შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სესხებზე რეგულაციების გამკაცრება

საქართველო ერთ-ერთ ქვეყანაა, სადაც საკმაოდ აქტიურია ფინანსური სექტორი, კერძოდ სესხების გაცემა. ქვეყანაში 17 კომერციული ბანკის გარდა ფუნქციონირებს ათობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ამ სფეროში დასაქმებულია არაერთი ადამიანი. ამასთანავე, მრავალი ბიზნესი და ფიზიკური პირი დამოკიდებულია იმ სესხებზე, რომლებიც აღებული აქვთ ბანკებისგან ან მიკროსაფინანსო კომპანიებისგან. თუ თქვენ ეძებთ თქვენთვის სასურველ და ყველაზე მომგებიან სესხს, გაეცანით სტატიას ჩვენს პორტალზე: „ონლაინ სესხების საუკეთესო შემოთავაზებები“.

ბოლო დრო აქტუალური გახდა ამ სფეროში დამატებითი რეგულაციების შემოღების შესახებ დისკუსია. ჩვენ უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ, რა სახის რეგულაციები იქნა გასულ თვეებში შემოღებული და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ ცვლილებებს.

მაისში შემოღებული რეგულაციები

2018 წლის მაისიდან გართულდა კომპანიებისთვის სესხების გაცემა. მოკლედ რომ შევაჯამოთ მიღებული რეგულაციები, კრედიტის გამცემ კომპანიებს აეკრძალათ კრედიტის გაცემა მსესხებლის გადახდისუნარიანობის, საკრედიტო ისტორიისა და სხვა მსგავსი მაჩვენებლების შემოწმების გარეშე. რეგულაციების გათვალისწინებით, ზოგიერთი ადამიანისთვის საერთოდ შეუძლებელი გახდება კრედიტების მიღება.

გარდა მხოლოდ უშუალოდ სესხის მიღებისა, ასევე გართულდება შიდა თუ გარე განვადების მიღებაც. მაგალითად, ბინისა ან ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვადებით ყიდვა.

კანონის მიღების მოტივები

აღნიშნული რეგულაციების მიღებამდე, მათი განხილვის პროცესის დროს, და ასევე მათი შემოღების შემდეგ გაკეთებული იყო არაერთი განცხადება, რომელიც ხსნიდა ამ წესების აუცილებლობას. განმარტებების მიხედვით, რეგულაციები პირველ რიგში იცავს მომხმარებლებს, რომლებიც ცუდი ფინანსური გადაწყვეტილებების შედეგად აღებული სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ და მთლად სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან. ამ შეხედულების მიხედვით, ახალი კანონი დაიცავს პოტენციურ მსესხებლებს და თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ ისინი სესხს ვერ დაფარავენ, მაშინ მათ თავიდანვე სესხს არ მისცემენ. ამრიგად ისინი დამატებითი დავალიანებისგან დაცულები იქნებიან.

სესხებზე ახალი რეგულაციების კრიტიკოსების არგუმენტები

თუმცა ამ მედალს ორი მხარე აქვს და საზოგადოების დიდი ნაწილი მიღებული რეგულაციების მომხრე სულაც არ არის. მათი აზრით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ სესხის გამცემ ორგანიზაციებსა და შედეგად მთლიანად საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს.

პირველ რიგში, როდესაც სახელმწიფო ორგანიზაციებს ავალდებულებს დამატებით შემოწმების გატარებას, ეს უფრო აჭიანურებს და ართულებს სესხის გაცემის პროცესს. კომპანიას უწევს დამატებითი სერვისის შესრულება, რაც დაკავშირებულია სახსრებთან, რომლებიც რა თქმა უნდა მომხმარებელმა, ანუ მსესხებელმა, უნდა დაფაროს. ამის შედეგად იზრდება სესხის ფასი, ანუ საპროცენტო განაკვეთი.

გარდა ამისა, სესხების გაცემის გართულება იწვევს ქვეყანაში ფინანსების სტაგნაციას, ნაკლები ბიზნესის გახსნას ან უკვე არსებული ბიზნესების განვითარების შემცირებას, რადგან მათი მფლობელები ნაკლები ალბათობით აიღებენ სესხს ბიზნესის დასაწყებად ან მის გასაზრდელად. შედეგად უფრო ნელი იქნება სახელმწიფოს მთლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპი.

რომ დავასკვნათ, მიღებული რეგულაციები, როგორც თითქმის ნებისმიერი კანონი, იწვევს როგორც დადებით, ისევე უარყოფით მოსაზრებებს და იგი ერთგვაროვანი არ არის. მას გააჩნია როგორც პლიუსები, ისევე მინუსები ქვეყნის მოსახლეობისთვის. იმისთვის, რომ გაიგოთ მეტი სესხის მისაღებად აუცილებელი დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების შესახებ, წაიკითხეთ სტატია: „ვის შეუძლია სესხის მიღება?“.