Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

საზღვარგარეთ წასვლა აქტიური სესხით

როდესაც ჩვენ ვემზადებით საზღვარგარეთ წასასვლელად, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ შესაძლოა ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. მაგალითად, ჩვენი ფრენა გადაიდოს ან რამე მნიშვნელოვანი ნივთი სახლში დაგვრჩეს.

თუმცა სასურველია, რომ წინასწარ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ საზღვარზე პრობლემები არ შეიქმნას. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლოს წლების განმავლობაში, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლება. ბევრ მსესხებელს გაუჩნდა კითხვა, შეგვიძლია თუ არა საზღვარგარეთ გამგზავრება იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს დაფარული არსებული სესხი?

ასევე ჩვენ ადრე განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სესხების აღების შესაძლებლობა, რომლის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში: „კრედიტი საზღვარგარეთ - ფანტაზია თუ რეალობა?

ვინ იცის ჩვენი კრედიტის შესახებ?

როდესაც ვაფორმებთ კრედიტს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა ან ბანკში, ეს ინფორმაცია ინახება მოცემული კომპანიის მონაცემთა ბაზაში. თუმცა დროის გავლის შემდეგ, ისინი ამ ინფორმაციას ამატებენ მომხმარებელთა საერთო საკრედიტო ისტორიაში, განსაკუთრებით თუ გაქვთ დაგვიანება კრედიტის დაფარვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებული სესხის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ კრედიტორს და საერთო მონაცემთა ბაზას. არც ერთ მათგან მესაზღვრეები არ ამოწმებენ, როდესაც თქვენ ცდილობთ საზღვარგარეთ წასვლას. მაშინ როგორ შეიძლება მათ გაიგონ თქვენი კრედიტის შესახებ?

სესხის სხვადასხვა ტიპები

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მხოლოდ სესხის არსებობა არანაირ პრობლემას არ გიქმნიათ საზღვარზე. თუ თქვენ დროულად ფარავთ თქვენს დავალიანებას, მაშინ მიუხედავად მისი ოდენობისა, იქნება ეს რამდენიმე ასი ლარი თუ ათასობით დოლარი, თქვენ გაქვთ სრული უფლება დატოვოთ საქართველო და წახვიდეთ სამოგზაუროდ თუ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, არავინ არაფერს არ გეტყვით.

პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც თქვენ აგვიანებთ სესხის დაფარვას და გაქვთ დაუფარავი გადახდები ამ კრედიტზე. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საზღვარზე გაგაჩერონ. არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და არც ბანკს არ აქვს უფლება, რომ მესაზღვრეებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახე, რომ თქვენ კრედიტი გაქვთ და ამის გამო არ გაგიშვან საზღვარზე.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც თქვენი დაუფარავი კრედიტის გამო შეუძლია საზღვარზე სირთულეები შეგიქმნათ, არის სასამართლო. თუ თქვენი დაუფარავი კრედიტის საქმე გადაცემულია სასამართლოში, ხოლო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თქვენ არ უნდა გაგიშვათ საზღვარზე მანამ, სანამ არ დაფარავთ არსებულ დავალიანებას - მაშინ მოსაზღვრეები არ გაგიშვებენ საზღვარზე.

აქვე ერთი შენიშვნა - თქვენ პრობლემები შეგექმნებათ კონკრეტულად საქართველოს დატოვებაზე. ხოლო სხვა ქვეყანაში შესვლისას კრედიტის გამო არასდროს არ გეტყვიან შემოსვლაზე უარს, რადგან მათ პირველ რიგში არ აქვთ მსგავსი ინფორმაცია, ხოლო მეორე რიგში სხვა ქვეყნის მოსაზღვრეებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გაქვთ თქვენს ქვეყანაში აქტიური ვალი თუ არა.

როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა

თუ თქვენ გაქვთ ყველაზე ცუდი სცენარი და თქვენი სესხის შესახებ საქმე გადაცემულია სასამართლოში, ხოლო მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება თქვენ მიერ ქვეყნის არდატოვების შესახებ. ამავდროულად, გჭირდებათ წახვიდეთ საზღვარგარეთ, მაშინ აუცილებელია ეს პრობლემა გადაჭრათ. ამისი რამდენიმე გზა არსებობს.

პირველი და ყველაზე ჩვეულებრივი გზა არის სესხის დაფარვა. თუ თქვენ დაფარავთ დავალიანება, მაშინ სასამართლოს არ ექნება არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თქვენ საზღვარზე არ გაგიშვან და ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო ცვლილების ელექტრონულ რეესტრში შეტანას შესაძლოა 2-3 კვირა დასჭირდეს, ამიტომ მიზანშეწონილია კრედიტის დაფარვა გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე. ამის შესახებ წაიკითხეთ სტატია: „როგორ დავფარო კრედიტი დროულად?

თუ პირველი ვარიანტი ვერ ხერხდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თანხა სამოგზაუროდაც გჭირდებათ და მას კრედიტზე ამ მომენტში ვერ გამოიყენებთ, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს კრედიტორს. შესაძლოა, ის დაგთანხმდეთ, რომ გადაავადოს თქვენი დავალიანება. განსაკუთრებით ხშირად ამაზე თანახმა არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ შემთხვევაში თქვენ კვლავ გექნებათ არსებული სესხი იმავე კომპანიაში, თუმცა მისი სტატუსი შეიცვლება და თქვენ დროულად გადამხდელის როლს დაუბრუნდებით.

და ბოლოს, თუ კომპანია უარს იტყვის სესხის გადავადებაზე თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სესხი სხვა ბანკსა თუ მიკროსაფინანსოში, რათა დაფაროთ არსებული დავალიანება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში შესაძლოა სესხი უფრო ძვირი დაგიჯდეთ (ანუ პროცენტული განაკვეთი იქნება უფრო მაღალი), თუმცა ეს დაგიმატებთ დროს მის დასაფარად და ასევე მოგცემთ შესაძლებლობას წახვიდეთ საზღვარგარეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ განიხილოთ ოჯახის წევრებისგან ან მეგობრებისგან თანხის თხოვნის შესახებ.

თუ ზემოდან რომელიმე ვარიანტს შეასრულებთ, მაშინ თქვენ უპრობლემოდ წახვალთ საზღვარგარეთ, არსებული კრედიტის პირობებშიც.