Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ დავიწყოთ სტარტაპი საქართველოში?

რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც გამოჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტრენდი - სტარტაპები. რა არის სტარტაპი? რომლებია საქართველოში ყველაზე ცნობილი სტარპატები? როგორ დავიწყოთ სტარტაპი? სად მოვიძიოთ ამისთვის საჭირო თანხა? ჩვენ ვეცდებით, ამ და სხვა კითხვებს პასუხი გავცეთ მოცემულ სტატიაში.

რა არის სტარტაპი?

სტარტაპს ბევრ სხვადასხვა ტიპის კომპანიას უწოდებენ და ზოგჯერ ეს რთულს ხდის ამ სიტყვის ზუსტი განმარტების დადგენას. ბოლო დროის განმავლობაში ეს სიტყვა გამოიყენება ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებმაც გამოიგონეს რაიმე პრობლემის გადაჭრის ახალი გზა, რომელიც აქამდე არ იყო თვალსაჩინო და მისი წარმატება ეჭვქვეშ დგას. ეს შეიძლება იყოს მაღალი ტექნოლოგიების გზით ადამიანის რაიმე საქმიანობის გამარტივება, ახალი დანადგარი სოფლის მეურნეობისთვის ან თუნდაც საინტერესო აპლიკაცია.

სტარტაპების სფეროები საქართველოში

როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში მრავალი სტარტაპი მომხმარებელს მაღალ ტექნოლოგიებს სთავაზობს. მაგალითად, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონება არის ბეჭედი, რომელშიც სხვადასხვა პროგრამების ჩაწერა არის შესაძლებელი - მაგალითად, საშვი სპორტდარბაზში, რამე სურათი ან ბმული, რომელიც მობილურ ტელეფონთან ბეჭდის ახლოს მიტანისთანავე, ამ მობილურში გაიხსნება.

გარდა ამისა, სტარტაპების მნიშვნელოვანი სფეროა მედიცინა. მაგალითად, არსებობს სტარტაპი, რომელიც 3D პრინტერის მეშვეობით ადამიანისთვის სხვადასხვა პროტეზების წარმოებას გეგმავს. გარდა ამისა, წელს ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სტარტაპი, რომელიც გამოიმუშავებს მუნჯი ადამიანებისთვის ხელთათმანებს, რომლებიც ალაპარაკდება ამ ადამიანების ხელის მოძრაობების მიხედვით.

და ბოლოს, საქართველოში სტარტაპების დიდი ნაწილი დაკავებულია აგრიკულტურის განვითარებით და გლეხებისთვის მათი შრომის გამარტივებით.

როგორ მოვიძიო საწყისი თანხა

თუ თქვენც გაქვთ იდეა, რომელიც საქართველოს რეალობას უკეთეს გახდის და რაიმე პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული და კრეატიული გზაა, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ საწყისი კაპიტალი ამ იდეის რეალიზაციისთვის. არსებობს ამ თანხის მოძიების მრავალი გზა.

პირველი მეთოდი არის სტარტაპებისთვის შექმნილ სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში არსებულ გრანტებზე აპლიკაციის შეტანა. ამ შემთხვევაში, თქვენ საკმაოდ გრძელი პროცესის გავლა მოგიწევთ და არაერთი კომისიის წინაშე წარდგებით თქვენი პროექტით.

მეორე გზა არის სხვადასხვა ბანკში სპეციალური კრედიტის მიღება, რომლებიც განკუთვნილია მცირე ბიზნესისთვის. მაგალითად, TBC ბანკს გააჩნია სპეციალური ვებ-გვერდი მსგავსი ბიზნესის დამწყებთათვის.

თუმცა ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა შეიძლება გამოდგეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კრედიტის მიღება. მართალია, ზოგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თანხის ლიმიტი საკმაოდ დაბალია, თუმცა ზოგიერთ მიკროსაფინანსოს აქვს საკმარისი ლიმიტი ბიზნესის დაწყებისთვის. ასევე ბევრი კომპანია კლიენტებს სთავაზობს გრძელვადიან სესხებს. იმაში, რომ უკეთ გაერკვიოთ სხვადასხვა კომპანიების პირობებში, დაგეხმარებათ ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი რეიტინგი. ეს რეიტინგი დაფუძნებულია როგორც ჩვენი თანამშრომლების კვლევაზე, ასევე მომხმარებელთა შეფასებებსა და კომენტარებზე.

მართალია, საკმაოდ რთულია პირველივე კრედიტზე დიდი თანხის მიღება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია, გახდეთ კონკრეტული მიკროსაფინანსო კომპანიის ერთგული მომხმარებელი და როდესაც კომპანია დაინახავს, რომ თქვენ პასუხისმგებელი მსესხებელი ბრძანდებით, უფრო დიდი ალბათობით მოგცემთ იმ თანხას, რომელიც ასე გჭირდებათ სტარტაპის დაწყებისთვის. საქართველოში საკმაოდ პოპულარულია მიკროკრედიტები (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში „საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტი“) და თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ერთ-ერთი მრავალი კმაყოფილი მომხმარებელთაგანი და გამოიყენოთ მიღებული თანხა თქვენი მომავალი ფინანსური უზრუნველყოფისთვის და საქართველოში აქტუალური პრობლემის გადაჭრისთვის.