Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სად იღებენ კრედიტებს ყველაზე ხშირად?

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სესხის მიღება გახდა ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ფაქტობრივად საქართველოს ნებისმიერი კუთხეში, რადგან თანხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტთან წვდომით და საჭირო არ არის არსად მისვლა. უფრო დაწვრილებით სესხების მიღების საშუალებების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში: „ონლაინ-სესხის მიღება და დაფარვა“.

საინტერესოა, რამდენად შეცვალა ონლაინ-კრედიტების განვითარებამ სტატისტიკა დასახლებული პუნქტების მიხედვით. მოდით ერთად ვნახოთ, სად იღებენ უფრო მეტად სესხებს - დიდ დასახლებულ პუნქტებში, პატარა ქალაქებში თუ სოფლებსა და დაბებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლების გეოგრაფია

საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ მჭიდროდ არის კონცენტრირებული ყველაზე დიდ ქალაქში - თბილისში. მის შემდეგ რეიტინგში სიდიდით მეორე ქალაქი დაახლოებით ათჯერ უფრო პატარაა. ამის მიუხედავად, სესხებს საკმაოდ ხშირად იღებენ სხვა ქალაქებშიც.

რაოდენობრივად მსესხებლები განაწილდნენ დაახლოებით ქალაქების სიდიდის მიხედვით - თბილისის შემდეგ მოდის ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. თუმცა სესხებს ხშირად იყენებენ ასევე სხვა ადგილებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არსებობს ისეთი ოფისები, როგორიც არის UniPay და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამარტივებენ სწრაფი სესხების მიღებას.

ყველაზე მეტი მსესხებელი

ყველაზე მეტი მსესხებელი ფიქსირდება თბილისში. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაზე ხშირად იპოთეკურ სესხებსა და ბიზნეს სესხებზე ზუსტად აქ იღებენ, რადგან საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ნახევარზე მეტი ზუსტად ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარეობს.

რაც შეეხება უფრო მარტივ, მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებს, მათ ძალიან ხშირად იღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სხვა დასახლებულ პუნქტში, თუმცა ამჟამად ცხოვრობენ თბილისში. ეს დაკავშირებულია ამ ადამიანების სტატუსთან - ხშირად ისინი არიან სტუდენტები, რომელთაც დამატებით თანხა სჭირდებათ სწავლის საფასურის დასაფარად. ან უფრო ზრდასრული ადამიანები, რომლებიც კარიერის დაწყებასა ან გაგრძელებას თბილისში გეგმავენ და ამის გამო აქ საცხოვრებლად გადმოვიდნენ, თუმცა ჯერ არ უპოვიათ სამსახური და დროებითი დახმარების სახით სჭირდებათ სესხები.

ვის აქვს უპირატესობა?

დღესდღეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აბსოლუტური უმეტესობა მოქმედებს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ფარგლებში. ისინი არ არიან შეზღუდულები, რადგან მათი აქტივობის დიდი ნაწილი გადასულია ვირტუალურ სივრცეში, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან არის მისაწვდომი და შესაძლებელს ხდის ონლაინ კრედიტის მიღებას.

საინტერესოა, რომელი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს აქვთ უფრო მეტი შანსი, რომ მიიღონ დადებითი პასუხი სესხის მისაღებად? ჩვენი მისამართი ხომ ერთ-ერთი პირველი რამ არის, რასაც ვუთითებთ სწრაფ სესხზე განაცხადის შევსებისას. აღმოჩნდა, რომ დასახლებულ პუნქტს ფაქტობრივად არ ენიჭება ყურადღება. კრედიტორები ძირითადად სულ სხვა ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას - პირველ რიგში, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, მისი შემოსავლის წყაროსა და ოდენობას და სხვა კრიტერიუმებს. ჩვენ ავირჩიეთ რამდენიმე ასეთი კრიტერიუმი და მათ შესახებ დავწერეთ შემდეგ სტატიებში: „რა ასაკშია მარტივი კრედიტის მიღება?“ და რომელი პროფესია განაპირობებს მარტივ კრედიტს?