შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: support@moneyman.ge
 

Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სესხის გადავადების საუკეთესო გზები

მსესხებელთა დიდ ნაწილს წინასწარ აქვს განსაზღვრული და დაგეგმილი სესხის დაბრუნება, რომელიც ტოლ ნაწილებად ხდება გარკვეული ხნის განმავლობაში. თუმცა ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ეს შეუძლებელია და მსესხებლისთვის მნიშვნელოვანია სესხის გადავადება ჯარიმის დაკისრების გარეშე. რა შემთხვევებში არის შესაძლებელი ამის გაკეთება და რა გზები არის ამისთვის საჭირო -ზუსტად ამ თემებს განვიხილავთ ამ სტატიაში.

რა შემთხვევებში შეიძლება დამჭირდეს?

სესხის გადავადების გამომწვევი მიზეზი ძალიან ინდივიდუალურია და ყველას ცხოვრებაში შესაძლოა თავისებური იყოს. თუმცა კრედიტის დაფარვის ვადის გახანგრძლივება როგორც წესი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე ხშირი შესაძლო შემთხვევები:

  • სამსახურის დაკარგვა დამსაქმებლის ინიციატივით;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ბავშვის დაბადება;
  • და სხვა.

სად არის შესაძლო სესხის გადავადება?

სესხის გადავადება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი კრედიტორთან (იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ინდივიდუალური კრედიტორი), თუ სასესხო ხელშეკრულებაში არის მითითებული პუნქტი ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის გადავადების ცდა მაინც ღირს, თუმცა ის შესაძლოა დადასტურდეს ან არ დადასტურდეს. როგორც წესი, ყველა კრედიტორი ითვალისწინებს მსესხებლის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, თუ ის ნამდვილად საპატიოა. კრედიტორს ურჩევნია გაგებით მოეკიდოს მსესხებლის პრობლემას და შეუწყოს მას ხელი, რომ მან რაც შეუძლება მალე დააბრუნოს სესხის, ვიდრე არ გაითვალისწინოს ის და საერთოდ აღარ მიიღოს უკან გასესხებული თანხა.

როგორ გადავავადო სესხი?

სესხის გადავადების მიზნით თქვენ უნდა გააცნოთ თქვენი მდგომარეობა კრედიტორს და ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილოთ სესხის გადავადების მიზეზი. ამისთვის თქვენ შეგიძლიათ პირველ რიგში მიმართოთ ოპერატორს კონსულტაციის მიღების მიზნით, რათა გაიგოთ მისგან, რა დოკუმენტები შესაძლოა დაგჭირდეთ სესხის გადავადებისთვის და რა პირობებით მოხდება ეს. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ოფიციალური წერილით მიმართოთ მიკროსაფინანსო კომპანიას ან ბანკს.

მნიშვნელოვანია ერთი წესის გათვალისწინება - სესხის გადავადების შესახებ თხოვნით მიმართვა კრედიტორთან აუცილებელია სესხის დაფარვის ვადის გავლამდე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე დააგვიანეთ სესხის დაფარვა, შესაძლოა დაგეკისროთ ჯარიმა ხელშეკრულების მიხედვით. სასესხო ხელშეკრულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს სტატიას „რა უნდა ვიცოდე საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ?“ იმ შემთხვევაში კი, თუ დროულად მიმართავთ კრედიტორს სესხის გადავადებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მოილაპარაკოთ ჯარიმის გარეშე ამის გასაკეთებლად და გადასახდელი მხოლოდ პირვანდელი თანხა გექნებათ.

თუ თქვენ სცადეთ ზევით აღწერილი მეთოდი და მაინც ვერ მიაღწიეთ წარმატებას სხვადასხვა მიზეზების გამო, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კიდევ ერთ გზას - სცადოთ, რომ გადაიტანოთ თქვენი სესხი მიმდინარე კრედიტორიდან სხვა კომპანიაში, სხვა სიტყვებით გააკეთოთ რეფინანსიება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია „იყიდის“ თქვენს სესხს პირვანდელი მსესხებლისგან, ანუ თავად დაფარავს მას და შემდეგ თქვენ გექნებათ ამ მეორე კომპანიის ვალი. ამ პროცედურის შესახებ წაიკითხეთ მეტი ჩვენს სტატიაში „როგორ გადავიტანო სესხი ახალ კრედიტორთან?“