Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

სწრაფი ონლაინ სესხი

ონლაინ სესხის მიღებას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევენ კლიენტები, არის მისი მიღების სისწრაფე. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ სესხზე განაცხადის შემოწმება ნაკლებად მკაცრად ხდება ვიდრე ბანკში. ამის გამო, ონლაინ სწრაფ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შედარებით მაღალია, რადგან ეს კომპანიები უფრო მარტივად იძლევიან სესხებს. აქ არსებობს რამდენიმე ტიპის კრედიტორი, ანუ მიკროსაფინანსო კომპანიები და კერძო კრედიტორები.

ორივე შემთხვევაში, სესხის მიღების ყველაზე სწრაფი გზა არის ონლაინ, რადგან არ გიწევთ სახლიდან არსად გასვლა ფულის მისაღებად. ეს არის ოპტიმალური გამოსავალი მაშინ, როცა ფინანსური პრობლემები სწრაფად მოსაგვარებელია. სწრაფი ონლაინ სესხები არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კრედიტორების პრეროგატივა. როგორც წესი, მიკროსესხის მისაღებად განაცხადის გაფორმებას, მის განხილვასა და თანხის ჩარიცხვას ჯამში ერთ საათზე ნაკლები დრო სჭირდება.

რა არის სწრაფი ონლაინ სესხი, მისი დადებითი მხარეები

სწრაფი კრედიტი არის სამომხმარებლო სესხი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნია მიზნობრივი დანიშნულება. ანუ თქვენ არ გიწევთ მიკროსაფინანსო კომპანიისთვის იმის დასაბუთება, თუ რისთვის აპირებთ სესხის თანხის გამოყენებას. ამ სესხს სხვა ტიპის სესხებისგან განარჩევს განაცხადის სწრაფი განხილვა და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხის სწრაფი მიღება.
ყველაზე სწრაფი სერვისის მქონე კრედიტორები, რომლებსაც გააჩნიათ ვებსაიტი, სადაც შესაძლოა ონლაინ სესხების მიღება, ახორციელებენ ამ მომსახურეობას 15 წუთის განმავლობაში პირველადი მიმართვის დროს, როცა საჭიროა განაცხადის უფრო ყურადღებით განხილვა. ხოლო უკვე არსებულ ერთგულ მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის უფრო სწრაფად მიღებაც კი - სულ რაღაც 5 წუთში.

სწრაფი ონლაინ სესხის დამახასიათებელი თვისებები

სისწრაფის გარდა, ონლაინ სესხის აღება უფრო მარტივია, რადგან მიკროსაფინანსო კომპანიებს განაცხადის განხილვისას ნაკლები კრიტერიუმი გააჩნიათ მსესხებელთან. ამ შემთხვევაში, თქვენ ნაკლები დოკუმენტის წარდგენა მოგიწევთ. როგორც წესი, შემდეგი რამდენიმე წესი ვრცელდება თითქმის ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე:

  • მსესხებელი უნდა იყოს მინიმუმ 20 წლის;
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა გააჩნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზოგ მიკროსაფინანსო კომპანიას ასევე აინტერესებს ინფორმაცის მსესხებლის დასაქმების შესახებ, თუმცა როგორც წესი ეს შემოიფარგლება დასაქმების ადგილის დასახელებით და არ არის საჭირო ამასთან დაკავშირებით ცნობის წარდგენა. ასევე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ისინი საკრედიტო ისტორიას.
კიდევ ერთ დადებითი მხარე არის კრედიტის თანხის მიღების რამდენიმე გზა:

რიგი საფინანსო კომპანია ასევე გთავაზობთ თანხის მიღებას ელექტრონულ საფულეზე, საქართველოს ფოსტის მეშვეობით, ასევე UniPay ონლაინ და ოფლაინ სერვისებით.

საპროცენტო განაკვეთი ახალი მომხმარებლებისთვის შეადგენს დაახლოებით 2%-ს დღეში. თუმცა ერთგული მომხმარებლებისთვის, ხელმეორედ კრედიტის აღებისას ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. მაღალი საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ გააკეთონ სხვა დამატებით სერვისები კლიენტისთვის, როგორიცაა:

  • კრედიტის დაფარვის გადავადება;
  • ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროცენტების მოჭრა.

ნაკლებად დადებით თვისებებს მივაკუთვნებდით მაღალ საჯარიმო სანქციებს, თუმცა მათ მარტივად შეგიძლიათ ასცდეთ, თუ კი ყურადღებით იქნებით და სესხს დროულად დაფარავთ.
რომ დავასკვნათ, თითოეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც გასცემს სწრაფ ონლაინ სესხებს, გააჩნია საკუთარი პირობები. მათ უკეთ შეგიძლიათ გაეცნოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგში.