Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

როგორ მივიღოთ ფინანსური გადაწყვეტილებები სწორად?

მიკროსესხების, კრედიტების გაფორმების დროს, საკუთარი ბიზნესის დაწყებისას ან ფულის სხვისთვის სესხებისას ჩვენ ვიღებთ ამა თუ იმ ფინანსურ გადაწყვეტილებას. მრავალი ადამიანის უბედურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კარგად ვერ აანალიზებენ საკუთარ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს იღებენ ზედმეტად სწრაფად ან ვერ ხვდებიან, როგორ აზროვნებენ სხვა ადამიანები. ჩვენ მოგიყვებით ყველაზე საინტერესო ტექნიკების შესახებ, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება პირადი ეფექტურობისა და კეთილდღეობის ამაღლებაში.

ეტაპების მოდელი

როგორ მივიღოთ ფინანსური გადაწყვეტილებები სწორად?ეს მოდელი გამოიმუშავა ამერიკელმა მეცნიერმა ჰერბერტ საიმონმა. მოდელის დაფუძნებულია იმ მტკიცებულებაზე, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია რაღაც ეტაპი, რომელიც მოქმედებს მისი კმაყოფილების დონეზე. ყველაფერი, რაც ამ ეტაპის მაღლა არის კარგია, ყველაფერი რაც დაბლაა - ცუდი. მაგალითად, მრავალ ადამიანს მიაჩნია, რომ მიკროსესხებისა ან კრედიტების გაფორმება ძვირადღირებული ტექნიკის საყიდლად არის სრულიად მიზანშეწონილი ნაბიჯი. როგორც წესი, ასეთი ტექნიკა აქვს მის ოჯახს, ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავს და ეს ადამიანები თვლიან, რომ მისი ქონა - სრულიად ნორმალური სურვილია და არ არის არაფერი ცუდი იმაში, რომ ამ სურვილის მისაღწევად სესხი აიღო.

იმ ადამიანებს კი, რომელთა გარემოცვაში არავის არ გააჩნია მსგავსი ტექნიკა, ხშირ შემთხვევაში აზრადაც არ მოსდით ამ ტექნიკის ყიდვაზე ოცნებობა, მით უმეტეს მის შესაძენად სესხის აღება. გამოდის რომ ადამიანი ახდენს საკუთარ ცნობიერებაში რაღაც კრიტერიუმების ფორმირებას, ხოლო შემდეგ ამ კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნებისმიერ საგანს, იმის მიხედვით, ახლოს დგას თუ არა იგი კმაყოფილების ეტაპთან.

დეკარტის კვადრატი

ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ფინანსურ გადაწყვტილებებს მათი შედეგების გაანალიზების გარეშე. სპონტანურად რაღაცის ყიდვა, ნაცნობისთვის სესხის მიცემა და ა.შ. - ეს არის სიტუაციები, როდესაც ვითვალისწინებთ მხოლოდ სურვილებს და არა რეალურ შესაძლებლობებს. არსებობს ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგების გაანალიზების ძალიან ეფექტური მეთოდი - დეკარტის კვადრატი.

ამ მეთოდის არსი ძალიან მარტივია. იხატება კვადრატი, რომელიც გაყოფილია ოთხ ტოლ ნაწილზე. თითოეულ მათგანში იწერება თითო კითხვა:

  • რას დავკარგავ, თუ არ მივიღებ გადაწყვეტილებას (ზედა მარცხენა ნაწილი);
  • რას მივიღებ, თუ არ მივიღებ გადაწყვეტილებას (ქვედა მარცხენა ნაწილი);
  • რას მივიღებ, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას (ზედა მარჯვენა ნაწილი);
  • რას დავკარგავ, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას (ქვედა მარჯვენა ნაწილი).

კვადრატის თითოეულ ნაწილში აუცილებელია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგების ჩამოწერა, რომლებიც მოჰყვება გადაწყვეტილების მიღებასა ან არ მიღებას. გარდა ამისა, სასურველია თითოეული შედეგის გვერდით ციფრის დაწერა - შედეგი წონა. შემდეგ საკმარისია უბრალოდ შეაჯამოთ რიცხვები კვადრატის თითოეულ ნაწილში. თუ, მაგალითად, ყველაზე მაღალი ჯამი გამოვიდა ნაწილში „რას მივიღებ, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას“, მაშინ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უნდა მიიღოთ.

რა თქმა უნდა, დეკარტის კვადრატის გამოყენება გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ დრო ანალიზის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. მაღაზიაში ჩვეულებრივი საყიდლის გაკეთების წინ თქვენ, ცხადია, ვერ მოახერხებთ ამ კვადრატის დახატვას. ამის მიუხედავად, ყველაფრის გაანალიზების ჩვევის გამომუშავება ძალიან გამოგადგებათ თითოეული გადაწყვეტილების მიღების წინ. ამის შედეგად ადამიანი იწყებს პატარა ნაბიჯების გაანალიზებასაც კი, რასაც უდავოდ მოჰყვება უფრო ეფექტური და გააზრებული გადაწყვეტილებები.