამონათვალი, საჭირო ინფორმაცია სესხის მიღების შესახებ, ასევე სხვა ადამიანების შეფასებები და კომენტარები. ახლა კი განვიხილოთ, რის მიხედვით არჩევენ კრედიტორები მსესხებელს.

საკრედიტო ისტორია

ხშირად კრედიტორი დიდ ყურადღებას აქცევს მსესხებლის მიმდინარე დავალიანებებს ან წარსულში ცუდ საკრედიტო ისტორიას. სამწუხაროდ, მრავალი მსესხებლისთვის საქართველოში ეს ხდება სესხზე უარის მიღების მიზეზი. იმის შესახებ გასაგებად, თუ რატომ ხდება ეს, წაიკითხეთ ჩვენი სტატია: „რატომ ვერ ფარავს მოსახლეობა ვალებს?

თუმცა თუ თქვენ გაქვთ უარყოფითი საკრედიტო ისტორია - არ დაკარგოთ იმედი, რადგან შესაძლებელია ამისი გამოსწორება. პირველ რიგში, საჭიროა, რომ წინა დავალიანება დაფაროთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ახალ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პირველი ჯერისთვის უფრო მცირე თანხის სესხი მოითხოვოთ და დროულად დაფაროთ იგი. მაშინ მეორე სესხის გაცემისას ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფრო მეტად გენდობათ, როგორც ერთგულ კლიენტს და დიდი ალბათობით მიიღებთ დადებით პასუხს. თუ თქვენ ვერ ფარავთ წინა დავალიანებას, შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც კლიენტებს სთავაზობს კრედიტის ტრანსფერს - ანუ დაფარავს თქვენს დავალიანებას სხვა კრედიტორთან და შემდეგ უკვე ამ მიკროსაფინანსოში გექნებათ მიმდინარე სესხი.

შემოსავლის წყარო

ხშირად კრედიტორი პოტენციური მსესხებლისგან ითხოვს შემოსავლის წყაროს მითითებას სესხზე განაცხადის შევსებისას. ამას განსაკუთრებით ხშირად ითხოვენ ბანკები, თუმცა არსებობს ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ ითხოვს მსესხებლისგან შემოსავლის წყაროს მითითებას. შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს ანაზღაურება სამსახურში, სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება ან სხვა ადამიანისგან რეგულარული ფინანსური დახმარება. კრედიტორს ამის ცოდნა სჭირდება, რათა განსაზღვროს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ გადახდაუნარიანი. ამის მითითებისას თქვენც გექნებათ საშუალება კარგად დაფიქრდეთ, ნამდვილად მოახერხებთ მომავალში ამ თანხის გადახდას თუ ჯობია სესხის მოცულობას მეორედ გადახედოთ.

განაცხადის ფორმა

ეს პუნქტი განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც თქვენ სახლიდან გაუსვლელად აფორმებთ სესხზე განაცხადს. ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის თქვენ მიერ შევსებული განაცხადი ხშირად არის ერთადერთი რამ, რის მიხედვითაც მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ყველა ველი გქონდეთ შევსებული. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, ანგარიშის ნომერი და სხვა მონაცემები სწორად იყოს შეყვანილი. ჩვენი რჩევა იქნებოდა, რომ განაცხადის შევსების შემდეგ კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედოთ მას და დარწმუნდეთ ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეში. მხოლოდ ამის შემდეგ დაადასტურეთ თქვენი განაცხადი. ამ საქმეს სჭირდება სულ ერთი წუთი და მან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს თქვენს სასესხო განაცხადზე პასუხზე.