Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

საქართველოში ონლაინ სესხების ბაზრის მიმოხილვა

Solva.ge-ს მიმოხილვა, როგორ შეიცვალა ონლაინ სესხების პირობები რეგულაციის შემდეგ.

2017 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა რეგულაციები ონლაინ სესხების ინდუსტრიის მიმართ, რაც გულისხმობდა საპროცენტო განაკვეთის და სესხის გაცემის პროცედურის გამკაცრებას. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100% ით განისაზღვრა და დაწესდა შემდეგი შეზღუდვები:

  • კომპანიებმა მსესხებლის გადახდისუნარიანობა და საკრედიტო ისტორია  აუცილებლად უნდა გადაამოწმონ
  • ერთ პიროვნებაზე გაცემული პარალელური სესხები უნდა შეიზღუდოს შემოსავლის გათვალისწინებით
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად უნდა იყოს დასახელებული სესხის შეთავაზებისას
  • სესხის რამდენჯერმე გადავადება უნდა შეიზღუდოს
  • ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებელები უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი
  • დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა (22 წლამდე)
  • გაუმჯობესდეს სესხის რესტრუქტურიზაციის პირობები

საკრედიტო ბაზარზე 40-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი, სადაც სესხის აღება მარტივად, ზედმეტი საბუთების შეგროვების გარეშე შეეძლოთ. კომპანიების რაოდენობის ზრდა სწორედ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული. მომხმარებლებს მოსწონდათ შეთავაზებული პირობა – აიღონ მატივი სესხისახლიდან გაუსვლელად, თანხის მისაღებად არ დახარჯონ დრო და ეფექტურად მოაგვარონ ფინანსური პრობლემა. სწრაფი სესხების უპირატესობა მის სისწრაფეში, მარტივად ხელმისაწვდომობაში და მოქნილობაში გამოიხატება. თანხის აღება ნებისმიერი ადგილიდან, დასაქმების ცნობის გარეშე შეიძლება. გაუთვალისწინებელი ფინანსური შემთხვევებისას ის საუკეთესო საშუალებაა და გეხმარებათ დროულად მოაგვაროთ პრობლემა.

კომფორტულ პირობებთან ერთად, მომსახურებაზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს ხარჯების ზრდაც. ფასების ზრდის გამო კიდევ უფრო მეტი კლიენტი მიმართავს ამ სერვისს, რადგან მათთვის აღარ არის საკმარისი არსებული ბიუჯეტი. სადღესასწაულო დღეებში კი განსაკუთრებით იზრდება ხარჯი, ყველას სურს ღირსეულად შეხვდეს დღესასწაულებს, ასეთ დროს გამოსავალი ხშირად სწორედ სწრაფი სესხია. ასევე, განსაკუთრებით მაღალია ხარჯი ზამთრის პერიოდში, როდესაც კომუნალურ გადასახადებზე მეტი თანხაა გადასახადი. მომსახურება გეხმარებათ თითოეული ასეთი ფინანსური პრობლემის დროს

რეგულაციების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა ონლაინ სესხების კომპანიების რაოდენობა, ათობით კომპანიებმა შეზღუდეს ოპერირება,გაამკცრეს პროცედურები,  მხოლოდ რამდენიმე კომპანია მოერგო რეგულაციებს და წარმატებით ოპერირებს ფინანსურ სექტორში, მათ შორის Solva.ge, რომელიც არის ID Finance -ის წევრი კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს უფრო მორგებული და ხელსაყრელი პირობებით. ID Finance გასცემს სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, მექსიკაში, ბელორუსიაში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

Solva.ge- ში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ 500 - 3000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი 12 თვის ვადით სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

Solva.ge -ს სამომხმარებლო სესხის მიღება შეუძლია 22 -დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, არის გადამხდელუნარიანი და აქვს პირადი საბანკო ანგარიში საქართველოში არსებულ ყველა ბანკში. განმეორებითი სესხის აღება შესაძლებელია ასევე Unipay -ს და საქართველოს ფოსტის ფილიალებში.

Solva.ge 2016 წლიდან უკვე საქართველოშიც ოპერირებს და ჰყავს 100 000 - ზე მეტი მომხმარებელი, რომელიც  აქტიურად სარგებლობს Solva.ge - ს მომსახურებით.

სესხთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. თანხის მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი მიზნობრიობით. თუ თანხა დაგჭირდათ მოგზრაურობისთვის, თქვენი ბიზნესისთვის, ახალი ტექნიკის შესაძენად, რემონტისთვის, ავტომობილისთვის ან თქვენი პირადი მიზნებისთვის მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ Solva.ge - ს ონლაინ სამომხმარებლო სესხით.

Solva.ge -ს სესხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Solva -ს ვებ - გვერდზე, რომლის სტრუქტურა და დიზაინიც მაქსიმალურადაა მორგებული, საიტის ვიზიტორთათვის.