Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ გამოვიმუშაოთ ფული ბიტკოინით?

პირველად ბიტკოინი იყო წამოდგენილი 2009 წელს. იმის მიუხედავად, რომ ბიტკოინის გამოჩენიდან გავიდა 8 წელი, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არც კი გაუგია ეს სიტყვა. იმათგან კი, ვისაც სმენია ბიტკოინის შესახებ, ბევრმა არ იცის ზუსტად, რას ნიშნავს ეს სიტყვა და რა შესაძლებლობებს იძლევა. ამ სტატიაში განვიხილავთ იმას, თუ რა არის ბიტკოინი, როგორ შეიძლება მისი მეშვეობით ფულის გამომუშავება და რა უარყოფითი მხარეები აქვს მას.

რა არის Bitcoin?

ბიტკოინი არის დეცენტრირებული ციფრული ვალუტა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ვალუტა, რომელიც არსებობს მხოლოდ ინტერნეტსივრცეში და შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთმა ადამიანმა უშუალოდ სხვა ადამიანს გაუგზავნოს იგი, ყველანაირი შებრყოლების გარეშე. დეცენტრირებული ნიშნავს, რომ ეს ვალუტა არ იმყოფება არც ერთი ბანკის საკუთრებაში. შედარებისთვის, ლარის კურსს, მის მიმოცვლას აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

ბიტკოინის პროგრამა აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ორ რამეს:

  1. ბიტკოინის შექმნას მომხმაბელთა მიერ;
  2. ოპერაციების დადასტურებას.

პირველი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლები შეზღუდულნი არიან ახალი ბიტკოინების შექმნაში, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ვალუტა სწრაფადვე გაუფასურდებოდა. მოცემული პირობებით ბიტკოინი არა თუ იკლებს ფასში, არამედ მისი ღირებულება ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, პირველად 2009 წელს 10,000 ბიტკოინით იყო ნაყიდი ორი ცალი პიცა, დღესდღეობით კი უდრის დაახლოებით 4440 აშშ დოლარს. ამიტომ მრავალი ადამიანი აკეთებს ინვესტიციას ბიტკოინებში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ყიდის მათ გაზრდილ ფასად. თუ თქვენც გადაწყვიტეთ ამისი გაკეთება, გჭირდებათ საწყისი კაპიტალი და ამისთვის ეძებთ სესხს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს საიტზე განთავსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი.

როგორ გავხადო ბიტკოინი ჩემი შემოსავლის წყარო?

თუ ბიტკოინებში პირდაპირი ინვესტიცია თქვენთვის ზედმეტად სარისკოა ან გაქვთ არასაკმარისი საწყისი კაპიტალი, შეგიძლიათ განიხილოთ სხვა ვარიანტები. არსებობს ბიტკოინებით ფულის შოვნის ალტერნატიული შესაძლებლობა. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ე.წ. „მაინერი“ (პირდაპირი თარგმნით მემაღაროე). მთავარი რამ, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ გახდეთ მაინერი - არის ძლიერი ოპერაციული სისტემა. ბიტკოინის ნებისმიერი ტრანზაქციისთვის საჭიროა მისი დადასტურება, ე.წ. ვერიფიკაცია. ამისთვის საჭიროა ინფორმაცია ოპერაციის შესახებ იქნას გატარებული რაიმე სერვერზე. ზუსტად ამას ემსახურება მაინერების ოპერაციული სისტემა. ამისთვის საჭირო არის ძალიან ძლიერი კომპიუტერის ყიდვა და მისი ჩართვა ამ სისტემაში. ყველა ტრანზაქციიდან გარკვეული პროცენტი ერიცხება მაინერს, კონკრეტული მიმოცვლის სისტემის პირობების მიხედვით. მსგავსი ტექნიკა არ არის იაფი და სანამ ის სარგებელს მოგიტანთ, იქნება აუცილებელი გარკვეული ინვესტიცია ამ საქმეში. ამისთვის შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ჩვენი საიტის განყოფილებაში „მიკროკრედიტი“.

Bitcoin-ის უარყოფითი მხარეები

იმ კონფიდენციალურობას, რომელიც ასეთი მოსახერხებელია მრავალი ტრანზაქციისთვის და ამცირებს მის დანახარჯებს, ზოგიერთი კრიმინალი გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. მაგალითად, 2013 წელს ჰაკერული თავდასხმის შემდეგ მრავალი კომპიუტერი მოექცა ჰაკერების ზემოქმედების ქვეშ და დოკუმენტების აღსადგენად ისინი ითხოვდნენ კომპიუტერების მფლობელებისგან ბიტკოინის მეშვეობით გარკვეული თანხის გადმორიცხვას. იმის მიუხედავად, რომ ჰაკერული თავდასხმა მალევე ჩახშობილ იქნა, ჰაკერებმა მოასწრეს რამდენიმე ათეული ათასი დოლარის შესაბამისი ბიტკოინების მიღება.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცულები იყოთ, აუცილებელია ამ შესაძლებლობაში ნებისმიერ ჩართვამდე კარგად გაერკვიოთ ბიტკოინების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე. თეორიული ცოდნის გარდა, სასურველია იპოვოთ საიტები, სადაც არის მოცემული უშუალოდ მომხმარებლების გამოხმაურებები და კომენტარები ბიტკოინთან დაკავშირებით.