Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

რომელი პროფესია განაპირობებს მარტივ კრედიტს?

სესხზე განაცხადის შევსებისას კანდიდატი მრავალ ინფორმაციას უთითებს საკუთარი თავის შესახებ - ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, ყოველთვიური შემოსავალი და სხვა. ზოგჯერ კრედიტორი ისეთ ფაქტორებსაც აქცევს ყურადღებას, რომელიც სრულიად უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს. იმის შესახებ, თუ რას აქცევენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყველაზე მეტ ყურადღებას, გაიგეთ ჩვენს სტატიაში: „როგორ აფასებს კრედიტორი მსესხებელს?

მოცემულ სტატიაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სესხის მიღებაზე კანდიდატის პროფესიის შესახებ - რამდენად ხშირად ითხოვენ ამას კრედიტორები (ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები), რომელი პროფესიების შემთხვევაში იქნება უფრო მარტივი კრედიტის მიღება და როგორ შეიძლება გავიუმჯობესოთ ჩვენი შანსები.

რამდენად ხშირად აინტერესებს კრედიტორს მსესხებლის პროფესია?

სესხის მისაღებად აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნები განსხვავდება თითოეული კრედიტორის მიხედვით. როგორც წესი, ყველაზე მეტი დეტალის მითითება საჭირო არის ბანკში კრედიტის აღებისას. ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, შესავსები ინფორმაციის სია გაცილებით უფრო მოკლეა და ამიტომ განაცხადის შევსება უფრო მარტივი და სწრაფია.

თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც ხშირად აინტერესებს მსესხებლის პროფესია. რომ დავაზუსტოთ, მათ აინტერესებს ის სპეციალობა, რომლითაც ადამიანი მუშაობს და არა ის პროფესია, რომელიც მან ფორმალურად შეისწავლა კოლეჯსა ან უნივერსიტეტში. ზოგჯერ განაცხადში ჩვენ მარტო სამუშაო ადგილისა და ყოველთვიური ანაზღაურების მითითება გვჭირდება, რითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაბამისი განყოფილება მაინც იგებს, თუ დაახლოებით რა პოზიციაზე მუშაობს ადამიანი.

რომელ პროფესიას ენდობიან კრედიტორები?

კრედიტორისთვის მსესხებლის პროფესიის განხილვისას მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი - შემოსავლიანობა და სტაბილურობა. თუ ეს ორივე ფაქტორი ახასიათებს მოცემულ პროფესიას, მაშინ ის ყველაზე მომგებიანი გამოდის. თუმცა ცალკე ერთ-ერთი ფაქტორიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სწრაფი სესხის მიღების პროცესი გაამარტივოს.

მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ენდობიან მასწავლებლებს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სამუშაოა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მასწავლებლებს შედარებით დაბალი ანაზღაურება აქვთ. კრედიტორები ასევე დიდი ნდობით არიან განწყობილები მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების მიმართ, მაგალითად დიდი ბიზნესის დირექტორებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

ამის საპირისპიროდ, კრედიტორები ნაკლებად ენდობიან იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ არასტაბილური პროფესია. მაგალითად, მცირე ბიზნესის მფლობელისთვის სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფრო დიდი ყურადღებით იქნება. როგორც წესი, იგივე ეხება მმართველ პარტიასა ან კონკრეტულ ინვესტიციაზე დამოკიდებულ სამსახურსაც, რომელიც შესაძლოა ერთ დღეს დაკარგოს ადამიანმა და კრედიტი დროულად ვეღარ დაფაროს.

როგორ გავიუმჯობესო კრედიტის მიღების შანსები?

ნებისმიერი პროფესიის ქონის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ სხვა პუნქტების მიხედვითაც კარგი შთაბეჭდილება შეუქმნათ პოტენციურ კრედიტორს. გარდა ამისა, თუ თქვენ თვლით, რომ პროფესია არ გიწყობთ ხელს სესხის მიღებაში, მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფართო არჩევნიდან შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი კომპანია, რომელიც ამ ინფორმაციას არც ითხოვს და მხოლოდ სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი სტატია: „როგორ ავირჩიოთ მიკროსაფინანსო კომპანია?