Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

საკრედიტო ბარათი თუ სწრაფი სესხი - რომელია უფრო მომგებიანი?

საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა საკრედიტო ბარათები და ისინი ჯერ არ სარგებლობს დიდი პოპულარობით. მათგან განსხვავებით, სწრაფ სესხებს (მათ შორის ონლაინ სესხებს) ძალიან ხშირად იყენებს საქართველოს მოსახლეობა. რით არის გამოწვეული სწრაფი სესხების ასეთი დიდი მოთხოვნა? რა შემთხვევაში არის საკრედიტო ბარათის აღება მომგებიანი? ამ სტატიაში ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ საკრედიტო ბარათსა და სწრაფ სესხებს, რათა გავიგოთ, რომლის აღება არის უფრო მომგებიანი.

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათს, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის სესხს, გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ თვისებების გაგების შედეგად უფრო მარტივი ხდება სიტუაციის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება - ღირს თუ არა საკრედიტო ბარათის აღება.

პირველ რიგში, დავიწყოთ საკრედიტო ბარათის აღების პროცედურით. ის, როგორც წესი, უფრო რთულია და დაკავშირებულია უფრო დიდ დროსა და ენერგიასთან, რადგან აუცილებელია ფიზიკურად ბანკში მისვლა, დოკუმენტაციის შევსება და შემდეგ რამდენიმე დღეში ბარათის მიღება. ამ მხრივ მას რამდენჯერმე უგებს სწრაფი ონლაინ სესხები, რადგან მათ მისაღებად სახლიდან გასვლაც კი არ არის საჭირო.

თუმცა შესაძლოა საკრედიტო ბარათს ჰქონდეს უფრო დიდი თანხის ლიმიტი, ვიდრე სწრაფ სესხს. ასევე მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკების მიხედვით იცვლება. როგორც წესი, საკრედიტო ბარათი უფრო მოსახერხებელია ხშირი და მცირე ზომის დანახარჯებისთვის, რადგან მისი ერთხელ აღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რამხელა თანხის დახარჯვა გსურთ. თქვენ შემდეგ მხოლოდ დახარჯული თანხის პროცენტებს უხდით ბანკს.

სწრაფი სესხები

სწრაფი სესხების მთავარი უპირატესობა არის მათი მიღების სიმარტივე. როგორც წესი, თქვენ არ გჭირდებათ არც გირაო, არც თავდები პირი. ზოგ შემთხვევაში არაა აუცილებელი პირობა ყოველთვიური შემოსავლის ქონა. ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო კომპანია განაცხადს 15 წუთის განმავლობაში განიხილავს (ზოგი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებით, ავტომატურ დონეზე 2-3 წუთშიც კი გიბრუნებთ პასუხს!). შემდეგ თანხა პირდაპირ თქვენს ანგარიშზე ირიცხება და არც გჭირდებათ სახლიდან გასვლა. უფრო დეტალურად სხვადასხვა კომპანიის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს რეიტინგში.

ამ დადებითი მხარეების გათვალისწინებით, სწრაფ სესხსაც აქვს თავისი სუსტი წერტილები. საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ კონტროლდება დახარჯეთ თქვენ სესხის თანხა თუ საერთოდ არ გამოგიყენებიათ ის. შესაბამისად ვადის ბოლოს თქვენ გიწევთ მთლიანი სესხის ოდენობის პროცენტების გადახდა. ამიტომ თქვენ წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რამხელა თანხის მიღება გჭირდებათ სწრაფი სესხის სახით, რათა ზუსტად ეს თანხა აიღოთ და არ გადაიხადოთ ზედმეტი პროცენტები.

დასკვნა

როგორც საკრედიტო ბარათს, ისე სწრაფ ონლაინ სესხებს აქვს ბევრი დადებითი და ასევე უარყოფითი მხარეები. იმისთვის, რომ თქვენ რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯოთ კრედიტზე და მიიღოთ მაქსიმალური მოგება, აუცილებელია სიტუაციის სწორად შეფასება და ორივე ვარიანტის შესახებ ინფორმაციის ფლობა.

რომ დავასკვნათ, საკრედიტო ბარათის აღება უფრო მომგებიანია მაშინ, როდესაც თქვენ დიდი ხნით გსურთ სესხის აღება, თუმცა არ იცით ზუსტად, რა რაოდენობის ფული დაგჭირდებათ - ანუ აპირებთ, რომ დროდადრო თანდათან ხარჯოთ ეს თანხა პატარა შენაძენებზე. ხოლო სწრაფი სესხის მიღება უმჯობესია იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ზუსტად იცით კონკრეტული თანხა, რომელიც გჭირდებათ. სწრაფი სესხები დაგეხმარებათ მოკლევადიანი ფინანსური პრობლემების გადაჭრაში და მათი მიღება არის ძალიან მარტივი და ცოტა დროს საჭიროებს. სავარაუდოდ, ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს მაცხოვრებლები ძალიან აქტიურად იყენებენ სწრაფ ონლაინ სესხებს. ამასთან დაკავშირებით, წაიკითხეთ ჩვენი სტატია:  „საქართველოში გაცემულია 4 მილიონი ონლაინ-კრედიტი“