Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

უიმედო მსესხებლების ბედი

არსებობს ცხოვრებაში მოვლენები, რომლებსაც არანაირად არ ელოდები და ისინი ადამიანის ყველა გეგმას ანგრევს. ასეთი მოვლენა შესაძლოა იყოს სამსახურის დაკარგვა, ახლობლის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა. თუ თქვენ არ გაქვთ ასეთი რადიკალური პრობლემა, მაგრამ მაინც გიჭირთ სესხის დაფარვა - მაშინ იხილეთ ჩვენი სტატია „როგორ დავფარო სესხი დროულად“. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობა გამოუვალია - ჩვენ მოგიყვებით რას შეიძლება ელოდოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან.

პირადი მოლაპარაკება

პირველ რიგში, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლები ეცდებიან თქვენთან პირადი მოლაპარაკების საშუალებით ალტერნატიული გზის გამონახვა. ისინი თქვენთან საუბრისას გაარკვევენ, რამდენად გაქვთ შესაძლებლობა ეს სესხი დაფაროთ და თუ საჭიროა შესაძლოა გაახანგრძლივონ სესხი ან შეცვალონ პროცენტების დარიცხვის ალგორითმი.

ჩვენ გირჩევდით, რომ საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე არ მიიყვანოთ საქმე თუნდაც ამ ეტაპამდე, რადგან კრედიტორთან ამის შესახებ საუბარი შესაძლოა არ იყოს ძალიან სასიამოვნო და ისინი საკმაოდ მომთხოვნი იქნებიან, რადგან თქვენ არღვევთ ხელშეკრულებას. გარდა ამისა, ასეთმა გადავადებამ შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენ საკრედიტო ისტორიაში და მომავალში კრედიტის აღების სურვილის შემთხვევაში, შეგექმნათ პრობლემები ამ ან სხვა საკრედიტო კომპანიაში.

სასამართლოში შემოწმება

თუ პირადმა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო და მსესხებელი არ მიდის შეთანხმებაზე ან ორივე მხარისთვის კომფორტული პირობების გამოძებნა ვერ ხერხდება, მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიმართავს სხვა, უფრო ოფიციალურ, ხერხებს. თავდაპირველად ის ეცდება ყველანაირი წყაროდან გაიგოს, გაქვთ თუ არა თქვენ აქტიური შემოსავალი და/ან ქონება. ამისთვის ორგანიზაცია გააკეთებს განაცხადს საქალაქო სასამართლოში იმის თაობაზე, რომ თქვენ გაქვთ აქტიური დავალიანება ამ ორგანიზაციასთან და სასამართლოს მიმართავს თხოვნით დაგიქვითონ დავალიანების თანხა თქვენი ხელფასიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (გახსოვდეთ, რომ ხელფასიდან სესხის დასაფარად შესაძლოა მაქსიმუმ 50%-ის დაქვეითება ყოველთვიურად) და თუ ხელფასი არ გაქვთ, მაშინ თქვენი ქონების გაყიდვით დაფაროთ დავალიანება.

თუ თქვენ კრედიტის აღებისას მიუთითეთ თავდები პირი, მაშინ ამ ეტაპზე პრობლემები შეექმნება იმ პიროვნებასაც. თქვენი გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტის დაფარვას მოსთხოვენ ზუსტად იმ ადამიანს და ანალოგიურ ზომებს მიმართავენ მის მიმართ - მაგალითად, დაუქვითავენ საჭირო თანხას მისი რეგულარული ანაზღაურებიდან.

ბოლო ეტაპი

თუ სასამართლო პროცესმაც დაადგინა, რომ მსესხებლის სახელზე არ ირიცხება არც ხელფასი და არც ისეთი ქონება, რომლის ჩამოწერაც იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია თითოეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. მას აქვს სამი ძირითადი ალტერნატივა:

  • დაიცადოს და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ შეამოწმოს, თუ გაუჩნდა მსესხებელს შემოსავალი
  • მიყიდოს ეს დავალიანება სხვა კრედიტორს, რომელიც მომავალში ეცდება, რომ მსესხებელმა იგი დაფაროს
  • ჩამოწეროს ეს სესხი, რადგან მისი დატოვება უფრო მეტი რესურსის დაკარგვასთან არის დაკავშირებული

თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სესხის ჩამოწერის შესახებ, მაშინ უიმედო მსესხებელს შეუძლია მშვიდად ამოისუნთქოს. თუმცა ჩვენ არ გირჩევდით ამის მიღწევის იმედით უარი განაცხადოთ სესხის გადახდაზე, რადგან ამ ეტაპამდე მრავალი რთული პროცესის და პრობლემის გამოვლა მოგიწევთ, ბოლოს კი თქვენი საკრედიტო ისტორია იქნება სრულიად განადგურებული და თქვენთვის ძალიან რთული იქნება მომავალში ბანკსა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღება. თუ თქვენ ხვდებით, რომ ძალიან გიჭირთ სესხის დაფარვა, მაშინ სჯობს მიმართოთ ალტერნატიულ გზებს, მაგალითად იხილეთ ჩვენი სტატია: „როგორ გადავიტანო სესხი ახალ კრედიტორთან?