შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სესხის აღება - დოლარი თუ ლარი?

სესხის აღებისას მსესხებელს აქვს არჩევანის თავისუფლება, რადგან საქართველოში საკმაოდ ბევრი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს. თითოეული მათგანი ცდილობს პოტენციურ მომხმარებლებს საუკეთესო პირობები შესთავაზოს, რათა მოიზიდოს ისინი. კრედიტის შერჩევისას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, დაათვალიერეთ ჩვენი ჩამონათვალი „ონლაინ სესხების საუკეთესო შემოთავაზებები“. თუმცა კონკრეტული კომპანიის შერჩევის შემდეგაც მსესხებელს აქვს სესხის აღების რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ სესხის ვალუტის შესახებ - რომელ ვალუტაში არის უკეთესი სესხის აღება.

რა ვალუტები არის ხელმისაწვდომი?

ვალუტის შერჩევის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი არის იმის ცოდნა, თუ რა ვალუტებია ხელმისაწვდომი. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხს ძირითადად სამ ვალუტაში გასცემენ (ან ამ ვალუტებიდან რომელიმეში) - ლარი, აშშ დოლარი და ევრო. იშვიათია სხვა ვალუტებში სესხების გაცემა, თუმცა შესაძლოა გადაეყაროთ გირვანქა სტერლინგს ან აზერბაიჯანულ მანათს.

რა შემთხვევაში იყენებენ უცხოურ ვალუტას?

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად სესხის აღებისას იყენებენ ეროვნულ ვალუტას, თუმცა ხშირია ასევე დოლარში ან ევროში სესხის აღება. ეს ხდება, როგორც წესი, მაშინ, როდესაც მათ სურთ რაიმე პროდუქტისა ან სერვისის ყიდვა საზღვარგარეთ - მაგალითად, შვილს უფინანსებენ სწავლას სხვა ქვეყანაში. ზოგჯერ საქართველოშიც უძრავი ქონება ან ავტომობილი შეფასებულია აშშ დოლარებით, ამიტომ მათ შესაძენად ხალხი იღებს კრედიტს დოლარებში.

ეროვნული ვალუტის უპირატესობები

ეროვნული ვალუტის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ საქართველოში მსესხებლების უმეტესობა ანაზღაურებას ზუსტად ლარში იღებს. შესაბამისად, თუ სესხი აღებულია სხვა ვალუტაში, მაგალითად დოლარში, კურსის ცვლილებამ შესაძლოა სავალალო შედეგები მოუტანოს ადამიანს, რომელიც ლაში იღებს ხელფასს. ლარის გაუფასურებამ შესაძლოა საგრძნობლად გაზარდოს სესხის გადასახადად საჭირო თანხა (დოლარის ეკვივალენტი ლარში ახალი კურსით შესაძლოა უფრო დიდ თანხას უდრიდეს). 

აქედან გამომდინარე, სესხის აღებისას ვალუტის არჩევის დროს მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გათვალისწინება - რომელ ვალუტაში აპირებთ სესხის თანხის დახარჯვას და რომელ ვალუტაში იღებთ ფულს შემოსავლების წყაროდან (იქნება ეს ხელფასი, პენსია, სოციალური თუ პირადი დახმარება). საქართველოში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილისთვის ფინანსურად უფრო უსაფრთხოა სესხის აღება ლარში, რადგან მათი შემოსავალი ზუსტად ეროვნული ვალუტით განისაზღვრება. ამ შემთხვევაში თქვენ დაცული იქნებით შესაძლო ლარის გაუფასურებისგან.

თუ თქვენ უკვე არჩეული გაქვთ, რომელ ვალუტაში გსურთ სესხის მიღება, მაშინ უფრო დეტალური ინფორმაცია ონლაინ კრედიტის მიღებასა და მისი დაფარვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო სტატიაში: „ონლაინ-სესხის მიღება და დაფარვა“.