Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ გადავიტანო სესხი ახალ კრედიტორთან?

თანამედროვე სამყაროში ადამიანები ხშირად იყენებენ კრედიტებს მომენტალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ან უფრო გრძელვადიანი გეგმების (ბინისა ან მანქანის ყიდვა) შესასრულებლად. რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აუღია კრედიტი ბანკსა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ხშირად ადამიანები სესხს იღებენ რამდენიმე კრედიტორთან, რაც ართულებს სესხის გადახდის პროცედურას. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანს აღარ აწყობს ის პირობები, რომელსაც მისი მიმდინარე კრედიტორი სთავაზობს ან ვერ ახერხებს კრედიტის დროულად დაფარვას და ეძებს მისი გადავადების ნებისმიერი გზა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას - რეფინანსირებას.

რა არის რეფინანსირება?

სიტყვა რეფინანსირება შედგება ლათინური ნაწილაკისგან „რე“ (ხელახლა) და სიტყვა ფინანსირებისგან. რეფინანსირება არის პროცედურა, რომლის დროსაც თქვენ იღებთ ახალ კრედიტს ძველი კრედიტის დასაფარად. არსებობს რამდენიმე მიზეზი ამის გასაკეთებლად:

  • უფრო ხელსაყრელი პირობები. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გზაზე შესაძლოა მოხდეს ისე, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთმა დაიწიოს. მაგალითად, თქვენ აიღეთ იპოთეკური სესხი 5 წლის წინ და მაშინ საპროცენტო განაკვეთი იყო 20%. თუმცა ახლა თქვენ აღმოაჩინეთ, რომ სხვა საკრედიტო კომპანიაში საპროცენტო განაკვეთი სულ რაღაც 15%-ს შეადგენს. თქვენთვის ეს რიცხვები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ 10 წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ იპოთეკური დავალიანება. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ მეორე კომპანიაში და იქ აღებული თანხით დაფაროთ პირველი სესხი, ხოლო შემდეგ განაგრძოთ სესხის დაფარვა ახალი, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
  • სესხის გადავადება. ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში ხდება სრულიად მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც შესაბამისობაში არ მოდის თქვენს ფინანსურ გეგმებთან. მაგალითად, განსაზღვრული გქონდათ ყოველთვიურად 200 ლარის შეტანა თქვენი სესხის დასაფარად, თუმცა ერთ დღეს თქვენ სასწრაფოდ დაგჭირდათ ეს თანხა მოულოდნელი მიზეზებით, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამ შემთხვევაში, თქვენ გიწევთ შენატანის დაგვიანება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაჯარიმება. ამის თავიდან ასარიდებლად, მრავალი ადამიანი მიდის ახალ მიკროსაფინანსო კომპანიაში და იქ აღებული სწრაფი სესხით აკეთებს შენატანს პირველ კრედიტზე. ეს ამარტივებს პრობლემის გადავადებას და მომავალში მის გადაჭრას. თუ თქვენ ვერ ასწრებთ სესხის დროულად დაფარვას, იხილეთ სტატია: „ვალი და ვადაგადაცილებული სესხები“.
  • რამდენიმე კრედიტორის ჩანაცვლება ერთით. საკმაოდ რთულია ყოველთვიური შენატანის გაკეთება სხვადასხვა კრედიტორთან, რადგან ეს დაკავშირებულია სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთთან და ამის კოორდინირება შესაძლოა გაგიჭირდეთ. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სხვა დავალიანებების შესყიდვა. ეს შესაძლებლობას მოგცემთ მომავალში უფრო მარტივად დაფაროთ დავალიანება, რადგან ის თავშეყრილი იქნება ერთ კომპანიაში.

როგორ მივიღო რედაფინანსება?

რედაფინანსების მიღებისას მოქმედებს დაახლოებით იგივე წესები, რაც ჩვეულებრივი კრედიტის მიღების დროს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ მოცემული მიკროსაფინანსო კომპანიისა თუ ბანკის პირობებს, უნდა იყოთ გადახდისუნარიანი მოქალაქე და სასურველია გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია.

არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიგი, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ მომხმარებელს სთავაზობენ რედაფინანსებას. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას ეს ინფორმაცია არ აქვს განთავსებული საკუთარ საიტზე, ჩვენ მაინც გირჩევდით სცადოთ მიმართოთ მას ამ მოთხოვნით. ნებისმიერი მიკროსაფინანსო კომპანია დაინტერესებულია ახალი მომხმარებლების მოზიდვით და შესაძლოა მისთვისაც ხელსაყრელი იყოს თქვენი პირობები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სწორად შერჩევაში თქვენ დაგეხმარებათ ინსტრუქცია სტატიაში: „როგორ ავირჩიოთ მიკროსაფინანსო კომპანია?“