შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სად არის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი?

მსოფლიოში არაერთი ფინანსური ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც იმ ქვეყნებისგან შედგება, სადაც კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ ყველაზე დაბალია.

ეს რეიტინგი მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეკონომისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გააანალიზონ მაღალ პოზიციებზე მყოფი ქვეყნების პოლიტიკა და ხელი შეუწყონ მდგომარეობის გაუმჯობესებას საკუთარ ქვეყანაში. თუმცა ის ასევე საინტერესოა რიგითი მსესხებლისთვის, რათა შეექმნას ზოგადი წარმოდგენა მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. უშუალოდ საქართველოში მდგომარეობის შესახებ უფრო მეტის გასაგებად, წაიკითხეთ ჩვენი სტატია „საქართველოში ონლაინ სესხების ბაზრის მიმოხილვა“.

ქვეყნების რეიტინგი

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნების ტოპ ათეული გამოიყურება შემდეგნაირად:

  1. შვეიცარია - ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენს მინუს 0,75%-ს. დიახ, ზუსტად უარყოფით რიცხვს. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სუბსიდიებს უკეთებს კიდევაც ბანკებს, რათა მათ უფრო მეტი სესხი გასცეს მომხმარებლებზე.
  2. დანია - შვეიცარიის მსგავსად, აქაც საპროცენტო გაკავეთის რიცხვი უარყოფითია, კერძოდ -0,65%.
  3. შვედეთი - აქ საშუალო საპროცენტო განაკვეთი -0,5%-ს შეადგენს.
  4. იაპონია - შორეულ აღმოსავლეთში მდებარე „ამომავალი მზის ქვეყანა“ კრავს მსოფლიოში ქვეყნების ოთხეულს, სადაც კრედიტებზე უარყოფითი საპროცენტი განაკვეთია. აქ ეს მაჩვენებელი -0,1%-ს უდრის.
  5. ბულგარეთი - ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, რომელიც საქართველოდან არც ისე შორს მდებარეობს და ასევე გადის შავ ზღვაზე, ამ რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს და მასში საპროცენტო განაკვეთი სესხებზე საშუალოდ ნულს უდრის.

მეექვსე ადგილს ზოგჯერ ქვეყნის ნაცვლად აძლევენ ევროკავშირს, რომელიც აქ მოიაზრება როგორც ერთი ეკონომიკის მქონე გაერთიანება. 2014 წელს არაერთ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთის საგრძნობლად შემცირების შემდეგ, ის ნულს მიუახლოვდა.

რეიტინგის შემდეგი ხუთეული შედგება ამ ქვეყნებისგან: ისრაელი, სამოა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და ფიდჯის კუნძულები. ამ სახელმწიფოების საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 0,1%-დან 0,5%-მდე.

რა განაპირობებს დაბალ საპროცენტო განაკვეთს?

როგორც ამ რეიტინგში ნათლად ჩანს, ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი შეინიშნება განვითარებულ ქვეყნებში. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე - ზოგად ეკონომიკურ ზრდაზე ქვეყანაში, კონკრეტული რეგულაციებზე, რომლებიც ზღუდავს ფინანსური სექტორის აქტივობასა და მრავალ სხვა ფაქტორზე.

როგორი მდგომარეობაა საქართველოში?

მართალია, თუ სესხებთან რაიმე შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი როგორც სამომხმარებლო, ისევე სხვა ტიპის სესხებზე. თუმცა არ ღირს მარტო ამაზე დაფუძნებით იმ დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოში სესხები ძვირია. თუ საქართველოს შევადარებთ მისი ეკონომიკის ზომებით მსგავს ქვეყნებს, მაშინ დავინახავთ, რომ მდგომარეობა არც თუ ისე სავალალოა. მაგალითად, რუსეთთან და აზერბაიჯანთან შედარებითაც კი საქართველოში გაცილებით უფრო იაფი სესხებია. ეს ასევე გამოწვეულია ამ ორ ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობით.

რაც შეეხება განვითარებული ქვეყნებისა და საქართველოს შედარებით, რეიტინგის ტოპ ქვეყნებში მრავალი მიმართულებით უფრო კარგი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში, რაც ხსნის სესხების ფასსაც. თუმცა 25-წლიანი განვითარების ისტორიის მქონე საქართველოს ეკონომიკისთვის, ის საკმაოდ კარგ ადგილას დგას და შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუტოლდეს და გაუსწროს კიდევაც. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების განათლება, მათ შორის ფინანსურ სექტორში, ამიტომ გაეცანით ჩვენს სხვა სტატიებსაც, მაგალითად: „როგორ მივიღოთ ფინანსური გადაწყვეტილებები სწორად?