Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ გამოვიყენო გრძელვადიანი სესხი?

ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობის სპეციალიზაციის არეალს წარმოადგენს მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების გადაჭრა, რისთვისაც მათ მიმართავენ მომხმარებლები. თუმცა ზოგიერთ ადამიანს გააჩნია უფრო გრძელვადიანი ფინანსური გეგმები, ხოლო კრედიტის აღება არის წინასწარ განსაზღვრული და გათვლილი ნაბიჯი და არა მოულოდნელი პრობლემით გამოწვეული ქმედება.

 

ასეთი ადამიანების დასახმარებლად გაჩნდა ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი უფრო დიდი მოცულობის სესხებს იძლევიან რამდენიმე თვით ან უფრო დიდი ხნით. ზოგიერთი მიკროსაფინანსო კი მოხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურეობას - რამდენიმედღიანი სესხით დაწყებული ორწლიანი სამომხმარებლო სესხით დამთავრებული. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ მიზეზებსა და მიზნებს, რისთვისაც ადამიანები იღებენ გრძელვადიან სესხებს და მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე ყველაზე ხელსაყრელ შემოთავაზებას. სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მათი პირობების სანახავად, ეწვიეთ ჩვენს პორტალზე წარმოდგენილ რეიტინგს.

რისთვის მჭირდება გრძელვადიანი კრედიტი?

გრძელვადიანი სესხის მომხმარებლები ჩვენ პირობითად ორ ჯგუფად დავყავით. პირველ ჯგუფში გავაერთიანეთ ისინი, ვინც ასეთ სესხს იღებს იმისთვის, რომ შეიძინოს რაიმე ნივთი ან სერვისი და ისინი, ვინც კრედიტს იღებს უფრო მეტი თანხის გამოსამუშავებლად. მოდით, მიმოვიხილოთ ორივე ჯგუფი.

გრძელვადიანი კრედიტის აღება ნივთის/სერვისის საყიდლად. ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ ძვირადღირებული ტექნიკის, უძრავი ქონებისა ან მოგზაურობის ყიდვისთვის კრედიტის აღებას. ასეთი შენაძენისთვის გრძელვადიანი კრედიტის აღება მოსახერხებელია ორი ფაქტორის გამო - ის უფრო მეტად ზრდის სესხის თანხის ლიმიტს და ასევე იძლევა შესაძლებლობას უფრო მარტივად დაგეგმოთ მისი გადახდა თანაბარ ნაწილებად (მოკლევადიანი სესხის დროს, რა თქმა უნდა, მისი დაფარვა უფრო სასწრაფოდ უნდა მოხდეს). ამ შემთხვევაში შესაძლოა არჩევანს აკეთებდეთ სესხის აღებასა და თანხის შეგროვებას შორის. თუმცა სესხის აღებას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ უფრო ადრე დაიწყებთ შეძენილი ნივთის/სერვისის გამოყენებას და პარალელურად გადაიხდით თანხას, ხოლო თანხის შეგროვებისთვის უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ სასურველ ქონებაზე უარის თქმა.

გრძელვადიანი სესხის აღება ინვესტიციის გაკეთების მიზნით. ზოგჯერ ადამიანები დიდი რაოდენობის სესხებს იღებენ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს მოდელის შემუშავება და რისკების სწორად განსაზღვრა. სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია. ეს არა მარტო თქვენი ბიზნესის მომგებიანობაში დაგეხმარებათ, არამედ სესხის მიღებაშიც. თუ თქვენი ფინანსური გეგმები გამართულია და თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს მოდელში, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრების შემდეგ უფრო დიდი ალბათობით თქვენ მიიღებთ სასურველი კრედიტს.

საუკეთესო შემოთავაზებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან

როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობს ზოგიერთი მიკროსაფინანსო, რომელიც ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ზუსტად გრძელვადიანი სესხების გაცემაზე. თუმცა ანალოგიური შემოთავაზებები გააჩნია მრავალპროფილიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ჩვენ გამოვიკვლიეთ ორივე ტიპის კომპანიები და გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზებას გრძელვადიან სესხებთან დაკავშირებით.

Continental City Credit - გთავაზობთ იპოთეკურ და ბიზნეს სესხებს 500 ლარიდან 50,000 ლარამდე ოდენობით. სესხის დაფარვის ვადა მერყეობს 1-დან 60 თვემდე. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მოსახერხებელი სესხები უზრუნველყოფის გარეშე. ამ შემთხვევაში, თანხა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე, ხოლო მისი დაფარვის ვადა 1-და 36 თვემდე.

სესხი + (Swiss Capital) - ამ კომპანიას აქვს სპეციალური შემოთავაზება, რომელიც დაკავშირებულია თავდები პირების რაოდენობასთან. კრედიტის ლიმიტი მერყეობს შემდეგნაირად: ერთი თავდები პირის შემთხვევაში ლიმიტი არის 3500 ლარი, ორი თავდები - 6000 ლარი, ხოლო სამი თავდები პირი შემთხვევაში - 8000 ლარი. სესხის დაფარვა მომხმარებელს შეუძლია 3 თვიდან 48 თვემდე.

Mogo - ამ კომპანიის სპეციალიზაცია არის სესხი მანქანის უზრუნველყოფით, რომლის შემთხვევაში მანქანა თქვენს განკარგულებაში რჩება, და ასევე ავტოლიზინგი 90%-მდე თანადაფინანსებით. ამ კომპანიის მომსახურეობის გამოყენებისას თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სესხი 1000-დან 17000 ლარამდე ვადით 72 თვემდე.

Eurocredit - ამ კომპანიის საიტზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი მომსახურეობა - როგორც სესხი უზრუნველყოფის გარეშე, ასევე ავტოლიზინგი. სხვადასხვა ტიპის სესხების ოდენობა შეადგენს 1400 ლარიდან 50000 ლარამდე, ხოლო მისი დაფარვის ვადა მაქსიმუმ 36 თვეს შესაძლოა შეადგენდეს.

გარდა ამისა, არსებობს მრავალი სხვა კომპანია, რომელიც ასევე საინტერესო პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს. ნებისმიერი კომპანიის შერჩევის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია საბოლოოდ ამ სესხის მიღება. განაცხადის შესავსებად ან სესხთან დაკავშირებული გასაუბრებისთვის მოსამზადებლად თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი სტატია: „როგორ აფასებს კედიტორი მსესხებელს?