Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ ებრძვიან თაღლითობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

დღესდღეობით ძალიან მარტივია სწრაფი სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ მიკროსაფინანსო კომპანიის საიტზე. ყველაზე მომგებიანი სესხის მისაღებად, გაეცანით სტატიას „ონლაინ სესხების საუკეთესო შემოთავაზებები“ ჩვენს პორტალზე.

პროცედურების ასეთ სიმარტივესთან დაკავშირებით ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა - როგორ იზღვევს თავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თაღლითობისგან. მაგალითად, თუ ადამიანმა სხვისი პირადი მონაცემები გამოიყენა იმ მიზნით, რომ შემდგომში სესხი არ დაფაროს და კომპანიამ იგი ვეღარ იპოვოს.

უსაფრთხოების ზომები საიტზე

ჯერ კიდევ სასესხო განაცხადის ბოლომდე გაფორმებამდე, თქვენ უკვე გადიხართ უსაფრთხოების მიზნით შემოწმების რამდენიმე ეტაპს. მაგალითად, მრავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე საკონტაქტო ინფორმაციის მითითებისას (მობილური ტელეფონი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) თქვენ უნდა გაიაროთ ამ ინფორმაციის ვერიფიკაცია. მაგალითად, საიტზე შეიყვანოთ მობილურზე მოსული კოდი ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოსული კოდური სიტყვა. ამრიგად, კრედიტორი ამოწმებს, რომ ეს საკონტაქტო წყაროები ნამდვილად თქვენ გეკუთვნით და მომავალში საჭიროების შემთხვევაში ის შეძლებს მათი გამოყენებით თქვენთან დაკავშირება.

შემდეგი მნიშვნელოვანი შემოწმება, რომელსაც იყენებს მრავალი ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არის საბანკო ანგარიშის დადასტურება 1 თეთრის გადარიცხვის გზით. ამით თქვენ პირველ რიგში ადასტურებთ, რომ საბანკო ანგარიში მოქმედია და არ არის დაბლოკილი. თუმცა გარდა ამისა, აძლევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას იმის შესაძლებლობას, რომ შეამოწმოს ემთხვევა თუ არა თქვენ მიერ მითითებული სახელი და გვარი ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს - ეს ავტომატურად გამოჩნდება ამ ტრანზაქციის შესრულების შემდეგ. თუ თქვენ აფორმებთ კრედიტს სხვისი სახელით საკუთარ ანგარიშზე, მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შესაძლოა დამატებითი კითხვები გაუჩნდეთ, რომელსაც ისინი დაგისვამენ სანამ დაადასტურებენ თქვენს განაცხადს.

დამატებითი ტექნოლოგიები

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნასთან ერთად თითქმის ყველანაირ შემთხვევაში გამოიჭირონ თაღლითები. მაგალითად, ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იმასაც კი აკვირდებიან, თვითონ შეიყვანა ადამიანმა საკუთარი სახელ და გვარი თუ საიდანღაც დააკოპირა. ისინი საეჭვო შემთხვევებში აქცევენ ყურადღებას იმას, თუ საიტის რომელ გვერდზე რამდენი დრო გაატარა ადამიანმა და ა.შ. ასეთი და სხვა ტექნოლოგიები არის თითოეული ორგანიზაციის საიდუმლო ინფორმაცია და ემსახურება ამ ორგანიზაციისა და მისი კლიენტების უსაფრთხოებას. უფრო დაწვრილებით იმის, შესახებ თუ როგორ ამოწმებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია განაცხადს, გაიგეთ სტატიაში: „როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?

შეჯამება

თუ თქვენ ამ ზომების მიუხედავად გახდით თაღლითობის მსხვერპლი - მაგალითად, თქვენს სახელსა და გვარზე ვინმე სხვამ აიღო სესხი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ პირველ რიგში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელშიც მოხდა ეს შემთხვევა. თაღლითის გამოჭერა და არამიზნობრივი სესხის გაუქმება შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ინტერესებშიც. ამის წინასწარ თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის დაცულად იქონიეთ თქვენი პირადი ინფორმაცია და არ გაუზიაროთ ის უცხო ადამიანებს.

რა თქმა უნდა, არავინ არ არის სრულიად დაცული თაღლითების საქმიანობისგან, მათ შორის არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თუმცა ისინი ყველანაირად ცდილობენ და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ არასასურველი ქმედებები და ასევე დაიცვან საკუთარი მომხმარებლები და მათი პირადი მონაცემები.