Moneyman-ის მიკროსესხი ეს არის

  • 3000 ლარამდე
  • სახლიდან გაუსვლელად
  • გაფორმება 5 წუთში.
  • გადაწყვეტილება 1 წუთში.
  • ფული იმავე დღეს
სესხის აღება

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის პირად ფინანსებს საგრძნობლად განსაზღვრავს მისი მოქალაქეობის ქვეყნის საგადასახდო სისტემა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ კარგ პირობებში არიან, რადგან მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს საკმაოდ დაბალი საგადასახადო მაჩვენებელი აქვს.

თუმცა 2019 წლიდან დაწყებული მთავრობამ მიიღო საპენსიო რეფორმა, რომელსაც ზოგიერთი ეკონომისტი გადასახადების გაზრდად თვლის. ვის შეეხება მოცემული რეფორმა, როგორ მოქმედებს საპენსიო ფონდი და რა დადებითი და უარყოფითები მხარეები აქვს ამ სიახლეს - განვიხილავთ ამ სტატიაში.

როგორ მოქმედებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

ახალი რეფორმის ფარგლებში, ყველა ოფიციალურად დასაქმებული პირი საკუთარი ხელფასის 2%-ს ყოველთვიურად ჩარიცხავს საპენსიო ფონდში, ამავდროულად ამავე ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში ჩარიცხავს მოცემული პირის დამსაქმებელი (კომპანია, რომელშიც იგი მუშაობს) და ასევე სახელმწიფოც ჩარიცხავს 2%-ს. აქედან გამომდინარე, საპენსიო ანგარიშზე ჯამში მთლიანი ანაზღაურების 6%-ის ტოლი თანხა შეგროვდება (მაშინ, როდესაც თავად ადამიანი, ვისაც ეკუთვნის საპენსიო ანგარიში, მხოლოდ 2%-ს იხდის ამაში).

წლების განმავლობაში ეს თანხა აკუმულირდება საპენსიო ფონდში, ხოლო ადამიანის პენსიაზე გასვლის დროს მთლიანი დაგროვილი თანხა გაიყოფა საშუალოდ ცხოვრების ხანგრძლივობის მიხედვით პენსიის მიღების წლების რაოდენობაზე და რეგულარულად გადაეცემა პენსიაზე გასულ ადამიანს. გარდა ამისა, პენსიონერი მიიღებს ასევე საბაზისო პენსიას (რომელიც დღესდღეობით 200 ლარს შეადგენს).

ვინ იქნება ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში

დაგროვებითი სისტემა ეხება ყველა ადამიანს, ვინც არის დასაქმებული ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა საქართველოში მომუშავე ადამიანთა უმრავლესობა (მილიონზე მეტი ადამიანი) არის თვითდასაქმებული, ანუ მას არ გააჩნია ოფიციალური ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ მაინც ჩაერთონ მოცემულ პროგრამაში, თუმცა 2%-ის ნაცვლად მოუწევთ ფონდში ყოველთვიურად ანაზღაურების 4%-ის ჩარიცხვა (რომელიც დამსაქმებლის 2%-საც მოიცავს). თვითდასაქმებულ ადამიანთა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში არის ჩართული. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ და დაინტერესებული ხართ პოტენციურად სესხის აღებით, გაეცანით ჩვენს სასარგებლო სტატიას: „აგროსესხები - შეღავათიანი კრედიტები ფერმერებისთვის“.

დაგროვებითი საპენსიო პროგრამა სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვინც საპენსიო რეფორმის შემოღების მომენტისთვის 40 წლის იყო. 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს აქვთ შანსი გამოეთიშონ დაგროვებით პენსიას.

რეფორმის დადებითი მხარეეები

რეფორმა მიზნდა ისახავს, რომ ადამიანთა უმრავლესობამ შეძლოს თავადვე უზრუნველყოს თავისი პენსია და საპენსიო ასაკში ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს (მაგალითად, თუ დასაქმებულს აქვს 1000-ლარიანი ანაზღაურება და მას კიდევ 30 წელი დარჩა სამუშაოდ, მაშინ მისი პენსია მომავალში ყოველთვიურად დაახლოებით 500 ლარს შეადგენს).

დასაქმებულის მხრიდან, ამ რეფორმის უპირატესობა ჩვეულებრივ დანაზოგთან შედარებით არის ის, რომ მის მიერ ჩარიცხული თანხა ფაქტობრივად გასამმაგდება და უფრო დიდი ოდენობით შეინახება მის საპენსიო ასაკამდე.

რეფორმის უარყოფითი მხარეები

რეფორმის უდიდესი უარყოფითი მხარე არის დაკავშირებული საქართველოში მთავრობის მიმართ ნდობის დაბალ მაჩვენებელთან. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ არსებობს იმის რისკი, რომ მთავრობამ მიისაკუთროს საპენსიო ფონდში არსებული თანხა და მომავალში პენსიაზე გასული დასაქმებულები ამ თანხას საერთოდაც ვერ მიიღებენ, თანაც გამოდის, რომ მათ ამაში თავისი ანაზღაურების 2% გადაიხადეს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სიღარიბის ზღვართან ახლოს არის და შესაძლოა მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყოს დღეს საკუთარი შემოსავლის 2%-ს განაგებდეს, რადგან ამ თანხის გადახდა კიდევ უფრო ართულებს მათ ცხოვრების დონეს.

ჯამში, ევროპაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაგროვებითი პენსია მიღებული პრაქტიკაა. გადამწყვეტი ფაქტორი არის აქ ის, თუ რამდენად სინდისიანად მოეკიდება ამ საკითხს მთავრობა და გაუფრთხილდება საპენსიო ფონდში არსებულ რესურსებს. იმას, თუ რამდენად გაამართლებს ეს რეფორმა საქათველოში, ჩვენ წლების შემდეგ გავიგებთ, როდესაც პენსიონერთა პირველი ნაკადი დაიწყებს ახალი სქემით პენსიის მიღებას. საქართველოს კანონმდებლობაში სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში: „სესხებზე რეგულაციების გამკაცრება“.