Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ქალები და კაცები - ვინ იღებს კრედიტს?

მრავალი მიკროსაფინანსო კომპანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რეგულარულად აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის სტატისტიკას. მათთვის მნიშვნელოვანია ამ სტატისტიკის შექმნა და შემდეგ დაკვირვება, რადგან მაშინ ეცოდინებათ, ადამიანთა რა ჯგუფზე უნდა გააკეთონ აქცენტირება და შესაბამისად მოარგონ საკუთარი მარკეტინგი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური სტატისტიკა შეეხება კლიენტების სქესს - ვინ უფრო ხშირად იღებს კრედიტებს, კაცები თუ ქალები?

მსესხებლის ვინაობა

ქალები და კაცები - ვინ იღებს კრედიტს?კრედიტის აღება შეუძლია თითქმის ნებისმიერ ადამიანს. მთავარია ის აკმაყოფილებდეს ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც სხვადასხვანაირია სხვადასხვა კომპანიაში. საჭირო კრიტერიუმების შესახებ გაიგეთ სტატიაში: „ვის შეუძლია სესხის მიღება?

აქედან გამომდინარე, მსესხებლის ვინაობა ძალიან მრავალფეროვანია - კრედიტებს იღებენ სხვადასხვა სქესის, ასაკის, საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის მქონე ადამიანები. თუმცა ნებისმიერი ამ პარამეტრის მიხედვით არსებობს სტატისტიკა და ზოგადი ტენდენცია. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ტენდენციას ვიკვლევთ სტატიაში: „სად იღებენ კრედიტებს ყველაზე ხშირად?“ ამ სტატიიდან შეგიძლიათ გაიგოთ ქალაქში იღებენ სესხს უფრო ხშირად თუ სოფლებში.

მსესხებლის სქესი

ონლაინ კრედიტების მომხმარებლების სქესის სტატისტიკა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, თუმცა ქვეყნების უმეტესობაში სესხებს უფრო ხშირად იღებენ მამაკაცები. საქართველო გამონაკლისი არ არის და აქ დიდი სხვაობით უფრო ხშირია კაცი მსესხებლები, ვიდრე ქალები.

რიცხვებში ეს შემდეგნაირად გამოიყურება - მსესხებლების დაახლოებით 70% კაცები არიან. გარდა ამისა, არსებობს ტენდენცია, რომ კაცები უფრო დიდი ოდენობის კრედიტებს იღებენ. საშუალოდ კაცის მიერ აღებული კრედიტის ჯამური თანხა 20-25%-ით აღემატება ქალის მიერ აღებულ კრედიტს.

რაზე იღებენ ისინი კრედიტებს?

მდედრობითი და მამრობითი სქესის მსესხებლები ერთმანეთისგან კიდევ ერთი რაღაცით განსხვავდებიან - იმ მიზეზთა სიით, თუ რისთვის იღებენ ისინი კრედიტს. აქტიურ მსესხებლებთან გამოკითხვის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ კაცები ძირითადად უფრო დიდი შენაძენებისთვის იღებენ კრედიტებს - მაგალითად, ბინა ან მანქანა. ქალების მხრიდან უფრო ხშირია საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის აღებული კრედიტი. თუმცა ორივე სქესისთვის ხშირია კრედიტების აღება შემდეგ ხელფასამდე, როდესაც ისინი მიღებულ თანხას იყენებენ ყოველდღიური ხარჯებისთვის.

და ბოლოს, ქალების შემთხვევაში გამოჩნდა კიდევ ერთი საინტერესო მიზეზი. ზოგჯერ ქალები იღებენ კრედიტს იმისთვის, რომ დაფარონ კაცის (ქმრის, ძმის და ა.შ.) აღებული კრედიტი. შემდეგ ისინი ერთად ფარავენ ქალის მიერ აღებულ ახალ კრედიტს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხშირად ქალს აქამდე არ ჰქონია აღებული კრედიტი, შესაბამისად მისი საკრედიტო ისტორია ნეიტრალურია და მისთვის შესაძლოა უფრო მარტივი იყოს ახალი კრედიტის აღება.

რომ დავასკვნათ, ცხოვრებაში საკუთარი როლის მიხედვით უფრო ხშირად კრედიტს იღებენ კაცები, რადგან ხშირად ზუსტად ისინი არიან პასუხიმგებელი ოჯახის ფინანსურ მხარეზე. თუმცა თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო მეტი ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი არსებობს, ამიტომ მათი მხრიდან აქტიური ფინანსური გადაწყვეტილებების რიცხვიც შესაბამისად მატულობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სქესის მიხედვით მომხმარებლების დისკრიმინაციას არ აკეთებენ და სწრაფი კრედიტის მიღება თანაბრად შეუძლია როგორც კაცს, ისევე ქალს.