Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სესხები მემკვიდრეობით

მემკვიდრეობით გადადის არამხოლოდ ქონება და ფულადი სახსრები, არამედ გარდაცვლილი ადამიანის სესხებიც. ამრიგად კანონმდებლობა იცავს კრედიტორის უფლებებს მსესხებლის სიკვდილის შემთხვევაში. სესხები გადადის მემკვიდრეობით იმავე წესებით, რაც სხვა ქონება. ერთადერთი გამონაკლისია ისეთი სესხები, რომელთა აღებისას გაფორმებული იყო მათი განუყოფლობა კონკრეტულ პიროვნებასთან. სხვადასხვა კომპანიაში სესხის აღების პირობების უფრო დეტალურად გაცნობა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე წარმოდგენილ რეიტინგში.

თუ რამდენიმე მემკვიდრეა

როდესაც მემკვიდრე მხოლოდ ერთია, მაშინ ბევრი კითხვა არც ჩნდება. იგი საკუთარი სურვილის მიხედვით იყენებს მიღებულ ქონებას და გარდაცვლილი ადამიანის სესხების დაფარვაც მთლიანად მისი პასუხისმგებლობაა. უფრო ხშირად ჩნდება კითხვები და გაუგებრობა იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე რამდენიმეა, თანაც მათ მემკვიდრეობა არათანაბრად მიიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ მიღებული ქონების საფასური სხვადასხვა თანხას შეადგენს. ისინი შესაბამისად იხდიან დარჩენილ სესხებს. ხდება თითოეული მათგანის მიერ მიღებული ქონების აღრიცხვა და ამის მიხედვით ირიცხება დავალიანება. თუ სესხის ოდენობა აღემატება ქონების ღირებულებას, მაშინ კრედიტორი ვერ მიიღებს მთლიანი სესხის დაფარვას და მხოლოდ დარჩენილი ქონების ოდენობით დაიფარება კრედიტის ნაწილი. მაშინ, როდესაც კრედიტორი რამდენიმეა, სესხის დაფარვის მიღების შესაძლებლობა ეძლევა იმას, ვინც უფრო სწრაფად გააკეთებს განაცხადს სასამართლოში. არ აქვს მნიშვნელობა, დატოვა თუ არა მსესხებელმა ანდერძი. ასეთი კრედიტების დაფარვის ნორმა აძლევს კრედიტორს საშუალებას, სესხის დაფარვა მოსთხოვოს ყველა მემკვიდრეს ან მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება სასამართლოში განაცხადის გაფორმების შესაბამისად. ასევე შესაძლოა ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ სესხის მთლიანი დაფარვა და შემდეგ მისი მხრიდან სხვა მემკვიდრეებისთვის ამ თანხის მოთხოვნა.

დანიშნული ვადები

მემკვიდრეებმა უნდა დაფარონ სესხი გარკვეულ ვადაში. როგორც წესი, ეს ვადა შეადგენს 3 წელიწადს. მსესხებლის სიკვდილის შესახებ გაგებისთანავე, კრედიტორებს შეუძლიათ იჩივლონ სასამართლოში იმის ლოდინის გარეშე, თუ როდის მიიღებენ მემკვიდრეები მემკვიდრეობას. კრედიტორები მოთხოვნას უყენებენ არა კონკრეტულად მემკვიდრეებს, არამედ ზოგადად დარჩენილ ქონებას ან ანდერძის აღმასრულებელს. სასამართლო მიიღებს საჩივარს, თუმცა შეაჩერებს საქმეს მანამდე, სანამ მემკვიდრეები ქონებას მიიღებენ.

თუ სესხი აღემატება მემკვიდრეობას

მანამ, სანამ მიიღებდეთ მემკვიდრეობას, აუცილებელია გაარკვიოთ, ჰქონდა გარდაცვლილს სესხები თუ არა და, პირველ რიგში, ბანკებში. სესხის გადასვლა მემკვიდრეზე საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. თუ სესხის ოდენობა აღემატება მიღებულ ქონებას, მაშინ მისი სრული მოცულობით იქნება საჭირო სესხის დაფარვა. აღსანიშნავია, რომ ქონების ფასი განისაზღვრება მისი მიღების თარიღით. თუ სესხის დაფარვის ვადისთვის ქონების საფასური ნაკლები იქნება, მემკვიდრეს სხვა სახსრებით მოუწევს სესხის დაფარვა. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე გზა: უარი თქვათ მემკვიდრეობაზე ან არ მიიღოთ ის. მემკვიდრეობის მისაღებად განსაზღვრული ვადა შეადგენს 6 თვეს. ამ დროის განმავლობაში შესაძლოა უარის გაფორმება. შეუძლებელია მემკვიდრეობის ნაწილზე უარის თქმა. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი - ყველაფერი ან არაფერი. თუ 6 თვის განმავლობაში მემკვიდრე არაფერს არ მოიმოქმედებს, ავტომატურად ჩაითვლება, რომ იგი არ იღებს მემკვიდრეობას.

ახლო ადამიანის გარდაცვალება ძალიან სამწუხარო მომენტია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა იყოთ ყურადღებით და იფიქროთ შედეგებზე. სანამ მიიღებდეთ ვინმესგან მემკვიდრეობას, გადაამოწმეთ - ჰქონდა მას სესხები თუ არა. თუ კი გაინტერესებთ, რით შეიძლება ყოფილიყო ეს გამოწვეული - წაიკითხეთ ჩვენი სტატია „რატომ ვერ ფარავს მოსახლეობა ვალებს?“