Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ დავფარო კრედიტი დროულად?

კრედიტის აღება შესაძლოა მოხდეს სრულიად სხვადასხვანაირ სიტუაციაში. ზოგჯერ ეს არის წინასწარ განსაზღვრული და კარგად გათვლილი გადაწყვეტილება, როდესაც ადამიანს საკუთარი ფინანსები აწონ-დაწონილი აქვს და ზუსტად იცის როგორ და როდის გადაიხდის მათ. თუმცა ზოგ შემთხვევაში კრედიტის აღება არის ძალიან სპონტანური გამოსავალი რთული და მოულოდნელი მდგომარეობიდან. ამ შემთხვევაში, ადამიანი პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოიპოვოს იმ მომენტში პრობლემის გადასაჭრელად საჭირო თანხა - ამაში უკეთ გაერკვევით, თუ წაიკითხავთ ჩვენს სტატიას „სწრაფი ონლაინ სესხი“.

ასე სპონტანურად სესხის აღების დროს, ადამიანს არ აქვს ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ დაფარავს ის ამ დავალიანებას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები - სესხის დროულად გადაუხდელობა, დაკისრებული ჯარიმა და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელმა მოახერხოს ფინანსების სწორი მართვა. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლებიც დაგეხმარებიან დროულად დაფაროთ თქვენი კრედიტი.

ნელა ივლი - შორს წახვალ

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არის გადასახდელი თანხის განაწილება ტოლ პერიოდებად. მაგალითად, თუ თქვენ აღებული გაქვთ კრედიტი 3 თვით, მაშინ მთლიანი კრედიტის ბოლო რამდენიმე კვირაში გადახდას სჯობს გამოიყენოთ შემდეგი ტაქტიკა - თავიდანვე გაყოთ გადასახდელი თანხა კვირების რაოდენობაზე და თითოეული კვირის ბოლოს (აუცილებლად დაიწყეთ პირველივე კვირიდან!) გადაიხადეთ ეს ტოლი, უფრო მცირე, თანხა. პირველ რიგში, ეს უფრო მარტივია ვიდრე ბოლო ვადის მოახლოებისას გაცილებით დიდი თანხის მოძიება. გარდა ამისა, თუ თქვენი მუდმივი შემოსავალი არ არის საკმარისი ამ სესხის დაფარვისთვის, თქვენ ამას მიხვდებით ჯერ კიდევ დასაწყისში, დაახლოებით მეორე ან მესამე კვირის დროს. მაშინ თქვენ ჯერ კიდევ ბევრი დრო გექნებათ ამ პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, იხილეთ „სესხის გადავადების საუკეთესო გზები“ ან „როგორ გადავიტანო სესხი ახალ კრედიტორთან?

გარდა ამისა, ჩვენ გირჩევდით შესაძლებლობების მიხედვით რაც შეიძლება სწრაფად სესხის მთლიანად გადახდას. ამ შემთხვევაში, თქვენ დიდი ალბათობით დაზოგავთ საკმაოდ დიდ თანხას, რადგან სესხის ვადაზე ადრე დაფარვით თქვენ აღარ იხდით დარჩენილი დღეების პროცენტებს (ყოველი შემთხვევისთვის, ზუსტად გადაამოწმეთ ეს კრედიტორთან, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობაში თქვენ არ მოგიწევთ დარჩენილი პროცენტის გადახდა). ამას აქვს ასევე ფსიქოლოგიური უპირატესობა - თუ თქვენ ადრე დაფარავთ დავალიანებას, აღარ მოგიწევთ ამაზე ფიქრი და შეძლებთ თქვენი ფინანსების გადანაწილებას სხვა სასიამოვნო საქმიანობაზე. და ბოლოს, ეს ძალიან დადებითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და დიდი ალბათობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელშიც თქვენ დროულად ან ვადაზე ადრე დაფარეთ დავალიანება, მომავალშიც მზად იქნება მოგცეთ კრედიტი. შესაძლოა, უფრო მომგებიანი და მოსახერხებელი პირობებითაც კი.